გამანადგურებელი ანგელოზი

გამანადგურებელი ანგელოზი (ესპ. El ángel exterminador) − ლუის ბუნიუელის ფილმი. ფილმში ადამიანები იკრიბებიან ერთ-ერთი მეგობრის სახლში წვეულებაზე, რის შემდეგაც ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებს წვეულების დარბაზიდან გასვლას.

„გამანადგურებელი ანგელოზი“
დამდგმელი რეჟისორი ლუის ბუნიუელი
პროდიუსერი გუსტავო ალატრისტე
სცენარის ავტორი ლუის ბუნიუელი
როლებში სილვია პინალი
გამოსვლის თარიღი 1962
ხანგრძლივობა 93 წუთი
ქვეყანა მექსიკა
ენა ესპანური

ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში" არის სცენა, სადაც ფილმის მთავარი გმირი, რომელიც XXI საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისში მოხვდება და ლუის ბუნუელს შეხვდება, სთავაზობს ამ უკანასკნელს ფილმის გადაღებას ადამიანების შესახებ, რომლებიც წვეულებაზე შეიკრიბებიან და შინ წასვლას ვერ ახერხებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება