კეთლინ დოილი „კეთი“ ბეიტსი (ინგლ. Kathy Bates; დ. 28 ივნისი, 1948) — ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი. 1970-1980-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელო როლი მიიღო კინოსა და ტელევიზიაში, ხოლო პოპულარობა შესძინა ენი უილქსის როლმა ფილმში „მიზერი“ (1990), რისთვისაც მიენიჭა „ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის“ და პრემია „ოქროს გლობუსი“.[1] კინოკარიერაში მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე შესრულებული როლები ფილმებში: „შემწვარი მწვანე პომიდვრები“ (1991) და „დოლორეს კლეიბორნი“ (1995). მცირე როლი მიიღო ჯეიმზ კამერონის გახმაურებულ კინოფილმში „ტიტანიკი“. ამ პერიოდში ბეიტსმა მოღვაწეობა დაიწყო როგორც რეჟისორმა, უმეტესწილად სატელევიზიო მიმართულებით.

კეთი ბეიტსი

კეთი ბეიტსი 2015 წელს
დაბადების სახელი კეთლინ დოილი ბეიტსი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1948
მემფისი
საქმიანობა მსახიობი
რეჟისორი
აქტიური 1971–დღემდე
მეუღლე(ები) ტონი კემპიზი (1991–1997)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

1990 — მიზერი
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

1990 — მიზერი

უფრო ადრე, კერძოდ 1983 წელს ბეიტსმა მიიღი ნომინაცია ტონის ჯილდოზე ბროდვეის სპექტაკლში თამაშისთვის — „ღამე, დედა“. 1998 წელს ბეიტსმა როლი მიიღო ფილმში „ძირითადი ფერები“, რისთვისაც მიენიჭა აშშ-ის კინომსახიობთა გილდიის პრემია ქალი მეორეხარისხოვანი როლისთვის და ნომინაცია ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში.

2002 წელს ითამაშა ფილმში „შმიდტის შესახებ (2002)“, რისთვისაც აგრეთვე წარადგინეს ოსკარის პრემიაზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში. ბეიტსის ტელევიზიაში ყოფნამ და მოღვაწეობამ მოუტანა მას 8 ნომინაცია ემის პრემიაზე. 2003 წელს დაუსვეს დიაგნოზი — საკვერცხის კიბო, თუმცა მსახიობმა განაცხადა, რომ იგი მთლიანად გამოჯანმრთელდა.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება

კეთი ბეიტსი დაიბადა ტენესის შტატის ქალაქ მემფისში, დედამისის – დიასახლისის ბერტი კეთლინისა და მამამისის ინჟინერ-მექანიკოსის – ლენგდონ დოილი ბეიტსის ოჯახში. პაპამისი მამის მხრიდან, პროფესიით ადვოკატი იყო, დიდი დიდი პაპა კი იმიგრანტი ირლანდიიდან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ენდრუ ჯექსონის კარზე პირად ექიმად მუშაობდა. ბეიტსმა მემფისში დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო მოგვიანებით სწავლა განაგრძო სამხრეთ მეთოდისტურ უნივერსიტეტში, სადაც დახელოვანდა თეატრალური განხრით. 1970 წელს საცხოვრებლად ქალაქ ნიუ-იორკში გადავიდა რათა გაეგრძელებინა სამსახიობო კარიერა.

აღსანიშნავია ლენფორდ უილსონის პიესაში „მეხუთე ივლისი“ და რობერტ ოლტმენის ფილმში „მოდი ჩემთან შეხვედრაზე, ჯიმი დინ, ჯიმი დინ“ შესრულებული როლები. 1983 წელს ბეიტსმა მიიღი ნომინაცია ტონის ჯილდოზე ბროდვეის სპექტაკლში თამაშისთვის — „ღამე, დედა“. კინოდებიუტი შედგა 1971 წელს მილოშ ფორმანის კომედიური ჟანრის ფილმში „აწყვეტა“.

