დეიმ ელიზაბეტ ჯეინ კემპიონი (ინგლ. Jane Campion; დ. 30 აპრილი, 1954, უელინგტონი, ახალი ზელანდია) — ახალზელანდიელი სცენარისტი, პროდუსერი და კინორეჟისორი. მოგებული აქვს ოქროს პალმის რტო 1993 წელს გამოსული ფილმისთვის „პიანინო“, რისთვისაც ის ოსკარის ლაურეატი გახდა საუკეთესო სცენარისათვის. ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში.

ჯეინ კემპიონი
Jane Campion in Kraków (2010).jpg
დაბადების სახელი დეიმ ელიზაბეტ ჯეინ კემპიონი
დაბადების თარიღი 30 აპრილი, 1954
უელინგტონი, ახალი ზელანდია
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი
მეუღლე(ები) კოლინ დევიდ ენგლერტი (1992-2001)

ადრეული ცხოვრებარედაქტირება

ჯეინ კემპიონი 1954 წლის 30 აპრილს უელინგტონში, ახალ ზელანდიაში დაიბადა. იგი ოჯახში მეორე ქალიშვილი იყო; დედამისი, ედიტ კემპიონი, მსახიობი და მწერალი იყო, ხოლო მამამისი, რიჩარდ მ. კემპიონი, მასწავლებელი და თეატრისა და ოპერის რეჟისორი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ორივე მშობელი ახალი ზელანდიის თეატრის საზოგადოებაში იყო ჩართული, კემპიონმა განსხვავებული გზა აირჩია და 1975 წელს უელინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის სწავლა დაასრულა. 1981 წელს მან მეორე დიპლომიც აიღო სიდნეის ხელოვნების კოლეჯში, ავსტრალიაში.

კინო-კარიერარედაქტირება

 
კემპიონი 2016 წელს

1981 წელს კოლეჯის დასრულების შემდეგ ის მალევე დაუბრუნდა კინემატოგრაფს და აქტიურად ჩაერთო ავსტრალიურ ტელევიზიასა და რადიოში. ამ დროს მან რამდენიმე მცირე ქრონომეტრაჟის მქონე ფილმი გადაიღო.

1989 წელს მან თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა, სახელწოდებით „საყვარელი გოგონა“. მას მალევე მოჰყვა „ანგელოზი ჩემს მაგიდასთან“ (1990), რომელიც ჯანეტ ფრეიმის ავტობიოგრაფიაზე იყო დაფუძნებული.

1993 წელს გამოვიდა „პიანინო“, რომლისთვისაც კემპიონმა ოსკარი მოიპოვა საუკეთესო სცენარისათვის. იგი ასევე ნომინირებული იყო საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაშიც. ფილმი მეცხრამეტე საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს გვიყვება და ძირითადი თემა მუნჯი ქალის (ჰოლი ჰანტერი) სასიყვარულო ურთიერთობაა, რომელიც შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში თავის საქმროსთან ჩამოდის.

კემპიონის შემდგომ ფილმებს მიეკუთვნება „ლედის პორტრეტი“ (1996), რომელიც ჰენრი ჯეიმსის რომანის ადაპტაციაა. მასში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ.

1999 წელს გამოვიდა „ჯანდაბა!“, რომელიც სულიერ გამოღვიძებებს იკვლევს და ერთ-ერთი როლის შემსრულებელი კეიტ უინსლეტია.

2009 წელს კემპიონმა მოწონებები დაიმსახურა ფილმისთვის „კაშკაშა ვარსკვლავი“, რომელიც პოეტ ჯონ კიტსსა და ფენი ბრაუნს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

2013-2017 წლებში იგი თანასცენარისტი და თანარეჟისორი იყო ცნობილი სერიალისა „ტბის ზედაპირზე“.

პირადი ცხოვრებარედაქტირება

1992 წელს კემპიონი ავსტრალიელ კოლინ დევიდ ენგლერტზე დაქორწინდა, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა „პიანინოს“ გადაღებებისას. 2001 წელს ისინი განქორწინდნენ.

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1980 ხელსახოცები Tissues რეჟისორი, სცენარისტი
1981 წარუმატებლობები ცდუნებასა და მორჩილებაში Mishaps of Seduction and Conquest რეჟისორი, სცენარისტი
1982 გაფრცქვნა:ვარჯიში დისციპლინაში Peel: An Exercise in Discipline რეჟისორი, სცენარისტი,
1983 გულგრილი მომენტები Passionless Moments რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
1984 თავად გოგოს ისტორია A Girl's Own Story რეჟისორი, სცენარისტი
1984 საათების შემდეგ After Hours რეჟისორი, სცენარისტი
1986 ორი მეგობარი Two Friends რეჟისორი, სცენარისტი
1989 ტკბილი გოგონა Sweetie რეჟისორი, სცენარისტი
1990 ანგელოზი ჩემს მაგიდასთან An Angel at My Table რეჟისორი, სცენარისტი
1993 პიანინო The Piano რეჟისორი, სცენარისტი
1996 ლედის პორტრეტი The Portrait of a Lady რეჟისორი, სცენარისტი
1999 ჯანდაბა! Holy Smoke! რეჟისორი, სცენარისტი
1999 ნაზი ხილი Soft Fruit პროდუსერი
2003 ვნების ბნელი მხარე In the Cut რეჟისორი, სცენარისტი
2006 მოტაცება: მეგუმი იოკოტას ისტორია Abduction: The Megumi Yokota Story პროდუსერი
2007 ჭიამაია The Lady Bug რეჟისორი, სცენარისტი
2009 კაშკაშა ვარსკვლავი Bright Star რეჟისორი, სცენარისტი
2013 ტბის ზედაპირზე Top of the Lake რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი
2016 ოჯახური ბედნიერება Family Happiness პროდუსერი
2016 ისინი They პროდუსერი
2017 ტბის ზედაპირზე: ჩინელი გოგო Top of the Lake: China Girl რეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება