ჯულიანა მური (ინგლ. Julianne Moore; 3 დეკემბერი, 1960) — ამერიკელი მსახიობი. კარიერა დაიწყო ტელევიზიაში, სადაც 80-იან წლებში მუდმივად მონაწილეობდა საპნის ოპერებში. 1990-იანი წლების დასაწყისში გადავიდა კინოში. წარმატებულად მოღვაწეობს როგორც ჰოლივუდში, ასევე არტ-ჰაუსში. მიღებული აქვს ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები.

ჯულიანა მური
დაბადების სახელი ჯული ენი სმითი
დაბადების თარიღი 3 დეკემბერი, 1960 (1960-12-03) (64 წლის)
ფორტ ბრაგი, აშშ
საქმიანობა მსახიობი, საბავშვო მწერალი
აქტიური 1983-დღემდე
ვენეციის კინოფესტივალი

ვოლპის თასი

შორს ზეციდან (2002)
ბერლინალე

ვერცხლის დათვი

საათები (2003)
კანის კინოფესტივალი

საუკეთესო მსახიობი ქალი

ვარსკვლავების რუკა (2014)
ოქროს გლობუსი

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში

ჯერ კიდევ ელისი (2014)
ოსკარი

საუკეთესო მსახიობი ქალი

ჯერ კიდევ ელისი (2014)

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1993 ხანმოკლე მონტაჟი Short Cuts მერიენ უაიმანი
1998 დიდი ლებოვსკი The Big Lebowski მოდ ლებოვსკი
1999 რომანის დასასრული The End of the Affair სარა მაილზი
1999 მაგნოლია Magnolia ლინდა პერტრიჯი
1999 იდეალური ქმარი An Ideal Husband ლორა შეველი
2002 საათები The Hours ლორა ბრაუნი
2002 შორს ზეციდან Far from Heaven კეთი უიტეკერი
2007 მე იქ არ ვარ I'm Not There ჯოან ბაეზი
2008 სიბრმავე Blindness ექიმის ცოლი
2009 მარტოხელა კაცი A Single Man ჩარლი
2010 ბავშვები კარგად არიან The Kids Are All Right ჯულსი
2012 ტფ თამაში შეიცვალა Game Change სარა პეილინი
2014 ნონ სტოპი Non-Stop ჯენ სამერსი
2014 ვარსკვლავების რუკა Maps to the Stars ჰავანა სერგრანდი
2014 შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1 The Hunger Games: Mockingjay – Part 1 პრეზიდენტი ალმა კოინი
2014 ჯერ კიდევ ელისი Still Alice ელის ჰოულენდი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: