ვიდიადჰარ ნაიპოლი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სერ ვიდიადჰარ სურაჯპრასად ნაიპოლი (ინგლ. Sir Vidiadhar Surajprasad Naipaul; დ. 17 აგვისტო, 193211 აგვისტო, 2018) — ბრიტანელი, წარმოშობით ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკელი მწერალი.

ვიდიადჰარ ნაიპოლი
ინგლ. Vidiadhar Surajprasad Naipaul

ვიდიადჰარ ნაიპოლი 2016 წელს
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1932
დაბადების ადგილი ჩაგუანასი, ტრინიდადი და ტობაგო
გარდაცვალების თარიღი 11 აგვისტო, 2018(2018-08-11)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
ფსევდონიმი V. S. Naipaul
საქმიანობა მწერალი[1] , რომანისტი, ჟურნალისტი, ესეისტი და ნოველისტი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთი
ალმა-მატერი საუნივერსიტეტო კოლეჯი და დედოფლის სამეფო კოლეჯი
ჟანრი რომანი, ესე
Magnum opus A House for Mr Biswas, თავისუფალ ქვეყანაში, A Bend in the River, The Enigma of Arrival და იდუმალი მასაჟისტი
ჯილდოები ბუკერის პრემია
ნობელის პრემია ლიტერატურაში
მეუღლე Nadira Naipaul

ნაიპოლს 1971 წელს ბუკერის პრემია მოუტანა რომანმა „თავისუფალ ქვეყანაში“. 1989 წელს მწერალმა ტრინიდადი და ტობაგოს უმაღლესი ეროვნული ჯილდო, სამების ჯვარი დაიმსახურა.[2]1990 წელს მან დიდი ბრიტანეთის რაინდის წოდება მიიღო. 2001 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში.[3]

მწერალმა 50 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ოცდაათზე მეტი წიგნი გამოაქვეყნა.

ცხოვრება და მოღვაწეობა

რედაქტირება

ნაიპოლი 1932 წლის 17 აგვისტოს ტრინადიდი და ტობაგოს ქალაქ ჩაგუანასში დაიბადა.[4] იგი მშობლებისთვის მეორე შვილი იყო. მისი უმცროსი ძმა, მწერალი შივა ნაიპოლი იყო.[5] 1880-იან წლებში მათი წინაპრები ინდოეთიდან ტრინადიდი და ტობაგოში შაქრის პლანტაციებში სამუშაოდ ემიგრირდნენ.[6][7] ინდოეთის ემიგრაციის კომიტეტში ნაიპოლის მამამ ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, იგი 1929 წლიდან წერდა გაზეთისთვის Trinidad Guardian.[8] ნაიპოლი წერს, რომ მამის ფიგურამ მისთვის პროფესიის არჩევაში უმთავრესი როლი შეასრულა.[9]

1939 წელს, როცა ნაიპოლი 6 წლის იყო,[6] მისი ოჯახი საცხოვრებლად ტრინიდადის დედაქალაქ პორტ-ოვ-სპეინში გადავიდა. ნაიპოლი სამეფო კოლეჯში, ბრიტანული საჯარო სკოლის მოდელის მიხედვით შექმნილ პრესტიჟულ სასწავლებელ ჩაირიცხა.[10] 17 წლის ასაკში მან საზღვარგარეთული განათლების მისაღებად სახელმწიფო სტიპენდია მოიპოვა. ნაიპოლმა სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გადაწყვიტა.

ოქსფორდში სწავლის პერიოდში წერის პირველმა უშედეგო მცდელობებმა ნაიპოლი საკუთარ შესაძლებლობებში დააეჭვა, რის გამოც იგი ძალიან დაითრგუნა. 1952 წელს მან მოულოდნელად გადაწყვიტა ესპანეთში სამოგზაუროდ წასულიყო, სადაც მთლიანი დანაზოგი დახარჯა. ნაოპოლმა ამ იმპულსურ მოგზაურობას „ნერვიული შეტევა“ უწოდა,[11] ხოლო ოცდაათი წლის შემდეგ – „მენტალური დაავადების გამოვლინება“.[12]

1952 წელს, ესპანეთში სამოგზაუროდ წასვლამდე, ნაიპოლმა კოლეჯის თეატრალურ დადგმაზე თავისი მომავალი მეუღლე, პატრისია ენ ჰეილი გაიცნო. მისი მხარდაჭერით, ნაიპოლის მენტალური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა, რის შედეგადაც მან წერა დაიწყო. პატრისია მას კარიერის დაგეგმვაში ეხმარებოდა. 1953 წელს ნაიპოლა ოქსფორდის უნივერსიტეტი მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1953 წელს ნაიპოლს მამა გარდაეცვალა,[13] რის შემდეგაც იგი სხვადასხვა ადგილებში მუშაობდა და ფულს ჰეილისგან და თავისი ოჯახისგან თხოულობდა.

