კეიტ ელიზაბეთ უინსლეტი (ინგლ. Kate Elizabeth Winslet; დ. 5 ოქტომბერი 1975) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მსახიობი. სხვადასხვა დროს 6-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. გაიმარჯვა მხოლოდ ერთხელ ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი შესრულებული როლისთვის ფილმში „მკითხველი“. დაჯილდოებულია კინომსახიობთა გილდიის, ბრიტანული კინოაკადემიის, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის პრემიებით; აგრეთვე 2-ჯერ იყო ნომინირებული ემის პრემიაზე და 3-ჯერ ოქროს გლობუსზე.

კეიტ უინსლეტი
დაბადების სახელი კეიტ ელიზაბეთ უინსლეტი
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1975 (1975-10-05) (49 წლის)
რედინგი, დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1991–დღემდე
მეუღლე(ები) ჯიმ თრიპლტონი (1998–2001)
სემ მენდესი (2003–2010)
BAFTA

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
გრძნობა და გონება (1995)
საუკეთესო მსახიობი ქალი

მკითხველი (2008)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში
რევოლუციური გზა (2008)
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
მკითხველი (2008)

სტივ ჯობსი (2015)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

მკითხველი (2008)

უინსლეტი პატარა ასაკიდანვე დაეუფლა დრამას. კარიერა დაიწყო 1991 წელს ერთ-ერთ ბრიტანულ ტელესერიალში. კინოდებიუტი შედგა 1994 წელს ფილმში „ზეციური არსებები“, რის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა უინსლეტის შემოქმედება დადებითად შეაფასეს. შემდეგ იყო ფილმები „გრძნობა და გონება“ და „ტიტანიკი“. ეს უკანასკნელი იქცა უინსლეტის კარიერაში ყველაზე უხვშემოსავლიან კინოდ.

2000 წლიდან მოყოლებული უინსლეტის კინოშემოქმედებას კინოკრიტიკოსები მაღალ შეფასებას აძლევენ. ამ პერიოდში აღსანიშნავია შესრულებული როლები ფილმებში: „მარკიზ დე სადის კალამი“ (2000), „აირისი“ (2001), „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“ (2004), „ჯადოსნური ქვეყანა“ (2004), „პატარა ბავშვები“ (2006), „მკითხველი“ (2008), „რევოლუციური გზა“ (2008). უკანასკნელ ფილმში შესრულებული როლის შემდეგ New York Magazine-ის ამერიკელმა კინოკრიტიკოსმა დევიდ ედელშტეინმა აღნიშნა:

ვიკიციტატა
„კეიტ უინსლეტი არის მისივე თაობის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე საუკეთესო მსახიობი.“

კომერციული თვალსაზრისით უინსლეტის წარმატებული ნამუშევრებია რომანტიკული კომედია „შვებულება გადაცვლით“ და ანიმაციური ფილმი „ჩარეცხილი“ (ორივე 2006). ამ უკანასკნელში ახმოვანებს ერთ-ერთ პერსონაჟს.

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეიტ უინსლეტი დაიბადა 1975 წლის 5 ოქტომბერს ქალაქ რედინგში, მამამისის საცურაო აუზების კონტრაქტორის როჯერ უინსლეტისა და დედამისის მე­ბუ­ფე­ტეს სალი ბრიჯესის ოჯახში. ჰყავს ორი და და ერთი ძმა. ბებიამისი და ბაბუამისი დედის ხაზით, შესაბამისად ლინდა და არჩიბალდ ოლივერ ბრიჯესი იყვნენ რეპერტუარული თეატრის დამფუძნებლები და მმართველები. კეიტის უფროსი და ანა და უმცროსი და ბეთი აგრეთვე მსახიობები არიან. ჰყავს უმცროსი ძმა.

კეიტ უინსლეტმა 11 წლის ასაკში რედრუფის სკოლის თეატრში დაიწყო დრამის შესწავლა. ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამაში. როგორც მსახიობმა კარიერა დაიწყო 1991 წელს, როდესაც მიიღო როლი ერთ-ერთ სატელევიზიო სერიალში. 1990-იანი წლების დასაწყისში პარალელურად გამოდიოდა თეატრშიც. უინსლეტის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა კინემატოგრაფში მოხდა 1994 წელს პიტერ ჯექსონის ფილმში „ზეციური ქმნილებები“. 1996 წელს მან მონაწილეობა მიიღო მაიკლ უინტერბოტომის ფილმში „ჯუდი“, რომელიც თომას ჰარდი რომანზე იყო დაფუძნებული. ვიქტორიანული ეპოქის შესახებ გადაღებულ ამ ფილმში უინსლეტმა შეასრულა როლი სიუ ბრაიდჰედის, სუფრაჟისტული მისწრაფებების ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც მისი ბიძაშვილი შეუყვარდება. კრიტიკის მიერ მოწონებულკი ფილმი კომერციულად ჩავარდა, მოიგო რა მხოლოდ 2 მილიონი აშშ დოლარი.[1][2] უინსლეტის შესრულება დადებითად შეაფასეს[3]

სხვადასხვა დროს მოუწია თამაში ფილმებში: „ტიტანიკი“, „მარკიზ დე სადის კალამი“, „დევიდ გეილის ცხოვრება“, „ჯადოსნური ქვეყანა“, „ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება“, „მეფის მთელი მხედრიონი“, „მკითხველი“ და სხვ. ოსკარი მიენიჭა შესრულებული როლისთვის ფილმში „მკითხველი“. მოიპოვა 3 ოქროს გლობუსი და 2 ბაფტა, აგრეთვე გრემისა და ემის პრემია. ოსკარის პრემიაზე საერთო ჯამში 6-ჯერ იყო ნომინირებული.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

სერიალ „ბნელი სეზონის“-ს გადაღებებზე გაიცნო მსახიობი სტივენ ტრედრი, რომელთანაც დაახლოებით 4 წელი ჰქონდა ურთიერთობა.[4] წყვილი ერთმანეთს 1995 წელს დაშორდა, თუმცა ურთიერთობა შეინარჩუნეს.[5] ფილმ „ტიტანიკის“ გადაღებებზე გაიცნო ლეონარდო დიკაპრიო, რომელთანაც დღემდე ახლო მეგობრობა აკავშირებს.[6] 1998 წლის 22 ნოემბერს უინსლეტი დაქორწინდა ჯიმ თრიპლეტონზე, რომლებმაც ერთმანეთი გაიცნეს 1997 წელს ფილმ „ექსპრესი მარაკეშში“ გადაღებებზე.[7][8] 2000 წლის 12 ოქტომბერს შვილი შეეძინათ. 2001 წლის 13 დეკემბერს წვილი ერთმანეთს დაშორდა. შემდეგ წლებში უინსლეტს ურთიერთობა ჰქონდა რეჟისორ სემ მენდესთან. ისინი დაქორწინდნენ 2003 წლის 24 მაისს.[7] 2003 წლის 22 დეკემბერს წყვილს შვილი შეეძინა.[7]

2010 წლის მარტში უინსლეტმა და მენდესმა გაყრის შესახებ განცხადება გააკეთეს.[9] დღეისათვის განქორწინებულები არიან.[10][11][12][13]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1991 ბნელი სეზონი Dark Season რიტა
1992 უკან მიღება Get Back ელეანორი
1994 ზეციური ქმნილებები Heavenly Creatures ჯულიეტი
1995 პირველი რაინდი მეფე ართურის კარზე A Kid in King Arthur's Court პრინცესა სარა
1995 გრძნობა და გონება Sense and Sensibility მარიანა
1996 ჯუდი Jude სიუ
1996 ჰამლეტი Hamlet ოფელია
1997 ტიტანიკი Titanic როუზი
1998 ექსპრესი მარაკეშში Hideous Kinky ჯულია
1999 ჰარი ფერიების ქვეყანაში Faeries ბრიჯიტი
1999 წმინდა კვამლი Holy Smoke! რუთ ბარონი
2000 მარკიზ დე სადის კალამი Quills მედი
2001 ენიგმა Enigma ესტერი
2001 საშობაო ამბავი Christmas Carol: The Movie ბელი
2001 აირისი Iris აირის მერდოკი
2003 დევიდ გეილის ცხოვრება The Life of David Gale ბიტსი
2004 ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება Eternal Sunshine of the Spotless Mind კლემენტინა
2004 ჯადოსნური ქვეყანა Finding Neverland სილვია
2005 სიყვარული და სიგარეტები Romance & Cigarettes ტულა
2006 მეფის მთელი მხედრიონი All the King's Men ენ სტენტონი
2006 პატარა ბავშვები Little Children სარა
2006 ჩარეცხილი Flushed Away რიტა
2006 შვებულება გადაცვლით The Holiday აირისი
2006 წყალქვეშა სამყაროს საიდუმლოები Deep Sea 3D მთხრობელი
2008 გოგონა და მელა The Fox and the Child მთხრობელი
2008 მკითხველი The Reader ჰანა
2008 რევოლუციური გზა Revolutionary Road ეიპრილი
2011 მილდრედ პირსი Mildred Pierce მილდრედ პირსი
2011 ინფიცირება Contagion ერინ მირსი
2011 ჟლეტა Carnage ნენსი
2014 შრომის დღე Labor Day ადელ უილერი
2015 სტივ ჯობსი Steve Jobs ჯოანა ჰოფმანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Jude (1996). Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 4 February 2009.
  2. Jude — Box Office Data. The Numbers (9 August 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 4 February 2009.
  3. Corliss, Richard (28 October 1996). „Grim Rapture“. Time magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 4 February 2008.
  4. Reid, Vickie (15 January 1999). „Waving, not drowning“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 30 November 2009.
  5. Moreton, Cole (12 September 1999). „Film world acclaims writer's final act“. The Independent. ციტირების თარიღი: 14 April 2011.
  6. Smith, Krista. (December 2008) Isn’t She Deneuvely?. Vanity Fair. ციტირების თარიღი: 30 November 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 Kate Winslet Biography. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 30 November 2009.
  8. Cadwalladr, Carole (19 August 2007). „Life after Kate: a happier ending“. The Guardian. ციტირების თარიღი: 14 April 2011.
  9. „Kate Winslet and Sam Mendes split“. BBC. 15 March 2010. ციტირების თარიღი: 15 March 2010.
  10. Ashley Reich. Kate Winslet Opens Up About Divorce From Sam Mendes In British Vogue. Huffington Post. First Posted: 3/8/11. Updated: 25 May 2011
  11. Ben Todd. 'It's fine... we're grown-ups at the end of the day': Kate Winslet opens up on her divorce from Sam Mendes in new photoshoot. Mail Online. 4 October 2011
  12. Harper's Bazaar (UK), November 2011
  13. Miranda Bryant. Kate Winslet: I am soldiering on after divorce. დაარქივებული 2012-01-05 საიტზე Wayback Machine. London Evening Standard. 3 Oct 2011