ფსიქოთერაპია
ფსიქოთერაპია — ფსიქოლოგიური საშუალებებისა და ხერხების (ჰიპნოზი, შთაგონება, აუტოტრენინგი, ჯგუფური ფსიქოთერაპია) გამოყენებით ადამიანის ფსიქიკაში ინტერვენცია ქცევის შეცვლის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, პრობლემების გადალახვის გაადვილების მიზნით.
ფსიქოთერაპია მიისწრაფვის გააუმჯობესოს ადაიმანის ცხოვრების ხარისხი, და მენტალური ჯანმრთელობა, გადალახოს ან შეამციროს პრობლემური ქცევა, რწმუნებულებები, კომპულსიები, ფიქრები ან/და ემოციები, გააუმჯობესოს ურთიერთობები და სოციალური უნარები. არსებობს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა ფორმები, მეთოდები და მიმდინარეობები. ზოგი მათგანი არის მტკიცებულებაზე დაფუძნებული დიაგნოსტირებული მენტალური აშლილობების სამკურნალოდ. ხოლო ზოგიერთი მათგანი გაკრიტიკებულია როგორც ფსევდომეცნიერული.
არსებობს ათასობით ფსიქოთერაპიული ტექნიკა. ფსიქოთერაპევტი არის მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი. მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ასევე მიეკუთვნება ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი, მენტალური ჯანრმთელობის მედდა, კლინიკური და სოციალური მუშაკი, ოჯახის კონსულტანტი და სხვა.
ფსიქოთერაპიის სახეები
რედაქტირებაგამოიყოფა ფსიქოთერაპიის რამდენიმე სახე:
- ზოგადი ფსიქოთერაპია _ ღონისძიებები, რომლებიც აუმჯობესებენ ავადმყოფის ფსიქიკაზე ზემოქმედ გარე გარემოებებს (შრომის რაციონალიზაცია, კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრის ხელშეწყობა, რეჟომის ორგანიზება, რომელიც ყურადღებას ფანტავს ფსიქოტრავმული რემინისცენციისგან და სხვ.), ავადმყოფთან ფსიქოთერაპიული საუბრების ჩატარება.
- სპეციალური ფსიქოთერაპია _ თერაპიული ზემოქმედების განხორციელება ავდმყოფის დამშვიდების, მისი მტკივნეული შეგრძნებების შესუსტების, პიროვნების ფსიქოკომპენსატორული მექანიზმების მობილიზაციის, პათოლოგიური სტერეოტიპების რღვევის მიზნით, ჰიპნოთერაპიის გამოყენება.
- რაციონალური ფსიქოთერაპია _ ავადმყოფისთვის მისი არაადეკვაატური ქცევის ახსნა, მისი ქცევის კორექცია, დეფორმირებული წარმოდგენების გარდაქმნა, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევების მოხსნა.
- ფუნქციური ვარჯიში _ მუდმივი ქცევითი ვარჯიშებით ნევროტული დარღვევების მოხსნა, მუდმივი ქცევითი ვარჯიშები ფობიების დაზლევის მიზნით, ავადმყოფის საკუთარი ფსიქიკური შესაძლებლობების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება.
- აუტოგენური ვარჯიში _ ფსიქიკური მოდუნების მდგომარეობის თვითშთაგონება (სიტყვის ფსიქიკურ და ვეგეტატიურ პროცესებთან კავშირის გამოყენებით.
- კოლექტიური ფსიქოთერაპია _ სუგესტიური (შთაგონებითი) თერაპიის ჩატარება კოლექტიური ურთიერთქმედების პირობებში, ავადმყოფის დარწმუნების ფორმირება კოლექტიურ ურთიერთქმედებაში.
ფსიქოთერაპია ყველა ვითარებაში არის მკურნალობის მეთოდი, ავადმყოფის პიროვნებაზე ფსიქიკური ზეგავლენის გარკვეული სისტემა, რომლის მიზანია ავადმყოფს შეუმსუბუქოს ან მოუხსნას ავადმყოფობის ნიშნები, გამოუმუშავოს დადებითი ემოციური განწყობა, ნებითი აქტივობა, თავისი ძალებისადმი რწმენა და შეგნებული დამოკიდებულება ავადმყოფური მოვლენებისადმი.
განასხვავებენ ზოგად და კერძო, ანუ აქტიურ, სპეციფიკურ, ე. წ. კაუზალურ ფსიქოთერაპიას.
ზოგადი ფსიქოთერაპია გულისხმობს ავადმყოფისთვის ისეთი ოპტიმალური მდგომარეობის შექმნას, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ავადმყოფისადმი ექიმისა და სამედიცინო პერსონალის ეთიკურ დამოკიდებულებას.
აქტიური ფსიქოთერაპია გულისხმობს მკურნალობის იმ წესს, როცა ძირითადად გამოყენებულია სიტყვა.
აქტიური ფსიქოთერაპიის სახეები
რედაქტირებარაციონალური ფსიქოთერაპია _ ექიმი მიმართავს ახსნა-განმარტებით, ლოგიკური დარწმუნების გზას, რათა პაციენტმა შეიმუშავოს თავისი ავადმყოფური განცდების კრიტიკული განსჯისა და შეგნებული შეფასების უნარი.
შთაგონება ანუ სუგესტიური ფსიქოთერაპია _ ამ დროს შთაგონება შეიძლება ჩაუტარდეს როგორც მღვიძარე, ასევე ჰიპნოზირებულ ავადმყოფს, როდესაც ფსიქოთერაპიული მიზნით ის სხვადასხვა სიღრმის ძილის მდგომარეობაში იმყოფება.
არსებობს ფსიქოთერაპიის სხვა სახეებიც: ავტოგენური ფსიქოთერაპია, ნარკოფსიქოთერაპია, კომბინირებული ფსიქოთერაპია, პლაცებო-ეფექტი და სხვ.
ფსიქოთერაპიას იყენებენ ნევროზის, ფსიქოპათიის, ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის დროს. მისი შედეგი დიდწილად დამოკიდებულია დაავადებული პიროვნების დამახასიათებელ თავისებურებებზე.
წყარო
რედაქტირება- ს. თეზელიშვილი, "ფსიქოლოგიური ენციკლიპედია", თბ. 2007 წ.