ჯეკ ნიკოლსონი
ჯონ ჯოზეფ „ჯეკ“ ნიკოლსონი (ინგლ. Jack Nicholson; დ. 22 აპრილი, 1937) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და მწერალი, ე.წ. „მეთოდური შესრულების“ სკოლის მსახიობი, ცნობილი ნევროტული ხასიათების ბნელი, კომედიური პორტრეტებით. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე თორმეტჯერ იყო ნომინირებული (გაიმარჯვა 3-ჯერ), რაც ნემისმიერ სხვა მამაკაც მსახიობზე მეტია, და ჩამორჩება მხოლოდ მერილ სტრიპს (17 ნომინაციიდან 3 ოსკარი) საერთო ნომინაციებით. მას ასევე მიღებული აქვს 7 ოქროს გლობუსი და კენედის ცენტრის პრემია 2001 წელს.
ჯეკ ნიკოლსონი | |
---|---|
ჯეკ ნიკოლსონი (2010) | |
დაბადების სახელი | ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონი |
დაბადების თარიღი |
22 აპრილი, 1937 ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა |
მსახიობი რეჟისორი |
აქტიური | 1958–დღემდე |
მეუღლე(ები) | სანდრა ნაიტი (1962–68) |
პარტნიორ(ებ)ი | ანჯელიკა ჰიუსტონი (1973–89) |
ოსკარი |
ოსკარი საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი დრამაში |
BAFTA |
საუკეთესო მსახიობი კაცი |
1994 წელს გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მიენიჭა ამერიკის კინოაკადემიის პრემია ცხოვრებისეული მიღწევებისათვის. ჯეკ ნიკოლსონმა მონაწილეობა მიიღო ცნობილ კინოფილმებში: „ხუთი იოლი პიესა“, „ჩინური კვარტალი“, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“, „წითლები“, „სინაზის ენა“, „ბეტმენი“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „ჰოფა“, „მგელი“, „უკეთესი არ არსებობს“, „შმიდტის შესახებ“, „სიყვარული წესების მიხედვით და მათ გარეშეც“ და „მიცვალებულები“.
ბიოგრაფია
რედაქტირებაჯეკ ნიკოლსონი დაიბადა 1937 წლის 22 აპრილს, ნიუ-იორკში, მოცეკვავის ჯუნ ფრენსის ნიკოლსონის (სასცენო სახელი ჯუნ ნილსონი) ოჯახში.[1][2] ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვით ადრე, კერძოდ 1936 წლის 16 ოქტომბერს ჯუნ ნილსონი ცოლად გაყვა იტალო-ამერიკელ მოცეკვავეს დონალდ ფურჩილოს (სასცენო სახელი დონალდ როუზი),[3] რომელიც უკვე დაქორწინებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს იგი შეპირდა ბავშვის აღზრდას, ჯუნის დედამ — ეთელმა თვითონ გადაწყვიტა ბავშვზე მზრუნველობა, ხოლო ჯუნს ამით საშუალება მისცა გაეგრძელებინა თავისი საცეკვაო კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ჯეკის მამად ფურჩლოა მიჩნეული, ბიოგრაფი პატრიკ მაკჯილიგენი თავის წიგნში „ჯეკის ცხოვრება“ ამტკიცებს, რომ ჯეკ ნიკოლსონის ბიოლოგიური მამა შესაძლოა ყოფილიყო ჯუნის მენეჯერი ლატვიური წარმოშობის ედი კინგი.[4] სხვა წყაროების მიხედვით, ჯუნმა თვითონაც არ იცოდა ჯეკის ნამდვილი ბიოლოგიური მამის ვინაობა.[1] ჯეკ ნიკოლსონის დედა იყო ირლანდიური, ინგლისური და ჰოლანდიური წარმოშობის,[5] თუმცა საკუთრივ ჯეკი და მისი ოჯახი ირწმუნებიან, რომ ისინი ირლანდიური წარმოშობისა არიან.[6][7]
