დეპრესია
დეპრესია (ლათ. depressio — „დათრგუნული“) — ადამიანის ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს; ასევე გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა. დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიურმა, ფსიქოლოგიურმა, სოციალურმა და ცხოვრების წესთან დაკავშირებულმა ფაქტორებმა. ის მოქმედებს როგორც ადამიანის ფიქრებზე, ისე გრძნობებსა და ქცევებზე.
დეპრესია მძიმე ფსიქიკური დაავადებაა, თუმცა პაციენტების 80% სრულად იკურნება. ძალიან მძიმე სახის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი ისე დააუძლუროს, რომ მან დაკარგოს ინტერესი ყველაფერი იმის მიმართ, რაც აინტერესებდა და მოსწონდა (ანჰედონია). დეპრესიის დიაგნოსტირებას ახდენს ფსიქიატრი ან ფსიქოთერაპევტი. დეპრესიის მკურნალობა მოიცავს როგორც ფსიქოთერაპიას, ისე მედიკამენტურ ან პროცედურულ მკურნალობას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Simon, Karen Michele; Freeman, Arthur M.; Epstein, Norman (1986). Depression in the family. New York: Haworth Press. ISBN 0-86656-624-4.