აირის მერდოკი
ჯინ აირის მერდოკი (ინგლ. Jean Iris Murdoch; დ. 15 ივლისი, 1919, დუბლინი — გ. 8 თებერვალი, 1999, ოქსფორდი) — ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი. ბუკერის პრემიის ლაურეატი. ამ პრემიის „შორტლისტში“ (მოკლე სია) მისი ნამუშევრები ექვსჯერ მოხვდნენ. მერდოკის 1998 წელს გამოქვეყნებული რომანი „ბადის ქვეშ“ Modern Library-ის გამომცემლობის მიერ შედგენილ მე-20 საუკუნის ას საუკეთესო ინგლისურენოვან რომანების სიაში ფიგურირებს. 1987 წელს მას მიენიჭა „ქალი-კომანდორის“ ორდენი. 2008 წელს მერდოკმა მე-12 ადგილი დაიკავა The Times-ის მიერ შედგენილ „1945 წლის შემდეგ 50 უდიდესი ბრიტანელი მწერლის“ სიაში.[20]
ჯინ აირის მერდოკი | |
---|---|
ინგლ. Jean Iris Murdoch | |
დაბადების თარიღი | 15 ივლისი, 1919[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] |
დაბადების ადგილი | დუბლინი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 8 თებერვალი, 1999[15] [2] [3] [5] [6] [16] [8] [9] [10] [11] [12] [13] [17] [14] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ოქსფორდი, გაერთიანებული სამეფო[15] |
საქმიანობა | პოეტი[12] , ფილოსოფოსი[18] [12] , რომანისტი[18] , პროზაიკოსი[12] , ბიოგრაფი, პროფესორი და მწერალი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
ირლანდიის რესპუბლიკა გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | Badminton School[18] , სამერვილის კოლეჯი[18] , ნიუნჰემის კოლეჯი[18] და Ibstock Place School |
Magnum opus | The Bell, The Sovereignty of Good, Sartre: Romantic Rationalist და The Sea, the Sea |
ჯილდოები | ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი[18] , ჯეიმზ ტაიტ ბლეკის სამახსოვრო პრემია, ბუკერის პრემია[19] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და honorary doctor of the University of Hong Kong |
მეუღლე | John Bayley |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგი ინგლისურ-ირლანდიურ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა კლასიკურ ფილოლოგიას ოქსფორდის უნივერსიტეტში (სომერვილის კოლეჯი) (1938-1942),[21] ასევე შეისწავლა ფილოსოფია კემბრიჯში (1947-1948). ოქსფორდის უნივერსიტეტში ასწავლიდა ფილოსოფიას. 1956 წელს იქორწინა ჯონ ბეილზე,[22] ინგლისური ლიტერატურის პროფესორზე, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა დაახლოებით 40 წელი. მათ შვილი არ ჰყავდათ.
მერდოკს დაწერილი აქვს 26 რომანი და არის ფილოსოფიური და დრამატული ნაწარმოებების ავტორი. მერდოკის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1954 წელს რომანით „ბადის ქვეშ“. 1995 წელს მერდოკმა დაწერა თავისი ბოლო რომანი „ჯექსონის დილემა“, რომელიც კრიტიკოსებმა საკმაოდ ცივად მიიღეს.
ცხოვრების ბოლო წლებში მწერალი ალცჰაიმერის დაავადებას ებრძოდა.[23] აირის მერდოკი გარდაიცვალა 1999 წლის 8 თებერვალს, მოხუცთა თავშესაფარში.[24]
აირის მერდოკი ფართოდ არის აღიარებული XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო რომანისტად[25] და თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსად.[26][27]
2001 წელს მწერლის ცხოვრების შესახებ გადაიღეს ფილმი „აირისი“, სადაც აირისის როლი შეასრულეს ქეით უინსლეტმა და ჯუდი დენჩმა. ორივე მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული მათი როლების შესრულებისთვის.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირებარომანები
რედაქტირება- Under the Net (1954)
- The Flight from the Enchanter (1956)
- The Sandcastle (1957)
- The Bell (1958)
- A Severed Head (1961)
- An Unofficial Rose (1962)
- The Unicorn (1963)
- The Italian Girl (1964)
- The Red and the Green (1965)
- The Time of the Angels (1966)
- The Nice and the Good (1968)
- Bruno's Dream (1969)
- A Fairly Honourable Defeat (1970)
- An Accidental Man (1971)
- The Black Prince (1973), winner of the James Tait Black Memorial Prize
- The Sacred and Profane Love Machine (1974), winner of the Whitbread literary award for Fiction
- A Word Child (1975)
- Henry and Cato (1976)
- The Sea, the Sea (1978), winner of the Booker Prize
- Nuns and Soldiers (1980)
- The Philosopher's Pupil (1983)
- The Good Apprentice (1985)
- The Book and the Brotherhood (1987)
- The Message to the Planet (1989)
- The Green Knight (1993)
- Jackson's Dilemma (1995)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Мёрдок Айрис // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 2.0 2.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ 8.0 8.1 FemBio database
- ↑ 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 10.0 10.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 11.0 11.1 Dictionary of Irish Biography — RIA.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 The Fine Art Archive
- ↑ 13.0 13.1 Munzinger Personen
- ↑ 14.0 14.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 327. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ 15.0 15.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118585835 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://www.inphoproject.org/thinker/3612
- ↑ 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ https://thebookerprizes.com/fiction/backlist/1978
- ↑ The 50 greatest British writers since 1945 - Times Online (2011-04-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-25. ციტირების თარიღი: 2018-09-23.
- ↑ Conradi, Peter J. (2001). Iris Murdoch : A Life. New York: Norton. ISBN 0393048756.
- ↑ Iris Murdoch 1919 - 1999, BBC Home, 2009, დაარქივებულია ორიგინალიდან (27 აგვისტო, 2009)
- ↑ Больная мама Эркюля Пуаро, News Me, 18.04.2009.
- ↑ Richard Nicholls, Iris Murdoch, Novelist and Philosopher, Is Dead, New York: The New York Times, 9 თებერვალი, 1999.
- ↑ Iris Murdoch. The New York Times (11.11.2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-16. ციტირების თარიღი: 2009-12-27.
- ↑ Леонид Радзиховский, Левый вектор, Российская газета, 13 октября 2009, № 5017 (193).
- ↑ Ганна Кехан, Романы англичанки – на выставке в Сахалинской областной библиотеке // Общественно-политическая газета «Наши Острова», Тихоокеанское Информационное Агентство, 15 июля 2009.