პროფესია: რეპორტიორი (ფილმი)
პროფესია:რეპორტიორი — მიქელანჯელო ანტონიონის 1975 წლის ფილმი. ეს არის ისტორია კაცზე, რომელსაც უნდა თავისივე ცხოვრებიდან გაიქცეს. მთავარი გმირი არის გამოფიტული ჟურნალისტი, რომელსაც ჯეკ ნიკოლსონი ანსახიერებს. ფილმი წარდგენილი იყო 1957 წლის კანის ფესტივალზე.
„პროფესია: რეპორტიორი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | მიქელანჯელო ანტონიონი |
რეჟისორი | მიქელანჯელო ანტონიონი |
პროდიუსერი | კარლო პონტი |
სცენარის ავტორი | მიქელანჯელო ანტონიონი, პიტერ ვოლენი, მარკ პეპლოე |
როლებში |
ჯეკ ნიკოლსონი მარია შნაიდერი სტივენ ბერკოფი იან ჰენდრი |
კომპოზიტორი | ივან ვანდორი |
ოპერატორი | ლუჩიანო ტოვოლი |
სტუდია | MGM |
გამოსვლის თარიღი | 1975 |
ხანგრძლივობა | 119-126 წუთი |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სიუჟეტი
რედაქტირებადევიდ ლოკი (ჯეკ ნიკოლსონი) - ცნობილი ინგლისელი ტელერეპორტიორია. სამი თვის განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა დოკუმენტური ფილმის გადაღებას შუაგულ საჰარაში, ადგილობრივ დიქტატორსა და სამამულო ომის შედეგებზე. სამუშაოს ბოლო არ უჩანდა. როოდესაც მისი „ლენ დროვერი“ უდაბნოს ქვიშაში ეფლობა და ეგზური სადღაც ქრება ლოკი რჩება მარტო უკიდეგანო სიცარიელეში. შემდეგ, ფლეშბეკში, იხსნება ლოკის სულიერი მდგომარეობა: მძიმე დეპრესია, იმედგაცრუება ცხოვრებაზე, რომელსაც თან ახლავს როგორც პროფესიული ასევე ოჯახური სირთულეები.
უეცრად ლოკს ცხოვრების თვიდან დაწყების შანსი ეძლევა, დაივიწყოს თავის ცხოვრება და დამქანცველი სამუშაო. სასტუმროში სადაც ის იყო გაჩერებული აღმოაჩინა დევიდ რობერტსონის გვამი. წინა დღეს რობერტსონი ელაპარაკებოდა ლოკს თუ რა კარგია ცხოვრება ოჯახისა და მეგობრების გარეშე, როგორკი კარგია მსოფლიოს გაშემო მოგზაურობა და გართობა. საერთო წლოვანების, სიმაღლის და წონის გამო ლოსკს არ გასჭირვებია ადგილობრივი მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ გარდაცვლილი თვითონ - დევიდ ლოკი იყო და არადევიდ რობერტსონი. ლოკმა ფრთხილად შეცვალა პასპორტის სურათები (თავის სურათი რობერტსონის პასპორტსი ჩააკრა და პირიქით), მიცვალებული თავის ოთახში გადაასვენა და რობერტსონის სამოსი ჩაიცვა.