ნაიპოლი 1954 წელს საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. 1955 წლის იანვარში მან პატრისია ცოლად შირთო. იგი ყოველკვირეულად გამოდიოდა BBC-ის რადიო პროგრამაში „კარიბის ხმები.“ იმ პერიოდში ნაიპოლმა 5 კვირაში დაწერა მოთხრობათა ციკლი „მიგელის ქუჩა“, რომელთა შთაგონების წყარო მწერლის პორ-ოვ-სპეინში გატარებული ბავშვობის მოგონებებია. ნიუ-იორკ ტაიმზმა წიგნი ასე შეაფასა: „ნატიფი იუმორის სიჭარბე მკითხველს ტრაგედიის აღქმაში ეხმარება, ამასთანავე სიმართლის ხაზი მუდმივად წინა პლანზეა.“[14] 1961 წელს მოთხრობათა კრებულმა სომერსეტ მოემის სახელობის პრემია დაიმსახურა.[15] ნაიპოლი პირველი არაევროპელი მწერალია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.[15]

ანდრე დოიჩის გამომცემლობის ერთ-ერთმა რედაქტორმა წაიკითხა „მიგელის ქუჩა“ და გამომცემელს მისი გამოცემა შესთავაზე, რაზეც დოიჩმა უარი თქვა, რადგან, მისი აზრით, უცნობი კარიბიელი მწერლის მოთხრობები ბრიტანეთში არ გაიყიდებოდა. გამომცემელმა ნაიპოლს რომანის დაწერისკენ მოუწოდა. მწერალმა მალევე დაწერა რომანი „იდუმალი მასაჟისტი“, რომელიც 1955 წელს გამოქვეყნდა. რომანს 1958 წელს ჯონ ლეველინ რისის სახელობის პრემია მიენიჭა.

1956 წელს ნაიპოლი ოჯახთან დროის გასატარებლად ტრინიდადში ორი თვით ჩავიდა. იგი სამშობლოში გემით დაბრუნდა. მგზავრობის დროს მან ინდიელი მგზავრების ჩანახატები შექმნა, რომლებიც შთაგონების წყარო გახდა მისი გრაფიკული რომანისთვის „ელვირას საარჩევნო უფლება“, რომელიც ტრინიდადის საარჩევნო სისტემაზე მოგვითხრობს.

1957-1961 წლებში ნაიპოლო მუშაობდა გაზეთში Nes Statesman, სადაც რეცენზიებს წერდა.

ნაიპოლმა 1961 წელს მომდევნო რომანი „მისტერ ბისვასის სახლი“ გამოაქვეყნა, რომლის შთაგონების წყარო მწერლის ბავშვობის მოგონებებია მამამისზე. რომანის პროტაგონისტს კოლონიურ საზოგადოებაში უწევს ცხოვრება, სადაც მისი ამბიცია და შესაძლებლობები მუდმივად ძალაუფლებაში მყოფთა მიერ ითრგუნება.[16]

რომანის გამოქვეყნების შემდგ მწერალმა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში იმოგზაურა. ნაიპოლმა ხუთი თვის მანძილზე გაიანა, სურინამი, მარტინიკა და იამაიკა მოიარა. მოგზაურობის დროს გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით მწერალმა დაწერა „მოგზაურობის შთაბეჭდილებანი სხვადასხვა ხალხებზე“, რომელიც სამოგზაურო-მემუარული ლიტერატურის პირველი ნიმუშია მის შემოქმედებაში.[17][18]

1962 წელს მწერალმა ცოლთან ერთად თავისი წინაპრების სამშობლოში, ინდოეთში იმოგზაურა, სადაც „სიბნელის არეალი“ დაწერა.[19][20] ნაიპოლმა ხელშეკრულება გააფორმა ინდურ გაზეთთან The Illustrated Weekly of India, რომლის მიხედვითან მას ყოველთვიურად უნდა დაეწერა „წერილი ლონდონიდან“.