ჯეკ ნიკოლსონი აღიზარდა პაპამისის – ჯონ ჯოზეფ ნიკოლსონისა (უნივერმაგის ფანჯრების მომრთველის) და ეთელ მეის (სტილისტის, კოსმეტოლოგისა და მოყვარული მხატვრის) სახლში. ჯეკ ნიკოლსონი ფიქრობდა, რომ ისინი მისი მშობლები არიან. იმის შესახებ, რომ მისი მშობლები სინამდვილეში არ იყვნენ ბებია და პაპა, ხოლო და კი სინამდვილეში იყო დედა, მან მხოლოდ 1974 წელს გაიგო, ტაიმის ჟურნალისტისგან, რომელიც მასზე სტატიას წერდა.[8] იმ დროისათვის ჯეკის პაპა და ბებია გარდაცვლილები იყვნენ (შესაბამისად 1963 და 1970 წლებში). ნიკოლსონის თქმით, მან არ იცის ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა, ხოლო სიმართლე მხოლოდ ეთელმა და ჯუნმა იცოდნენ, თუმცა ამის შესახებ ისინი არავისთან არ საუბრობდნენ.[8]
ნიკოლსონი გაიზარდა ნეპტუნ-სიტიში.[9] აღზარდეს კათოლიკური ეკლესიის მიხედვით.[5][6]. მანამ სანამ სკოლაში დაიწყო სიარული, მისი ოჯახი დაბინავდა სპრინგ-ლეიკში (ნიუ-ჯერსი).[10][11] „ნიკი“, როგორც მას სკოლის მეგობრები ეძახდნენ, ხშირად სტუმრობდა მანასქუანის საშუალო სკოლას, სადაც 1954 წლის გამოშვებაზე იგი „კლასის კლოუნად“ ამოირჩიეს. თეატრალურ და დრამატულ პრემიებს სკოლაში პატივისცემის მიზნით მის სახელს არქმევდნენ.
კარიერა
რედაქტირებაროდესაც ჯეკ ნიკოლსონი პირველად მოხვდა ჰოლივუდში იგი კურიერად მუშაობდა უილიამ ჰანასთან და ჯოზეფ ბარბერასთან MGM-ის ანიმაციურ სტუდიაში. იქ მუშაობისას ნიკოლსონს შესთავაზეს დაწყებითი მხატვარ მულტიპლიკატორის თანამდებობა, თუმცა ნიკოლსონმა უარი განაცხდა, რამეთუ მას მხოლოდ მსახიობობა სურდა.[12] კინოში მისი დებიუტი შედგა მცირებიუჯეტიან დრამაში, სახელწოდებით „მტირალა მკვლელი“ (1958), სადაც შეასრულა მთავარი როლი. 1960 წელს როლი მიიღო როჯერ კორმანის ფილმში „საშინელებათა პატარა მაღაზია“, სადაც შეასრულა მაზოხისტის როლი. 1963 წელს როჯერ კორმანმა ისევ მისცა ნიკოლსონს როლი კინოში. ამჯერად მსახიობს როლი ხვდა ფილმში „ყორანი“. იმავე წელსვე როლი მიიღო ფილმში „შიში“, სადაც მასთან ერთად ითამაშა მისმა მომავალმა მეუღლემ სანდრა ნაიტმა.
რამდენადაც მის სამსახიობო კარიერაში პერსპექტივები არ შეიმჩნეოდა, ნიკოლსონმა თითქმის თავი ბოლომდე მიუძღვნა სამუშაოს კამერის მიღმა – სცენარისტად და რეჟისორად. პირველი წარმატება ხვდა წილად 1967 წელს, როდესაც გამოვიდა ფილმი „ტრიპი“, რომლის სცენარის ავტორი ნიკოლსონი იყო. ფილმში მთავარი როლები შეასრულეს ჰენრი ფონდამ და დენის ჰოპერმა. ერთი წლის შემდეგ ნიკოლსონმა პროდიუსირება გასწია ფილმისთვის „თავი“, სადაც ითამაშეს პოპ-როკის ჯგუფის წევრებმა The Monkees. ჰენრი ფონდამ, დენის ჰოპერმა და ჯეკ ნიკოლსონმა თავი მოიყარეს ერთად 1969 წელს, როდესაც მათ მოუწიათ თამაში ფილმში „უდარდელი მხედარი“.
