ბუკერის პრემია
ბუკერის პრემია (ინგლ. Booker Prize) — ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ინგლისურ ლიტერატურაში. ენიჭება ავტორს, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების ან ირლანდიის რესპუბლიკის მოქალაქეა, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანისთვის. პრემიას თან ახლავს ფულადი ჯილდო 50 ათასი ფუნტი სტერლინგის ოდენობით (2002 წლამდე 21 ათასი ფუნტი იყო). პირველი პრემია გაიცა 1969 წელს. 2002 წლიდან ბუკერის პრემიის სპონსორია კომპანიათა კონცერნი „მენი“. შედეგად მისი სრული ოფიციალური სახელია The Man Booker Prize.
პრემიის მინიჭება შემდეგი სქემით ხდება: თავდაპირველად ყოველწლიურად განახლებადი საკონსულტაციო კომიტეტი, რომელშიც შედიან ორი გამომცემელი და მწერალთა, ლიტერატურულ აგენტთა, კინომეწარმეთა, ბიბლიოთეკებისა და თავად ბუკერის პრემიის ფონდის თითო წარმომადგენელი, ადგენს დაახლოებით 100 წიგნის სიას. იგივე კომიტეტი ამტკიცებს ხუთწევრიან ჟიურის, რომლის წევრები, როგორც წესი, ხდებიან წამყვანი ლიტერატურული კრიტოკოსები და მწერლები, მეცნიერების ღირსეული წარმომადგენლები, გავლენიანი საზოგადოებრივი ფიგურები. აგვისტოში ჟიური აქვეყნებს ე.წ. ლონგლისტს (გრძელი სია), რომელშიც 25-მდე კანდიდატია შესული, ხოლო სექტემბერში ამ სიიდან ექვსი მონაწილე პრემიის „შორტლისტში“ (მოკლე სია) შედის. ბუკერის პრემიის გამარჯვებული ცხადდება ოქტომბერში სპეციალურ ცერემონიაზე.
ბუკერის პრემიის ოთხი მფლობელი — უილიამ გოლდინგი, ნადინ გორდიმერი, ვიდიადჰარ ნაიპოლი და ჯონ მაქსველ კუტზეე — შემდგომში გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. 1999 წელს ჯონ მ. კუტზეე პირველი მწერალი გახდა, რომელმაც ბუკერის პრემია ორჯერ მოიპოვა. ორ წელიწადში ეს მიღწევა გაიმეორა ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ.
გამარჯვებულები
რედაქტირებაწელი | ავტორი | ნაწარმოები | ჟანრი | ქვეყანა | |
---|---|---|---|---|---|
1971 | ვიდიადჰარ ნაიპოლი[1] (1932-2018) |
თავისუფალ ქვეყანაში | რომანი | გაერთიანებული სამეფო ტრინიდადი და ტობაგო | |
1974 | ნადინ გორდიმერი[2] (1923-2014) |
კონსერვაციონისტი | რომანი | სამხრეთი აფრიკა | |
1981 | სალმან რუშდი[3] (დ. 1947) |
შუაღამის შვილები | მაგიური რეალიზმი | გაერთიანებული სამეფო | |
1982 | თომას კენილი[4] (დ. 1935) | შინდლერის კიდობანი | ბიოგრაფიული რომანი | ავსტრალია | |
1983 | ჯონ მაქსველ კუტზეე[5] (დ. 1940) |
მაიკლ კეის ცხოვრება და დროება | რომანი | სამხრეთი აფრიკა | |
1989 | კაზუო იშიგურო[6] (დ. 1954) |
დღის მიწურულს | ისტორიული რომანი | გაერთიანებული სამეფო | |
1992 | მაიკლ ონდააჩი[7] (დ. 1943) | ინგლისელი პაციენტი | ისტორიოგრაფიული მეტაფიქცია | კანადა | |
1997 | არუნდატი როი (დ. 1961) |
წვრილმანების ღმერთი | რომანი | ინდოეთი | |
1998 | იენ მაკიუენი[8] (დ. 1948) |
ამსტერდამი | რომანი | გაერთიანებული სამეფო | |
1999 | ჯონ მაქსველ კუტზეე[9] (დ. 1940) |
სირცხვილი | რომანი | სამხრეთი აფრიკა | |
2000 | მარგარეტ ეტვუდი (დ. 1939) |
ბრმა მკვლელი | ისტორიული რომანი | კანადა | |
2002 | იან მარტელი (დ. 1963) |
პის ცხოვრება | ფანტასტიკური სათავგადასავლო რომანი | კანადა | |
2003 | დიბისი პიერი (დ. 1961) |
ვერნონ გენიოს ლითლი | შავი კომედია | ავსტრალია | |
2007 | ენ ენრაიტი (დ. 1962) | თავყრილობა | რომანი | ირლანდია | |
2011 | ჯულიან ბარნსი (დ. 1946) |
დასასრულის განცდა | რომანი | გაერთიანებული სამეფო | |
2014 | რიჩარდ ფლენეგანი (დ. 1961) |
ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ | ისტორიული რომანი | ავსტრალია | |
2017 | ჯორჯ სანდერსი (დ. 1958) |
ლინკოლნი ბარდოში | ისტორიული/ექსპერიმენტული რომანი | ამერიკის შეერთებული შტატები | |
2019 | მარგარეტ ეტვუდი | The Testaments | რომანი | კანადა | |
ბერნარდინ ევარისტო | გოგონა, ქალი და სხვები | ექსპერიმენტული რომანი | გაერთიანებული სამეფო |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Jordison, Sam (21 December 2007). „Looking back at the Booker: VS Naipaul“. The Guardian.
- ↑ Jordison, Sam (27 February 2008). „Looking back at the Booker: Nadine Gordimer“. The Guardian.
- ↑ Jordison, Sam (10 July 2008). „Midnight's Children is the right winner“. The Guardian.
- ↑ Jordison, Sam (15 May 2009). „Booker club: Schindler's Ark“. The Guardian.
- ↑ Jordison, Sam (16 June 2009). „Booker club: Life and Times of Michael K“. The Guardian.
- ↑ Jordison, Sam (26 November 2010). „Booker club: The Remains of the Day“. The Guardian.
- ↑ Jordison, Sam (4 March 2011). „Booker club: The English Patient“. The Guardian.
- ↑ Jordison, Sam (6 December 2011). „Booker club: Amsterdam by Ian McEwan“. The Guardian.
- ↑ Jordison, Sam (24 June 2008). „Looking back at the Booker: JM Coetzee“. The Guardian.
ლიტერატურა
რედაქტირება- Lee, Hermione (1981). "The Booker Prize: Matters of judgment" დაარქივებული 2011-06-16 საიტზე Wayback Machine. . Times Literary Supplement, reprinted 22 October 2008.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბუკერის პრემია“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ბუკერის პრემიის არქივი დაარქივებული 2018-07-20 საიტზე Wayback Machine.