ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრონქსი (ინგლ. The Bronx) — ნიუ-იორკის ხუთი ბოროუდან ერთ-ერთი, ასევე ერთადერთი, რომლის ტერიტორია ხმელეთის კონტინენტურ ნაწილზე მდებარეობს. მისი მოსახლეობა 2015 წლის აღწერით 1,455,444 ადამიანს შეადგენს. ხუთივე ოლქი დამოუკიდებელი ქალაქი რომ ყოფილიყო, ბრონქსი აშშ-ის სიდიდით მეცხრე ყველაზე დასახლებული ქალაქი იქნებოდა.

ბრონქსი ნიუ-იორკის რუკაზე

ამ ადგილის თავდაპირველი სახელი, ვესტჩესტერისგან ანექსიისას, იყო „The Borough of the Bronx River“ (ბრონქსის მდინარის ოლქი). მდინარეს სახელი ჯონას ბრონკისა ექვა, წარმოშობით შვედის, რომელიც ზღვის კაპიტანი იყო და 1641 წელს დასახლდა ამ მიდამოში 500 აკრ (2 კმ²) მამულზე ჰარლემისა და ბრონქსის მდინარეებს შორის, ანუ აქუაჰანგზე, როგორც მას მაშინ ადგილობრივი ინდიელები უწოდებდნენ.



მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრონქსი“-დან