1964 წელს ნაიპოლს ამერიკული ფილმისთვის ორიგინალური სცენარის დაწერა სთხოვეს.[21] ტრინიდადში გატარებულ მომდევნო რამდენიმე თვის შემდეგ ნაიპოლმა დაწერა ნოველა „დროშა კუნძულზე“, რომელიც მოგვიანებით ამავე სახელწოდების მოთხრობათა კრებულში გამოაქვეყნა. სცენარის საბოლოო ვერსია რეჟისორს არ მოეწონა, ამიტომ ფილმი არ გადაუღიათ.[21]

იმავე წელს ნაიპოლმა ახალ რომანზე „მიმიკოსი კაცი“ დაიწყო მუშაობა, რომელიც 1967 წელს გამოაქვეყნა. მასში მოვლენები ქრონოლოგიურად არ ვითარდება,[22] მწერლის ენა ალუზიური და ირონიულია,[23] ხოლო პროტაგონისტი ვესტ-ინდოელი პოლიტიკოსია.[23] რომანმა გამოსვლისთანავე დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. გავლენიანმა კარიბიელმა პოლიტიკოსებმა, მაიკლ მენლიმ და ერიკ უილიამსმა იგი ასე შეაფასეს: „ ვ. ს. ნაიპოლი „მიმიკოს კაცში“ ვესტ-ინდოელების მკაცრ, თუმცა რეალურ აღწერილობას გვთავაზობს...“[24]

1971 წელს ნაიპოლმა გამოაქვეყნა რომანი „თავისუფალ ქვეყანაში“, რომელიც დეკოლონიზაციის შემდგომ აფრიკული ქვეყნების მდგომარეობას გვიხატავს, სადაც პოლიტიკური ქაოსი და ძალადობა მძვინვარეს.[25][26] რომანმა მწერალს ინგლისური ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ბუკერის პრემია მოუტანა.

2001 წელს ნაიპოლს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „ნამუშევრებში ერთიანად აღქმადი ნარატივის შექმნისთვის, რომელიც აიძულებს მკითხველს დაინახოს ისტორია, რომლის ჩახშობასა და მივიწყებას ცდილობენ.“[3]

მწერლის ბოლო ნამუშევარი „აფრიკის ნიღაბი“ 2007-2008 წლებში მისი აფრიკაში მოგზაურობის ნაყოფია. მწერლის მონახულებულ ქვეყანათა და იქაურ მცხოვრებელთა აღწერის პარალელურად რომანი აფრიკელი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებსა და რიტუალებს იკვლევს.[27]

2011 წელს, „მისტერ ბისვასის სახლის“ გამოქვეყნების 50 წლის იუბილეზე ნაიპოლმა წიგნი თავის გარდაცვლილ მეუღლეს, პატრისია ჰეილს მიუძღვნა, რომელიც მისი პირველი მკითხველი, რედაქტორი და კრიტიკოსი იყო.

ნაიპოლი 2018 წლის 11 აგვისტოს ლონდონში, საკუთარ სახლში, მისთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში გარდაიცვალა.[28][29]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Fine Art Archive — 2003.
  2. West Indian Intellectuals in Britain.
  3. 3.0 3.1 V.S. Naipaul - Facts.
  4. Hayward 2002, p. 5.
  5. https://literature.britishcouncil.org/writer/shiva-naipaul
  6. 6.0 6.1 „V.S. Naipaul, Who Explored Colonialism Through Unsparing Books, Dies at 85“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 12 August 2018.
  7. French 2008, p. 12.
  8. French 2008, p. 19.
  9. French 2008, pp. 36–37.
  10. French 2008, pp. 40–41.
  11. French 2008, p. 93: "When Vidia got back to England, he was in a bad state. Trinidad was off. 'The fact is,' he admitted, 'I spent too much money in Spain. And, during the nervous breakdown (yes, it was that) I had, I grew rash and reckless ... My only opportunity of recuperating from my present chaos is to remain in England this summer and live very cheaply.'"
  12. Jussawalla 1997, p. 126: "At Oxford he continued to suffer. 'I drifted into something like a mental illness,' he would write."
  13. French 2008, p. 123.
  14. Poore, Charles (5 May 1960), "Miguel Street" დაარქივებული 26 December 2016 საიტზე Wayback Machine. The New York Times. Retrieved 20 June 2014.
  15. 15.0 15.1 French 2008, p. 185.
  16. French 2008, p. 193.
  17. French 2008, p. 201.
  18. Dooley 2006, p. 37.
  19. French 2008, p. 230.
  20. Dooley 2006, p. 44.
  21. 21.0 21.1 French 2008, p. 247.
  22. King 2003, pp. 77–78.
  23. 23.0 23.1 King 2003, p. 71.
  24. French 2008, p. 257.
  25. King 2003, pp. 91–92.
  26. King 2003, pp. 87–88.
  27. Jeffrey Meyers| (Spring 2011), "Review: Beyond Belief", The Antioch Review, Vol. 69, No. 2, pp. 386–389.
  28. Donadio, Rachel. (11 August 2018) V.S. Naipaul, Delver of Colonialism Through Unsparing Books, Dies at 85. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 11 August 2018.
  29. Lea, Richard. (11 August 2018) VS Naipaul, Nobel prize-winning British author, dies aged 85. The Guardian. ციტირების თარიღი: 11 August 2018.