საათები (ფილმი)
საათები (ინგლ. The Hours) — 2002 წლის ამერიკული დრამა, რომელიც გადაღებულია პულიცერის პრემიის ლაურეატი ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
„საათები“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | სტივენ დალდრი |
პროდიუსერი | რობერტ კოქსი, სკოტ რუდინი |
სცენარის ავტორი | დევიდ ჰეირი |
ნაწარმოები |
„საათები“ — მაიკლ კანინჰემი |
როლებში |
ნიკოლ კიდმანი ჯულიანა მური მერილ სტრიპი |
მუსიკა | ფილიპ გლასი |
ოპერატორი | სიმუს მაკგარვი |
მონტაჟი | პიტერ ბოილი |
დისტრიბუტორი |
Paramount Pictures (US) Miramax Films |
გამოსვლის თარიღი | 25 დეკემბერი, 2002 |
ხანგრძლივობა | 114 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | $ 25 მლნ |
შემოსავალი | $ 108 846 072 |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმში სამი სიუჟეტური ხაზია. ერთში ასახულია ვირჯინია ვულფის მიერ წიგნ „მისის დალოვეის“ დაწერის პროცესი, როცა მას თვითმკვლელობისკენ ჰქონდა მიდრეკილება. მეორე ისტორია ვითარდება 1951 წელს ლოს-ანჯელესში, სადაც ლორა ბრაუნი ცდილობს გაექცეს საკუთარ ცხოვრებასა და ოჯახს. ხოლო მესამე ისტორია არის კლარისა ვოგანის შესახებ, რომელიც ცხოვრობს ნიუ-იორკში, 2001 წელს და სურს, მოამზადოს დღესასწაული მეგობარი რიჩარდისთვის, რომელიც ლორა ბრაუნის შვილია და ასევე მიდრეკილია თვითმკვლელობისკენ.
როლებში
რედაქტირება- ნიკოლ კიდმანი - ვირჯინია ვულფი
- ჯულიანა მური - ლორა ბრაუნი
- ჯონ კრისტოფერ რაილი - დენ ბრაუნი
- ედ ჰარისი - რიჩარდ ბრაუნი
- მერილ სტრიპი - კრისტინა ვოგანი
- ჯეფ დენიელსი - ლუის უოტერსი
ჯილდოები
რედაქტირებაოსკარი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ნიკოლ კიდმანი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო დრამა
- საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში: ნიკოლ კიდმანი
BAFTA
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ნიკოლ კიდმანი
- საუკეთესო მუსიკა: ფილიპ გლასი
ბერლინის კინოფესტივალი
- ვერცხლის დათვის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის: ნიკოლ კიდმანი, ჯულიანა მური, მერილ სტრიპი