ნიკოლსონმა შეასრულა ჯორჯ ჰენსონის როლი და ეს იყო მისი პირველი მნიშვნელოვანი გარღვევა კინოში. ამ როლისთვის კარიერაში პირველად წარადგინეს ოსკარის ნომინაციაზე. ერთი წლის შემდეგ ნიკოლსონი ისევ იყო ნომინირებული ოსკარის პრემიაზე. ამჯერად საუკეთესო მსახიობის ჯილდო ნიკოლსონს ხვდა წილად ფილმ „ხუთი მსუბუქი პიესა“-ში შესრულებული როლისთვის.
ჯეკ ნიკოლსონის კანდიდატურა განიხილებოდა ფილმისთვის „ეშმაკის განმდევნელი“, თუმცა დემიენ კარასის როლზე მსახიობი ჯეისონ მილერი დაამტკიცეს. 1970-იან წწ. პირველ ნახევარში ნიკოლსონის კინოროლებიდან აღსანიშნავია: „სხეულის შემეცნება“, „პროფესია: რეპორტიორი“, „უკანასკნელი რაზმი“, „ჩინური კვარტალი“. ამ ორ უკანასკნელ ფილმში შესრულებული როლისთვის ნიკოლსონი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე. ნიკოლსონი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა რომან პოლანსკის მეუღლესთან შერონ ტეიტთან, რომელიც ჩარლზ მენსონის მსხვერპლი გახდა. შერონ ტეიტის გარდაცვალების შემდეგ ჯეკი პოლანსკის მხარში ამოუდგა და ამხნევებდა მას.[13][14] 1975 წელს ნიკოლსონმა მიიღო თავისი პირველი ოსკარი მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. ჯეკმა განასახიერა რენდლი მაკმერფის როლი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება. 1976 წელს პატარა როლი მიიღო ფილმში „უკანასკნელი მაგნატი“, სადაც მთავარი როლი იმდროს ახალგაზრდა რობერტ დე ნირომ შეასრულა.
ჯეკ ნიკოლსონმა რიგით მეორე ოსკარი მიიღო 1983 წელს შესრულებული როლისთვის ფილმში „სინაზის ენა“, რომლის რეჟისორი იყო ჯეიმზ ლოურენს ბრუკსი. ნიკოლსონი აგრძელებდა კინემატოგრაფში ნაყოფიერ მოღვაწეობას. 1980-იანი წლების ფილმებიდან მნიშვნელოვანია: „ნათება“, „ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს“, „სინაზის ენა“, „პრიცის ოჯახის ღირსება“, „ისტვიკელი ალქაჯები“, „ბეტმენი“ და სხვ. ფილმ „ბეტმენის“ შემდეგ 1996 წელს ნიკოლსონი ისევ თანამშრომლობს რეჟისორ ტიმ ბარტონთან, ამჯერად ჯეკმა როლი მიიღო ფანტასტიკურ კომედიაში „მარსი გვიტევს!“. მორიგი ოსკარის პრემია ნიკოსლონს მიენიჭა 1997 წელს შესრულებული როლისთვის ფილმში „უკეთესი არ არსებობს“, სადაც მას პარტნიორობა გაუწია ჰელენ ჰანტმა. რეჟისორი ჯეიმზ ბრუქსი. 2002 წელს გამოდის ფილმი „შმიდტის შესახებ“, სადაც ნიკოლსონი ასახიერებს ნებრასკელ პენსიონერს, რომელსაც ცოლი გარდაეცვლება. ამ როლის შესრულებისთვის ის ოსკარის მორიგ ნომინაციაზე წარადგინეს. 2003 წელს ნიკოლსონმა ითამაშა ფილმში „ბრაზის მართვა“, სადაც აგრესიული თერაპისტის როლი შეასრულა.
2006 წელს ნიკოლსონი დაუბრუნდა თავის სამსახიობო „ბნელ მხარეს“ ირლანდიელი მაფიოზის ფრენკ კასტელოს როლში ოსკაროსან ფილმში „მიცვალებულები“, სადაც თავი მოიყარეს ჰოლივუდის მსახიობებმა მეტ დეიმონმა, ლეონარდო დიკაპრიომ, მარკ უოლბერგმა და სხვ.
ნიკოლსონის ბოლო წლების ნამუშევრებიდან მნიშვნელოვანია კინოფილმები: „სიყვარული წესების მიხედვით და მათ გარეშეც“, „მიცვალებულები“, „სანამ არ მოკვდი“ და სხვ. ამ უკანასკნელ ფილმში თამაში მოუწია ჰოლივუდის ვარსკვლავთან მორგან ფრიმენთან.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჯეკ ნიკოსლონი სხვადასხვა დროს რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობებთან და მოდელებთან, მათ შორის იყვნენ: მიშელ ფილიპსი, ბებე ბუელი და ლარა ფინ ბოილი. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (1973-1989 წწ.) ნიკოლსონი ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ ანჟელიკა ჰიუსტონთან.
რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეკ ნიკოლსონი და მარლონ ბრანდო მეზობლად ცხოვრობდნენ მალჰოლანდ დრაივზე. ბრანდოს გარდაცვალების შემდეგ ნიკოლსონმა შეისყიდა მეზობლის საკუთარი სახლი $6.1 მლნ. დოლარად. სიახლოვეს ცხოვრობდა აგრეთვე მსახიობი უორენ ბიტი. ნიკოლსონი მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ჟურნალისტ ჰანტერ თომპსონთან.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1958 | ფ | მტირალა მკვლელი | The Cry Baby Killer | ჯიმი უოლესი |
1960 | ფ | გვიანია სიყვარულისთვის | Too Soon to Love | ბადი |
1960 | ფ | ბედნიერი გასეირნება | The Wild Ride | ჯონი ვერონი |
1960 | ფ | საშინელებათა პატარა მაღაზია | The Little Shop Of Horrors | უილბურ ფორსი |
1960 | ფ | სტადს ლონიგანი | Studs Lonigan | უირი რაილი |
1962 | ფ | გარღვეული მიწა | The Broken Land | უილ ბროშესი |
1963 | ფ | ყორანი | The Raven | რექსფორდ ბედლოუ |
1963 | ფ | შიში | The Terror | ანდრე დიუვალიე |
1964 | ფ | გაფრენა ბრაზისკენ | Flight to Fury | ჯეი უიკჰემი |
1964 | ფ | უკანა კარი ჯოჯოხეთისკენ | Back Door to Hell | ბარნეტი |
1964 | ფ | პულვერის ნიშანი | Ensign Pulver | დოლანი |
1965 | ფ | გაქცევა არსად | Ride in the Whirlwind | უესი |
1966 | ფ | სროლა დამარცხებამდე | The Shooting | ბილი სპირი |
1967 | ფ | ხოცვა წმინდა ვალენტინის დღეს | The St. Valentine's Day Massacre | ჯინო |
1967 | ფ | ჯოჯოხეთის მოტო–ანგელოზები | Hells Angels on Wheels | პოეტი |
1967 | ფ | ტრიპი | The Trip | სცენარის ავტორი |
1968 | ფ | ფსიქ–აუტი | Psych-Out | სტოუნი |
1968 | ფ | თავი | Head | ჯეკ ნიკოლსონი |
1969 | ფ | უდარდელი მხედარი | Easy Rider | ჯორჯ ჰენსონი |
1970 | ფ | ნათელ დღეს დაინახავ მარადიულობას | On a Clear Day You Can See Forever | ტედ პრინგლი |
1970 | ფ | სიწყნარის მეამბოხეები | The Rebel Rousers | ბანი |
1970 | ფ | ხუთი იოლი პიესა | Five Easy Pieces | რობერტი |
1971 | ფ | სხეულის შემეცნება | Carnal Knowledge | ჯონათან ფერსტი |
1970 | ფ | უსაფრთხო ადგილი | A Safe Place | მიჩი |
1972 | ფ | მარვინ გარდენსის მეფე | The King of Marvin Gardens | დევიდ შტებლერი |
1973 | ფ | უკანასკნელი რაზმი | The Last Detail | ბილი ბადასკი |
