უკანასკნელი რაზმი

უკანასკნელი რაზმი (ინგლ. The Last Detail) — ჰელ ეშბის 1973 წლის ამერიკული ტრაგიკომედია. ფილმი ნომინირებული იყო სამ ოსკარზე.

„უკანასკნელი რაზმი“
დამდგმელი რეჟისორი ჰელ ეშბი
პროდიუსერი ჯერალდ ეირისი
სცენარის ავტორი რობერტ თაუნი
ნაწარმოები დერილ პონიშანის „უკანასკნელი რაზმი"
როლებში ჯეკ ნიკოლსონი, რენდი კუეიდი
მუსიკა ჯონი მანდელი
ოპერატორი მაიკლ ჩეპმენი
მონტაჟი რობერტ ჯონსი
დისტრიბუტორი Columbia Pictures
გამოსვლის თარიღი 12 დეკემბერი 1973
ხანგრძლივობა 103 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $2,6 მლნ
შემოსავალი $10 მლნ
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორ ოფიცერს, ბილი ბადაასკისა და რიჩარდ მალჰოლს დაევალება ბოსტონის ციხემდე ლარი მედოუსის ბადრაგირება. გზაში ოფიცრები იგებენ, ლარი მედოუსს 8 წელი მიუსაჯეს საქველმოქმედო ფონდიდან 40 დოლარის მოპარვის მცდელობისთვის. მედოუსი 18 წლისაა და ოფიცრებს ის ებრალებათ. მათ ბოსტონამდე დაპატიმრებულის მისაყვანად ერთი კვირა და სამივლინებო ფული აქვთ. ისინი გადაწყვეტენ, ბოსტონში ჩასვლამდე მედოუსი კარგად გაართონ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება