ლუკინო ვისკონტი
ლუკინო ვისკონტი დი მოდრონე (იტალ. Luchino Visconti di Modrone; დ. 2 ნოემბერი, 1906 — გ. 17 მარტი, 1976) — იტალიელი თეატრისა და კინოს რეჟისორი.[1], ნეორეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
ლუკინო ვისკონტი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | Luchino Visconti di Modrone |
დაბადების თარიღი |
2 ნოემბერი, 1906 მილანი, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
17 მარტი, 1976 (69 წლის) რომი, იტალია |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1943–1976 |
სხვა ჯილდოები |
ვერცხლის ლომი 1957 — თეთრი ღამეები ოქროს პალმის რტო 1963 — ლეოპარდი |
ბიოგრაფიარედაქტირება
ვისკონტი არისტოკრატების ოჯახიდან იყო. მისი მამა, ჰერცოგი ჯუზეპე ვისკონტი სპექტაკლებს დგამდა ლა სკალაში. 1930 წელს ვისკონტი პარიზში რეჟისორ ჟან რენუარის ასისტენტი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვისკონტი იტალიის კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, შედიოდა ანტიფაშისტურად განწყობილ კინოკრიტიკოსთა ჯგუფში. კინოში მუშაობდა დაიწყო 1936 წელს. პირველი ფილმი „სიგიჟე“ გადაიღო 1943 წელს ჯეიმზ კეინის რომანის „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“ მიხედვით. „სიგიჟე“ და მომდევნო ფილმი „მიწა ცახცახებს“ ნეორეალიზმის ნიმუშებია. ეს უკანასკნელი რეჟისორმა სიცილიაში გადაიღო და მასში მხოლოდ არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობდნენ.
ამის შემდეგ ვისკონტიმ პროლეტარიატის თემა გვერდით გადადო და გადაიღო რიგი რეალისტური ფილმებისა: „ულამაზესი“ (1951) ანა მანიანის მონაწილეობით, „როკო და მისი ძმები“ (1960) ალენ დელონის მონაწილეობით და „დიდი დათვის ნისლიანი თანავარსკვლავედი“ (1965) კლაუდია კარდინალეს მონაწილეობით. ვისკონტის მწვერვალად ითვლება ჯუზეპე ტომაზ დე ლამპედუზას რომანის „ლეოპარდის” ეკრანიზაცია. ფილმმა „ლეოპარდი“ 1963 წელს ოქროს პალმის რტო მიიღო. 1969-1972 წლებში ვისკონტიმ გადაიღო გერმანული ტრილოგია: „ღმერთების დაღუპვა“, „სიკვდილი ვენეციაში“ და „ლუდვიგი“. ის ტრილოგიის ტეტრალოგიად გადაკეთებას გეგმავდა, სურდა რა ფილმად გადაეღო თომას მანის „ჯადოსნური მთა“, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.
პირადი ცხოვრებარედაქტირება
ვისკონტი ჰომოსექსუალი იყო. მისი პარტნიორი იყო რეჟისორი ფრანკო ძეფირელი, ხოლო მოგვიანებით ავსტრიელი მსახიობი ჰელმუტ ბერგერი, რომელმაც ვისკონტის სამ ფილმში (ღმერთების დაღუპვა, ლუდვიგი, ოჯახური პორტრეტი ინტერიერში) შეასრულა მნიშვნელოვანი როლები.
ციტატარედაქტირება
ფილმოგრაფიარედაქტირება
- 1943 - ცდუნება
- 1948 - მიწა ცახცახებს
- 1951 - ულამაზესი
- 1957 - თეთრი ღამეები
- 1960 - როკო და მისი ძმები
- 1962 - ბოკაჩო 70
- 1963 - ლეოპარდი
- 1965 - დიდი დათვის ნისლიანი თანავარსკვლავედი
- 1967 - უცხო
- 1967 - ჯადოქრები
- 1969 - ღმერთების დაღუპვა
- 1971 - სიკვდილი ვენეციაში
- 1972 - ლუდვიგი
- 1974 - ოჯახური პორტრეტი ინტერიერში
- 1976 - უდანაშაულო
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 423-424.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ლუკინო ვისკონტი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ლუკინო ვისკონტი — Find a Grave-ზე
- ბრიტანული ფილმის ინსტიტუტი : ლუკინო ვისკონტი დაარქივებული 2008-02-19 საიტზე Wayback Machine.
- Biography, filmography and more on Luchino Visconti დაარქივებული 2010-12-29 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
- ლუკინო ვისკონტი - 100 გიორგი გვახარია, რადიო „თავისუფლება"
სქოლიორედაქტირება
- ↑ Thomson, David. (15 თებერვალი, 2003) The decadent realist. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2019.