მერილ სტრიპი
მერი ლუის სტრიპი (ინგლ. Mary Louise Streep), უკეთ ცნობილი როგორც მერილ სტრიპი (ინგლ. Meryl Streep) (დ. 22 ივნისი, 1949) — ამერიკელი კინო, თეატრისა და ტელემსახიობი, კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარის“ სამგზის ლაურეატი.
მერილ სტრიპი | |
---|---|
მერილ სტრიპი 2014 წელს | |
დაბადების სახელი | მერი ლუის სტრიპი |
დაბადების თარიღი |
22 ივნისი, 1949[1] ნიუ-ჯერსი, აშშ |
რეზიდენცია | სოლსბერი, კონექტიკუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1971-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | ჯონ კაზალე (1976-78) |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში |
BAFTA |
საუკეთესო მსახიობი ქალი მთავარ როლში |
ბიოგრაფია
რედაქტირებარეკლამების მსახიობი მერი სტრიპისა და ფარმაცევტი ჰარი ვილიამ სტრიპის ქალიშვილი მერი ლუის სტრიპი დაიბადა სამიტში, ნიუ ჯერსის შტატში. სტრიპის დედის წინაპრები შვედური, ირლანდიური და ინგლისური წარმომავლობისანი იყვნენ, ხოლო მამის ოჯახს გერმანული ფესვები ჰქონდა და მისი წინაპრები ასევე ესპანელი ებრაელებიც იყვნენ, თუმცა მერილ სტრიპი ებრაელი არ არის. მას ორი უმცროსი ძმა ჰყავს: დანა და ჰარი. სტრიპი გაიზარდა ბერნარდსვილში, ნიუ ჯერსიში, სადაც დაამთავრა სკოლა. ვასარის კოლეჯში მან მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება დრამის დარგში, ხოლო იალის უნივერსიტეტში კი - ხელოვნებათმცოდნის.
მერილ სტრიპის პროფესიული დებიუტი 1971 წელს შედგა სპექტაკლში „სევილიელი პლეიბოი“, პირველი როლი კი 1977 წელს სატელევიზიო ეკრანისთვის შექმნილ ფილმში „The Deadliest Season“ ითამაშა. პირველად კინოფილმში 1977 წელს ითამაშა ფილმში „ჯულია“ ჯეინ ფონდასა და ვანესა რედგრეივთან. სტრიპის პირველი მხატვრული ფილმი იყო „ჯულია“, სადაც მან შეასრულა პატარა როლი. შემდეგ იყო „ირმებზე მონადირე“ (1978), რომელმაც მერილს პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისათვის. ეს ჯილდო მან მომდევნო წელს აიღო ფილმისათვის „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. 1978 წელს მან აიღო თავისი პირველი ემის ჯილდო მინისერიალისთვის: „განადგურება“. ერთი წლის შემდეგ ის გამოჩნდა ვუდი ალენის ფილმში „მანჰეტენი“. 1982 წელს კი მან უკვე მთავარი როლისთვის მიიღო ოსკარი ფილმში „სოფის არჩევანი" განსახიერებული სოფი ზავისტოვკის როლში.
2002 წელს თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ მერილ სტრიპი დაუბრუნდა თეატრს, სადაც ითამაშა სპექტაკლში „თოლია“. იმავე წელს სტრიპმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში „ადაპტაცია“ და საათები“. ორივე როლისთვის მან კრიიკოსთა მოწონება და ჯილდოები დაიმსახურა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1977 | ფ | ჯულია | Julia | ანა მარი |
1978 | ფ | ირმებზე მონადირე | The Deer Hunter | ლინდა |
1979 | ფ | კრამერი კრამერის წინააღმდეგ | Kramer vs. Kramer | ჯოანა კრამერი |
1979 | ფ | მანჰეტენი | Manhattan | ჯილ დეივისი |
1981 | ფ | ფრანგი ლეიტენანტის ქალი | The french lieutenant's woman | სარა/ანა |
1982 | ფ | სოფის არჩევანი | Sophie's Choice | სოფი ზავისტოვსკი |
1983 | ფ | სილქვუდი | Silkwood | კარენ სილქვუდი |
1984 | ფ | შეყვარებულები | Falling in Love | მოლი ჯილმორი |
1985 | ფ | აფრიკიდან | Out of Africa | კარენ ბლიქსენი |
1987 | ფ | ნარშავა | Ironweed | ჰელენ არჩერი |
1988 | ფ | ყვირილი სიბნელეში | A Cry in the Dark | ლინდა ჩემბერლენი |
1989 | ფ | ეშმაკი ქალი | She-Devil | მერი ფიშერი |
1990 | ფ | ბარათები უფსკრულის ნაპირიდან | Postcards from the Edge | სუზან ვეილი |
1992 | ფ | სიკვდილი ხდება მისი | Death Becomes Her | მადელინ ეშტონი |
1995 | ფ | მედისონის ოლქის ხიდები | The Bridges of Madison County | ფრანჩესკა ჯონსონი |
1996 | ფ | მარვინის ოთახი | Marvin's Room | ლი |
1998 | ფ | ჭეშმარიტი ღირებულებები | One True Thing | კეიტ გულდენი |
1999 | ფ | გულის მუსიკა | Music of the Heart | რობერტა გასპარი |
2002 | ფ | ადაპტაცია | Adaptation | სუზან ორლინი |
2002 | ფ | საათები | The Hours | კრისტინა ვოგანი |
2004 | ფ | მანჯურიის კანდიდატი | The Manchurian Candidate | სენატორი ელეანორ შოუ |
2004 | ფ | ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა | Lemony Snicket's A Series of Unfortunate Events | დეიდა ჯოზეფინა |
2006 | ფ | ეშმაკი ატარებს პრადას | The Devil Wears Prada | მირანდა პრისლი |
2008 | ფ | მამა მია! | Mamma Mia! | დონა შერიდანი |
2008 | ფ | ეჭვი | Doubt | და ალოიზ ბუვიე |
2009 | ფ | მარტივი სირთულეები | It's Complicated | ჯეინ ადლერი |
2009 | ფ | ჯული და ჯულია | Julie & Julia | ჯული ჩაილდი |
2011 | ფ | რკინის ლედი | The Iron Lady | მარგარეტ ტეტჩერი |
2012 | ფ | იმედის ნაპერწკლები | Hope Springs | კეი სოემსი |
2013 | ფ | აგვისტო: ოსეიჯის ოლქი | August: Osage County | ვაიოლეტ ვესტონი |
2014 | ფ | მიმცემი | The Giver | უფროსი უხუცესი |
2014 | ფ | ადგილობრივი | The Homesman | ალთა კარტერი |
2014 | ფ | ტყეში | Into the Woods | ჯადოქარი |
2015 | ფ | რიკი და ფლეში | Ricki and the Flash | რიკი |
2015 | ფ | სუფიტრატი | Suffragette | ემელინ პანკჰურსტი |
2015 | ფ | Shout Gladi Gladi | Shout Gladi Gladi | მთხრობელი |
2016 | ფ | ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი | Florence Foster Jenkins | ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი |
2017 | ფ | ჩვენი აღზევება | We Rise | მთხრობელი |
2017 | ფ | კარის მცველები | Little Door Gods | მთხრობელი |
2017 | ფ | ფოსტა | The Post | კატერინა გრეჰემი |
ჯილდოები
რედაქტირებაკრიტიკული და კომერციული წარმატება სწრაფად მოიხვეჭა ფილმებით „ირმებზე მონადირე“ რობერტ დე ნიროსთან და „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დასტინ ჰოფმანთან. პირველში სტრიპმა პირველი ოსკარის ნომინაცია მიიღო, მეორეში კი თვით პირველი ოსკარი. სულ სტრიპს სამი ოსკარი, რვა ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ერთი BAFTA-ს ჯილდო აქვს მიღებული. იყო ასევე წარდგენილი გრემის ჯილდოზე. კინოაკადემიის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ იყო წარმოყენებული ოსკარზე 19 ნომინაციით (როგორც ქალთა ისე მამაკაცთა შორის). სტრიპი ასევე საყოველთაოდ მოიაზრება როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი კინომსახიობი. ის ასევე იმ მცირერიცხოვან მსახიობთაგანია, რომლებსაც აღებული აქვთ ოთხივე მთავარი ზემოთხსენებული კინოჯილდო.
პირადი და ოჯახური ცხოვრება
რედაქტირებამერილ სტრიპი დანიშნული იყო „ირმებზე მონადირის“ ვარსკვლავზე, ჯონ კაზალეზე, სანამ ეს უკანასკნელი არ გარდაიცვალა ძვლის კიბოთი 1978 წლის 12 მარტს. ამავე, 1978 წლის სექტემბერში მერილი დაქორწინდა მოქანდაკე დონ გამერზე. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: ჰენრი იგივე ჰენკი (დაბადებული 1979 წელს), მერი ვილა იგივე მამი (დაბადებული 1983 წელს), გრეის ჯეინი (დაბადებული 1986 წელს) და ლუიზა ჯაკობსონი (დაბადებული 1991 წელს). მამი გამერმა პროფესიად მსახიობობა აირჩია და მისი დებიუტი 2005 წელს შედგა სპექტაკლში „მისტერ მარმელადი“, სადაც ლუსის როლი ითამაშა, ბროდვეიზე, ლაურა პელსის თეატრში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მერილ სტრიპი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Merylstreeponline.netდაარქივებული 2012-02-25 საიტზე Wayback Machine. - ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Monitor“. Entertainment Weekly (1212). Jun 22, 2012. p. 24.