1974 | ფ | ჩინური კვარტალი | Chinatown | ჯ.ჯ. ჯეიკ გიტსი |
1975 | ფ | იღბალი | The Fortune | ოსკარ სალივანი |
1975 | ფ | პროფესია: რეპორტიორი | Professione: reporter | დევიდ ლოკი |
1975 | ფ | ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა | One Flew Over the Cuckoo's Nest | რენდელ მაკმერფი |
1975 | ფ | ტომი | Tommy | სპეციალისტი |
1976 | ფ | მისურის მოსახვევი | The Missouri Breaks | ტომ ლოგანი |
1976 | ფ | უკანასკნელი მაგნატი | The Last Tycoon | ბრაიმერი |
1976 | ფ | სამხრეთისკენ | Goin' South | ჰენრი ლოიდ მუნი |
1980 | ფ | ნათება | The Shining | ჯეკ ტორენსი |
1981 | ფ | ფოსტალიონი ყოველთვის ორჯერ რეკავს | The Postman Always Rings Twice | ფრენკ ჩამბერსი |
1981 | ფ | რეგტაიმი | Ragtime | მეკობრე პლაჟზე |
1981 | ფ | წითლები | Reds | იუჯინ ო’ნილი |
1982 | ფ | საზღვარი | The Border | ჩარლი სმითი |
1983 | ფ | სინაზის ენა | Terms of Endearment | გარეტ ბრიდლავი |
1985 | ფ | პრიცის ოჯახის ღირსება | Prizzi's Honor | ჩარლი პარტანა |
1986 | ფ | ეჭვიანობა | Heartburn | მარკ ფორმანი |
1987 | ფ | ისტვიკელი ალქაჯები | The Witches of Eastwick | დერილ ვან ჰორნი |
1987 | ფ | ტელეამბები | Broadcast News | ბილ რორიჩი |
1987 | ფ | ნარშავა | Ironweed | ფრენსის ფელანი |
1989 | ფ | ბეტმენი | Batman | ჯოკერი |
1990 | ფ | ორი ჯეიკი | The Two Jakes | ჯ.ჯ. „ჯეიკ“ გიტსი |
1992 | ფ | მამაკაცური უსიამოვნებები | Man Trouble | იუჯინ ერლ ექსლაინი/გერი ბლისი |
1992 | ფ | რამდენიმე კარგი ბიჭი | A Few Good Men | ნათან ჯესეპი |
1992 | ფ | ჰოფა | Hoffa | ჯიმი ჰოფა |
1994 | ფ | მგელი | Wolf | უილ რენდელი |
1995 | ფ | პოლიციელი გზაჯვარედინზე | The Crossing Guard | ფრედი გეილი |
1996 | ფ | სისხლი და ღვინო | Blood and Wine | ალექს გეიტსი |
1996 | ფ | საღამოს ვარსკვლავი | The Evening Star | გარეტ ბრიდლავი |
1996 | ფ | მარსი გვიტევს! | Mars Attacks! | პრეზიდენტი ჯეიმზ დეილი / არტ ლენდი |
1997 | ფ | უკეთესი არ არსებობს | As Good as It Gets | მელვინ ადელი |
2001 | ფ | დაპირება | The Pledge | ჯერი ბლეკი |
2002 | ფ | შმიდტის შესახებ | About Schmidt | უორენ შმიდტი |
2003 | ფ | ბრაზის მართვა | Anger Management | ბადი რეიდელი |
2003 | ფ | სიყვარული წესების გარეშე | Something's Gotta Give | ჰარი სენბორნი} |
2006 | ფ | მიცვალებულები | The Departed | ფრენსის „ფრენკ“ კასტელო |
2007 | ფ | სანამ სიკვდილი მოვა | The Bucket List | ედვარდ კოული |
2010 | ფ | საიდან იცით? | How Do You Know | ჩარლზ მედისონი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჯეკ ნიკოლსონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ჯეკ ნიკოლსონი დაარქივებული 2007-07-04 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ჯეკ ნიკოლსონი (ინგლისური)
- ჯეკ ნიკოლსონი დაარქივებული 2009-10-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ჯეკ ნიკოლსონი (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Marx, Arthur. (1995)On His Own Terms. Cigar Aficionado. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-31. ციტირების თარიღი: 2011-11-15.
