ვუდი ალენი
ვუდი ალენი (ინგლ. Woody Allen, დაბადებით ალენ სტიუარტ კონიგსბერგი; ინგლ. Allan Stewart Konigsberg; დ. 1 დეკემბერი, 1935, ნიუ-იორკი) — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსი, რომლის უამრავმა ნაშრომმა და ორიგინალურმა სტილმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. რეჟისორს 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი აქვს გადაღებული
ვუდი ალენი | |
---|---|
2016 წელს კანის კინოფესტივალზე | |
დაბადების სახელი | ალენ სტიუარტ კონიგსბერგი |
დაბადების თარიღი |
1 დეკემბერი, 1935 ბრონქსი ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, სცენარისტი, რეჟისორი |
აქტიური | 1950-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი |
დაიან კიტონი (1970-71) |
ოსკარი |
საუკეთესო რეჟისორი |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო სცენარი |
BAFTA |
საუკეთესო რეჟისორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავუდი ალენს მრავალ საკუთარ ფილმში თავად აქვს შესრულებული მნიშვნელოვანი როლები. მისი მნიშვნელოვანი დასაყრდენი საკუთარ შემოქმედებაში არის ლიტერატურა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ევროპული კინემატოგრაფია და, განსაკუთრებით ბოლო დროს, ქალაქი ნიუ-იორკი, სადაც ის დაიბადა, მთელი ცხოვრება გაატარა, და რომელიც, როგორც თავად აღნიშნავს, მთელი მისი აღმაფრენის წყარო იყო.
ვუდი ალენი არ აღიარებს კინოჯილდოებს და არ ესწრება კინოდაჯილდოებების ცერემონიებს 1973 წლიდან, მას შემდეგ რაც როდესაც მისმა ფილმმა „მძინარე“ ოსკარის ნომინაცია ვერ მიიღო.
[1] ეს წესი მან ერთადერთხელ, 2002 წლის ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიაზე დაარღვია.
1980-1992 წლებში ალენს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ მია ფეროუსთან. რომელმაც მის ბევრ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1993 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვუდი ალენმა თავისი შვილობილი, 7 წლის დილან ფეროუ გააუპატიურა. ეს სკანდალი გახდა ვუდი ალენისა და მია ფეროუს დაშორების მიზეზი.
2005 წელს ვუდი ალენმა გადაიღო ფილმი „მატჩ პოინტი“. ფილმი თემატურად ეხმიანება ალენისვე ადრეულ, 1989 წლის ფილმს „დანაშაულებები და ცუდი საქციელები“ და ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაული და სასჯელი“. ფილმში განხილულია სამყაროში სამართლიანობის და სასჯელის არსებობის თემა.
2011 წელს ალენმა გამოუშვა ფილმი „შუაღამე პარიზში“, რომელიც კრიტიკოსებმა დადებითად შეფასეს. მას ხშირად უწოდებენ ალენის საუკეთესო ფილმს 1994 წლის „ტყვიები ბროდვეის თავზეს“ შემდეგ. რეჟისორმა კი დაიმსახურა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები საუკეთესო სცენარისთვის. 2014 წელს ალენმა მიიღო ოქროს გლობუსის სესილ დემილის სახელობის ჯილდო ცხოვრებისეული მიღწევებისთვის.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1969 - აიღე ფული და გაიქეცი (Take the Money and Run)
- 1973 - მძინარე (Sleeper)
- 1977 - ენი ჰოლი (Annie Hall)
- 1978 - ინტერიერები (Interiors)
- 1979 - მანჰეტენი (Manhattan)
- 1980 - ვარსკვლავური მოგონებები (Stardust memories)
- 1983 - ზელიგი (Zelig)
- 1985 - დენი როუზის ბროდვეი (Broadway Danny Rose)
- 1985 - კაიროს მეწამული ვარდი (The Purple Rose of Cairo)
- 1986 - ჰანა და მისი დები (Hannah and Her Sisters)
- 1987 - რადიოს დღეები (Radio Days)
- 1989 - დანაშაულებები და ცუდი საქციელები (Crimes and Misdemeanors)
- 1993 - ქმრები და ცოლები (Husbands and Wives)
- 1993 - იდუმალი მკვლელობა მანჰეტენზე (Manhattan Murder Mystery)
- 1994 - ტყვიები ბროდვეის თავზე (Bullets Over Broadway)
- 1995 - დიდებული აფროდიტე (Mighty Aphrodite)
- 1996 - ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ (Everyone Says I Love You)
- 1997 - ჰარის დეკონსტრუქცია (Deconstructing Harry)
- 1999 - ტკბილი და საძაგელი (Sweet and Lowdown)
- 2005 - მატჩ პოინტი (Match Point)
- 2007 - კასანდრას სიზმარი (Cassandra's Dream)
- 2008 - ვიკი კრისტინა ბარსელონა (Vicky Cristina Barcelona)
- 2009 - რაც იქნება, იქნება (Whatever Works)
- 2010 - შენ გაიცნობ მაღალ შავგრემან უცნობს (You Will Meet a Tall Dark Stranger)
- 2011 - შუაღამე პარიზში (Midnight in Paris)
- 2012 - სიყვარულით რომში (To Rome with Love)
- 2013 - სევდიანი ჟასმინი (Blue Jasmine)
- 2014 - მაგია მთვარის შუქზე (Magic in the Moonlight)
- 2015 - ირაციონალური ადამიანი (Irrational Man)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Woody Allen: Oscar No-show Despite Winning Screenplay Award“. Contactmusic.com Ltd. ციტირების თარიღი: September 1, 2013.