ფედერიკო გარსია ლორკა
ფედერიკო გარსია ლორკა (ესპ. Federico García Lorca) (დ. 5 ივნისი, 1898 — გ. 19 აგვისტო, 1936)— ესპანელი პოეტი და დრამატურგი,
დაიბადა 1898 წლის 5 ივნისს ანდალუსიის, გრანადის პროვინციის, სოფელ ფუენტე ვაკეროში. 1914 წელს ჩააბარა გრანადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და სამართალმცოდნების ფაკულტეტზე. ამ პერიოდს უკავშირდება მისი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები Impresiones y Paisajes და Libro de Poemas (თუმცა მისი დაბეჭდვა მხოლოდ 1921 წელს მოახერხა). დაუახლოვდა გრანადის მაშინდელ ინტელექტუალებს და ხელოვანებს. მასზე დიდი ზეგავლენა იქონია კომპოზიტორმა მანუელ დე ფალამ. 1919 ბინა დაიდო მადრიდის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში (Residencia de Estudiante de Madrid). მადრიდში დაუახლოვდა მისი ეპოქის ისეთ გამოჩენილ ადამიანებს როგორებიც იყვნენ: ანტონიო მაჩადო, პაბლო ნერუდა, ხუან რამონ ხიმენესი და სხვ. განსაკუთრებული მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მას კატალონიერ სიურეალისტ სალვადორ დალისთან და რეჟისორ ლუის ბუნუელთან. 1929, როგორც სტიპენდიატი, ნიუ-იორკს გაემგზავრა. მისი იქაური ცხოვრება და მოღვაწეობა ასახულია Poeta en Nueva York-ში, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ჩამოაყალიბა მოხეტიალე სტუდენტთა თეატრი "La Barranca". შემოიარეს მთელი ესპანეთი და შემდეგ იმოგზაურეს სამხრეთ ამერიკაში. სცენაზე გააცოცხლეს გამოჩენილი ესპანელი ოსტატების შემოქმედება. 1936 წელს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი. ლორკა აღზევებული მემარჯვენეების სამიზნე გახდა თავისი პროგრესული აზროვნებისა და მათ მიერ მანკიერად მიჩნეული სექსუალური გამოხატულების გამო. 1936 წლის 19 აგვისტოს ფედერიკო გარსია ლორკა სასტიკად იქნა ნაწამები და დახვრეტილი ფალანგისტების მიერ.
შემოქმედება
რედაქტირებალექსები და კრებულები
რედაქტირება- Impresiones y paisajes (შთაბეჭდილებები და პეიზაჟი, 1918)
- Libro de poemas (ლექსების წიგნი, 1921)
- Oda a Salvador Dalí (ოდა სალვატორე დალის, 1926)
- Romancero gitano (ბოშური რომანსერო, 1928)
- Poeta en Nueva York (პოეტი ნიუ-იორკში, 1930)
- Poema del cante jondo (პოემა კანტე ხონდოზე, 1931)
- Llanto por Ignacio Sánchez Mejías (1935)
- Diván del Tamarit (დივან ტამარიტი, 1936)
- Sonetos del amor oscuro (სონეტები სიყვარულზე, 1936)
პიესები
რედაქტირება- Mariana Pineda (1927)
- La zapatera prodigiosa (1930)
- Retablillo de Don Cristóbal
- El público (1930)
- Así que pasen cinco años (ხუთი წლის შემდეგ, 1930)
- Amor de don Perlimplín con Belisa en su jardín (დონ პერლიმპლინის სიყვარული, 1933)
- Bodas de sangre (სისხლიანი ქორწილი, 1933)
- Yerma (იერმა, 1934)
- Doña Rosita la soltera o el lenguaje de las flores
- La casa de Bernarda Alba (ბერნარდა ალბას სახლი, 1936)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118537598 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 7.0 7.1 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 9.0 9.1 IMSLP — 2006.
- ↑ 10.0 10.1 filmportal.de — 2005.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Rundall C. Lorca, Federico García // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T051910
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 The Fine Art Archive
- ↑ Munzinger Personen
- ↑ 21.0 21.1 21.2 World Encyclopedia of Puppetry Arts, Encyclopédie Mondiale des Arts de la Marionnette, Enciclopedia Mundial de las Artes de la Marioneta
- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ https://equltura.com/personajes/federico-garcia-lorca-la-eterna-busqueda-de-los-restos-del-poeta/
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ https://datos.gob.es/es/catalogo/e00123904-autores-espanoles-en-dominio-publico-fallecidos-desde-1900