დანაშაული და სასჯელი

თედორე დოსტოევსკის რომანი

დანაშაული და სასჯელი“ (რუს. Преступле́ние и наказа́ние) — რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის რომანი, რომელიც პირველად 1866 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „რუსკი ვესტნიკში“ და მაშინვე დიდი გამოხმაურება და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ეს ნაწარმოები ფსიქოლოგიური ისტორიაა დანაშაულისა და მისი ზნეობრივი შედეგებისა.

„დანაშაული და სასჯელი“
Преступле́ние и наказа́ние

1874 წლის ილუსტრაცია
ავტორი ფიოდორ დოსტოევსკი
ქვეყანა რუსეთი
ენა რუსული
ჟანრი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური რომანი
გამოცემის თარიღი 1866
წინამორბედი ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან
მომდევნო იდიოტი
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ვითარდება მთავარი გმირის როდიონ რასკოლნიკოვის ირგვლივ, რომლის გონებაშიც მწიფდება დანაშაულის თეორია. რასკოლნიკოვი უკიდურესად ხელმოკლეა, მას არა თუ უნივერსიტეტში სწავლის საფასურის, არამედ საცხოვრებლის ქირის გადახდაც კი არ შეუძლია. უღარიბესნი არიან მისი და და დედაც. მოულოდნელად ის შეიტყობს, რომ თავის და (დუნია რასკოლნიკოვა) აპირებს ცოლად გაჰყვეს კაცს, რომელიც სულაც არ აპირებს ფინანსურად დაეხმაროს მეუღლის ოჯახს. ეს ფაქტი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდება, რის შემდეგაც რასკოლნიკოვი მოხუცი მევახშის მოკვლას გადაწყვეტს, თუმცა იძულებული გახდება მოკლას მოწმეც — მისი და. მაგრამ რასკოლნიკოვისთვის შეუძლებელი ხდება ისარგებლოს ნაქურდალით. ამის შემდეგ იწყება დამნაშავის საშინელი ცხოვრება. ნაწარმოებში ჩანს დოსტოევსკის ნატიფი ფსიქოლოგიზმი. რომანში ჩნდება უფრო და უფრო მეტი ახალი სახე. ბედი მას შეახვედრებს მარტოსულ, შეშინებულ, ღარიბ გოგონას, რომელშიც ის პოულობს მშობლიურ სულსა და დასაყრდენს — ეს იყო სონია მარმელადოვა, რომელიც ოჯახს პროსტიტუციის გზით არჩენდა. რასკოლნიკოვი მხარდაჭერას ასევე პოულობს უნივერსიტეტის მეგობარ რაზუმიხინში, რომელსაც მისი და — ავდოტია რომანოვნა რასკოლნიკოვა უყვარს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება