რომანსი (ესპ. romance <გვიანდ. ლათ. romanice, სიტყვასიტყვით – რომანულად, ე.ი. ესპანურად) — კამერული და ვოკალური მუსიკის ძირითადი ჟანრი, რომელსაც ასრულებს ერთი მომღერალი: როიალის, არფის, გიტარის თანხლებით. ტერმინი „რომანსი“ წარმოიშვა ესპანეთში, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში და თავდაპირველად აღნიშნავდა საერო სიმღერას. მისი დახვეწილი კლასიკური სახე ჩამოყალიბდა XVIII-XIX საუკუნეებში. არსებობს რომანსის რამდენიმე სახეობა: ელეგია, ბალადა, ბარკალორა, რომანსი საცეკვაო რიტმებით და სხვ. რომანსი ლირიკულ ჟანრს მიეკუთვნება და მასში გადმოცემულია ადამიანის სულიერი განცდები.

ლიტერატურა

რედაქტირება