1978 წელს დასტინ ჰოფმანთან ერთად ითამაშა ფილმში „საცდელი დრო“ (მათ ერთად თამაშო მოუწიათ აგრეთვე ფილმში „დიკ ტრეისი“, 1990). ერთბაშად ასრულებდა როლებს როგორც კინოში ასევე ტელევიზიაში. 1990 წელს ბეიტსმა მსახიობ ჯეიმზ კაანთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ოსკაროსან ფილმში „მიზერი“, რომელიც დაფუძნებულია სტივენ კინგის რომანზე. ბეიტსის მიერ შესრულებული როლი ენი უილქსის სახით იყო მნიშვნელოვანი და ამავდროულად წარმატებულიც, რამეთუ ამ როლისთვის ბეიტსმა პირველად მოიპოვა ოსკარის პრემია. 1991 წელს ჯესიკა ტენდისთან ერთად ითამაშა ცნობილ ფილმში „შემწვარი მწვანე პომიდვრები“. 1995 წელს ჯენიფერ ჯეისონ ლისთან ერთად ითამაშა ფილმში „დოლორეს კლეიბორნი“, რომელიც ფილმ „მიზერის“ მსგავსად, სტივენ კინგის ნაწარმოებზე იყო გადაღებული. 1990-იან წლებში შესრულებული კინოროლებიდან აღსანიშნავია: „ტიტანიკი“ (1997), „ძირითადი ფერები“ (1998), „დედიკოს ბიჭი“ (1998) და სხვ. ოსკარზე მესამე ნომინაცია ბეიტსმა მიიღო შესრულებული როლისთვის ფილმში „შმიდტის შესახებ“ (2002), სადაც მთავარ როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.

კინოკარიერაში ოსკარზე სამჯერ იყო ნომინირებული („მიზერი“, 1990, „ძირითადი ფერები“, 1999, „შმიდტის შესახებ“, 2003), რომელთაგან მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა („მიზერი“, 1990).

საერთო ჯამში ემის პრემიაზე 8 იყო ნომინირებული. 2011 წელს ითამაშა NBC-ს ტელესერიალში „ჰარის კანონი“, რისთვისაც რიგით 8-ჯერ წარადგინეს ემის ნომინაციაზე.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1971 აწყვეტა Taking Off ბობო ბეიტსი
1977–1977 ექიმები The Doctors ფილისი
1978–1978 სიყვარულის გემი The Love Boat სიყვარულის გემი
1978 საცდელი დრო Straight Time სელმა დარინი
1982 მოდი ჩემთან შეხვედრაზე, ჯიმი დინ, ჯიმი დინ Come Back to the Five and Dime, Jimmy Dean, Jimmy Dean სტელა
1983 ლამაზი წყვილი Two of a Kind ავეჯის გამყიდველის ცოლი
1984–1984 ყველა ჩემი ბავშვი All My Children ბელი
1984–1985 ერთი სიცოხლე, რომ იცოცხლო One Life to Live ეველინი
1986 ჯონი ბული Johnny Bull კეთრინი
1986 კეგნი და ლეისი Cagney & Lacey ბრენდა
1986 მეორე დილას The Morning After ქალი მატეო-სტრიტზე
1986–1987 სენტ-ელსვერი St. Elsewhere პოლი
1987–1987 დანიშნული მკვლელობა Murder Ordained ბობი
1987 ზაფხულის პაპანაქება Summer Heat რუთი
1987 ჩემი საუკეთესო მეგობარი: ვამპირი My Best Friend Is a Vampire ჰელენი
1988 ართური 2 Arthur 2: On the Rocks კენდი
1989 ჩაინა-ბიჩი China Beach ჟანი
1989 სიცოცხლის ნიშნები Signs of Life მერი ბეთ ალდერი
1989 მაღალი ფსონები High Stakes ჯილი
1989 ლოს-ანჟელესის კანონი L.A. Law შარლოტი
1990 მამაკაცები არ მიდიან Men Don't Leave ლიზა
1990 დიკ ტრეისი Dick Tracy ქალბატონი გრინი
1990 თეთრი სასახლე White Palace როზმარი
1990 მიზერი Misery ენი უილქსი
1991 ჩრდილები და ბურუსი Shadows and Fog მეძავი
1991 თამაში საღვთო ველებში At Play in the Fields of the Lord ჰეზელი
1991 შემწვარი მწვანე პომიდორი Fried Green Tomatoes ეველინი
1992 გზა მექამდე The Road to Meccas ელზა ბარლოუ
1992 კოცნის პრელუდია Prelude to a Kiss ლი
1992 მეორე სუნთქვა Used People ბიბი
1993 ჩვენი საკუთარი სახლი A Home of Our Own ფრანსისი
1994–1994 წინააღმდეგობა The Stand რაე
1993–2004 ამერიკული გამოცდილება The American Experience მთხრობელი
1994 ჩრდილოეთი North ალასკელის დედა
1994 მშიერი კლასის წყევლა Curse of the Starving Class ელა
1995 დოლორეს კლეიბორნი Dolores Claiborne დოლორეს კლეიბორნი
1995 ვესტსაიდის ვალსი The West Side Waltz მისის გუ
1995 ანგუსი Angus მეგი
1996 ეშმაკები Diabolique შირლი
1996 ომი სახლში The War at Home მაურინი
1996 საბოლოო გადაწევა The Late Shift ჰელენი
1997 ზღვით წაღებულები Swept from the Sea მის სუოფერი
1997 ტიტანიკი Titanic მოლი ბრაუნი
1998 ძირითადი ფერები Primary Colors ლიბი
1998 ჯადოქრობის ეფექტი The Effects of Magic რაფაელა
1998 დედიკოს ბიჭი The Waterboy ჰელენი
1998 სამოქალაქო ოქმი A Civil Action მოსამართლე
1999 ენი Annie აგათა
1999 მზიდან მესამე პლანეტა 3rd Rock from the Sun შარლოტ
2000 ბრუნო Bruno დედა
2000 MADtv MADtv სტიუარტის ბებია
2001 ვირთხების რბოლა Rat Race ციყვი ქალი
2001 ამერიკელი გმირები American Outlaws მა ჯეიმსი
2001 მთის მეფე King of the Hill პოლიციის ოფიცერი
2002 სიყვარულით, ლაიზა Love Liza მერი
2002 ჭრიჭინა Dragonfly ბელმონტი
2002 შმიდტის შესახებ About Schmidt რობერტა ჰერცელი
2002 უსიტყვო სიყვარული Unconditional Love გრეისი
2003–2005 ექვსი ფუტი მიწის ქვეშ Six Feet Under ბეტინა
2004 80 დღე დედამიწის გარშემო Around the World in 80 Days დედოფალი ვიქტორია
2004 პატარა შავი წიგნაკი Little Black Book კიპი
2004 წმინდა მეფის ლიუდოვიკის ხიდი The Bridge of San Luis Rey მარკიზა
2005 გოგონა ჰოსპიტალიდან Ambulance Girl ჯეინი
2005 დადის ხმები Rumor Has It... ჯეინი
2005 სითბოს სათავეები Warm Springs ჰელენა
2006 სიყვარული დიდ ქალაქში Failure to Launch სიუ
2006 უცნაური ნათესავები Relative Strangers აგნესა
2006 ბენევილი Bonneville მერჯინი
2006 ანფ შარლოტის ქსელი Charlotte's Web ძროხა ბიტსი
2007 ფუტკრების ფილმი Bee Movie ჯანეტი
2007 ფრედ კლაუსი სანტას ძმა Fred Claus კლაუსის დედა
2007 ოქროს კომპასი The Golden Compass ჰესტერი
2007 მე შენ მიყვარხარ P.S. I Love You პატრისია
2007 კვლავ შობა Christmas Is Here Again მის დოუდი
2008 მონადირეების ოჯახი The Family That Preys შარლოტ
2008 დედამიწის გაჩერების დღე The Day the Earth Stood Still ექიმი რეჯინა
2008 რევოლუციური გზა Revolutionary Road ჰელენ გივინგსი
2009 ძვირფასი Cheri შარლოტ
2009–2009 ალისა საოცრებათა ქვეყანაში Alice გულის დედოფალი
2009 პირადული Personal Effects გლორია
2009 უხილავი მხარე The Blind Side მის სუი
2010 წმინდა ვალენტინის დღე Valentine's Day სუსანა
2010–2011 ოფისი The Office ჯო
2011–2012 ჰარის კანონი Harry's Law ჰარიეტი
2011 შუაღამე პარიზში Midnight in Paris გერტრუდა
2011 შეგიძლია არ აკოცო პატარძალს You May Not Kiss the Bride ბრაიანის დედა
2011 მთავარია არ გეშინოდეს! A Little Bit of Heaven ბევერლი
2011 ორნახევარი კაცი Two and a Half Men ჩარლი ჰარპერი
2014 ტემი Tammy ლენორა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bagger, The (January 9, 2009). „Kathy Bates: An Oscar and a Lovely Career to Go With It“. The New York Times. ციტირების თარიღი: January 17, 2011.
  2. Celizic, Mike (January 9, 2009). „Kathy Bates reveals her triumph over ovarian cancer“. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 25, 2012. ციტირების თარიღი: January 17, 2011.