- ↑ Douglas, Edward (2004). Jack: The Great Seducer — The Life and Many Loves of Jack Nicholson. New York: Harper Collins, გვ. 14. ISBN 0060520477.
- ↑ Berliner, Eve. Marriage certificate of June Nilson and Donald Furcillo. Young Jack Nicholson: Auspicious Beginnings. Evesmag.com. 2001.
- ↑ McDougal, Dennis (October 2007). Five Easy Decades: How Jack Nicholson Became the Biggest Movie Star in Modern Times. Wiley, გვ. 8, 278. ISBN 0471722464.
- ↑ 5.0 5.1 The Religious Affiliation of Jack Nicholson. Adherents.com (August 23, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2015. ციტირების თარიღი: ნოემბერი 16, 2011.
- ↑ 6.0 6.1 'I Wasn't Inhibited by Anything'. Parade Magazine (December 4, 2007). ციტირების თარიღი: February 16, 2007.
- ↑ Ebert, Roger. (November 27, 1983) Interview with Jack Nicholson. Chicago Sun-Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2012. ციტირების თარიღი: February 16, 2007.
- ↑ 8.0 8.1 ჯეკ ნიკოლსონის შესახებ: ჯეკ ნიკოლსონის ბიოგრაფია, ფაქტები
- ↑ McDougal, Dennis (October 2007). Five Easy Decades: How Jack Nicholson Became the Biggest Movie Star in Modern Times. Wiley, გვ. 7. ISBN 0471722464.
- ↑ McDougal, Dennis (October 2007). Five Easy Decades: How Jack Nicholson Became the Biggest Movie Star in Modern Times. Wiley, გვ. 16. ISBN 0-471-72246-4. "When Jack was ready for high school, the family moved once more-this time two miles (3 km) farther south to old-money Spring Lake, Jersey's so called Irish Riviera, where Ethel May set up her beauty parlor in a rambling duplex at 505 Mercer Avenue."
- ↑ Nicholson, Jack. "No Getting Away From NJ: Hollywood legend Jack Nicholson attempts to elucidate the definitive quality of New Jersey.", New Jersey Monthly, November 15, 2010. Accessed July 14, 2011. "I grew up on the Shore...in Neptune, Neptune City, Manasquan, and Spring Lake. Graduated from Manasquan [High School]. No offense to Atlantic City, but, where we grew up, we called it 'The Shore.'"
- ↑ McGilligan, P. Jack's Life. W.W. Norton & Company, 1994.
- ↑ Dunne, Dominick (April 2001). „Murder Most Unforgettable“. Vanity Fair.
|access-date=
საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე|url=
(დახმარება) - ↑ McDougal, Dennis (2007). Five easy decades: how Jack Nicholson became the biggest movie star in modern times. John Wiley and Sons, გვ. 109–110.