ვენეციის კინოფესტივალი
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი (იტალ. Mostra Internazionale d'Arte Cinematografica di Venezia) — უძველესი საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში. დაარსდა გრაფ ჯუზეპე ვოლპი დი მისურატას მიერ 1932 წელს, როგორც „Esposizione Internazionale d'Arte Cinematografica“, აქედან მოყოლებული ფესტივალი ყოველ წელს ტარდება აგვისტოში ადრეულ სექტემბერში, კუნძულ ლიდოზე, ვენეციაში. ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი და ვენეციის ბიენალეს ნაწილი, უდიდესი ბინალეს გამოფენა და თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი.
„ვენეციის კინო ფესტივალი“ | |
---|---|
ქვეყანა | ვენეცია, იტალია |
ენა |
ინგლისური იტალიური |
საიტი |
ფესტივალის ძირითადი პრიზები არის Leone d'Oro (ოქროს ლომი), რომელიც გადაეცემა ფესტივალზე წარმოდგენილ საუკეთესო ფილმს, და Coppa Volpi (ვოლპის თასი), რომლითაც ჯილდოვდება საუკეთესო კაცი და ქალი მსახიობი. 2002 წელს შეიქმნა ახალი ნომინაცია სან მარკოს პრიზი, რომელიც გადაეცემა ფილმს რომელიც ემსახურება Controcorrente (სტერეოტიპების მსხვრევას).