ტიტანიკი — 1997 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიმზ კამერონი. ფილმში წარმოდგენილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი. 2012 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმის 3D ვერსია.

„ტიტანიკი“
ჟანრი ისტორიულ-რომანტიკული დრამა
რეჟისორი ჯეიმზ კამერონი
პროდიუსერი ჯეიმზ კამერონი, ჯონ ლანდაუ, რეი სანჩინი
სცენარის ავტორი ჯეიმზ კამერონი
როლებში ლეონარდო დიკაპრიო
კეიტ უინსლეტი
ბილი ზეინი
კეთი ბეიტსი
ფრენსის ფიშერი
გლორია სტიუარტი
ბერნარდ ჰილი
ვიქტორ გერბერი
დენი ნუჩი
ბილ პექსტონი
კომპოზიტორი ჯეიმზ ჰორნერი
ოპერატორი რასელ კარპენტერი
მონტაჟი ჯეიმზ კამერონი, კონრად ბეფ IV, რიჩარდ ჰარისი
სტუდია 20th Century Fox
დისტრიბუტორი აშშ:
Paramount Pictures
მსოფლიო:
20th Century Fox
გამოსვლის თარიღი 19 დეკემბერი 1997
ხანგრძლივობა 194 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 1,843,201,268 აშშ დოლარი

გადაღება

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილი აღდგენილია რეალური პიროვნებების მიხედვით, ხოლო კამერონის ხედვით, ტიტანიკის ტრაგედიის ფონზე სიყვარულის ისტორია უფრო მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისათვის.

ფილმის გადაღება 1995 წელს დაიწყო, როდესაც კამერონმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. თანამედროვე სცენები გადაიღეს გემზე „მსტისლავ კელდიში“. ტიტანიკის რეკონსტრუქცია მოხდა კალიფორნიულ სტუდიაში, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტებიც. ფილმი ნაწილობრივ დაფინანსდა კომპანიების Paramount Pictures და 20th Century Fox მიერ. თავისი დროისთვის „ტიტანიკი“ ითვლებოდა ყველა დროის მაღალბიუჯეტიან ფილმად - მისი გადაღება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 1997 წლის 2 ივლისს, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარების გამო გადაიდო 19 დეკემბრისათვის.

შეფასება

რედაქტირება

კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. არანაკლებ გამაოგნებელი წარმატება მას კომერციულად ხვდა. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ ტიტანიკი ითვლება ყველა დროის რიგით მეექვსე საუკეთესო ეპიკურ ფილმად. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - შემოსული თანხა 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა. 12 წლის მანძილზე იგი რჩებოდა რეკორდსმენად კამერონის შემდეგ ნამუშევარ ავატარამდე (2009), რომლის შემოსავალი, თავის მხრივ, წინამორბედის ციფრებს აჭარბებდა.

ჯილდოები

რედაქტირება

ტიტანიკი წარდგენილი იყო ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - სულ 14 ნომინაციაში, საიდანაც 11 ჯილდო ერგო. ეს იყო 1959 წელს ფილმ „ბენ-ჰურის“ მიერ დამყარებული რეკორდის გამეორება.

ოსკარი

ოქროს გლობუსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: