პულიცერის პრემია
პულიცერის პრემია (ინგლ. Pulitzer Prize) — ამერიკული ჯილდო, რომელიც ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზიციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატებს ყოველი წლის აპრილში აცხადებენ.
პულიცერის პრემია | |
![]() | |
![]() პულიცერის ოქროს მედალი | |
ჯილდო | ჟურნალისტიკა, მუსიკა, ლიტერატურა |
წარადგენს | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
ქვეყანა | აშშ |
პირველად გადაეცა | 1917 |
pulitzer.org |
---|
პრემიის ლაურეატებს ასახელებს დამოუკიდებელი საბჭო, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას ახდენს კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტმა და საგაზეთო გამომცემელმა, ჯოზეფ პულიცერმა. სახელ „პულიცერს“ ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც „პიულიცერს“ (pew-litser). ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად, ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა „Pull it, sir“.
პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალისტიკაში ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება.
მხატვრული წიგნისთვის პულიცერის პრემიის ლაურეატები:
- 1921 — ედით ოურტონი, „უმანკოების ხანა“.
- 1928 — ტორნტონ უაილდერი, „სან ლუის რეის ხიდი“.
- 1937 — მარგარეტ მიტჩელი, „ქარწაღებულნი“.
- 1940 — ჯონ სტეინბეკი, „მრისხანების მტევნები“.
- 1953 — ერნესტ ჰემინგუეი, „მოხუცი და ზღვა“.
- 1955 — უილიამ ფოლკნერი, „იგავი“.
- 1961 — ნელ ჰარპერ ლი, ნუ მოკლავ ჯაფარას“.
- 1963 — უილიამ ფოლკნერი, „გამტაცებელნი“.
- 1968 — უილიამ სტაირონი, „ნეტ ტერნერის აღსარება“.
- 1982 — ჯონ ჰოიერ აპდაიკი.
- 1988 — ტონი მორისონი.
- 1991 — ჯონ ჰოიერ აპდაიკი.
- 1998 — ფილიპ მილტონ როთი, „ამერიკული პასტორალი“.
- 2005 — მერილინ რობინსონი, „გილეადი“.
- 2007 — კორმაკ მაკ-კართი, „გზა“.
ლიტერატურარედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პულიცერის პრემია“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი