მიქელანჯელო ანტონიონი
მიქელანჯელო ანტონიონი (იტალ. Michelangelo Antonioni; დ. 29 სექტემბერი, 1912 — გ. 30 ივლისი, 2007) — იტალიელი კინორეჟისორი.
მიქელანჯელო ანტონიონი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 სექტემბერი, 1912 ფერარა, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
30 ივლისი, 2007 რომი, იტალია |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1942-2004 |
მეუღლე(ები) |
ლეტიცია ბალბონი (1942–1954) ენრიკა ანტონიონი (1986–2007) |
ოსკარი | საპატიო ოსკარი (1994) |
სხვა ჯილდოები |
ვერცხლის ლომი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაანტონიონი დაიბადა ქალაქ ფერარაში. დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით. 1939 წელს მუშაობა დაიწყო რომში. რეჟისორული დებიუტი ანტონიონიმ 1942 წელს დოკუმენტური ფილმით „ადამიანები მდინარე პოდან“ დაიწყო. მისი პირველი გამორჩეული ფილმი იყო „მეგობრები“, რომელიც 1955 წელს ვერცხლის ლომით დაჯილდოვდა.
მის შემოქმედებას ეკუთვნის ეგზისტენციალისტური ტეტრალოგია: „თავგადასავალი“, „ღამე“, „დაბნელება“, „წითელი უდაბნო“. ფილმი „ღამე“ ოქროს დათვით დაჯილდოვდა, ხოლო თავად ანტონიონიმ დავიდ დი დონატელოს პრემია მიიღო საუკეთესო რეჟისორისთვის.
ანტონიონის ეკუთვნის ასევე „ზაბრისკი პოინტი“, რომლის მუსიკა Pink Floyd-ს ეკუთვნის და „პროფესია რეპორტიორი“ ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით. ფილმი „წითელ უდაბნო“ 1964 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომით დაჯილდოვდა, ხოლო ფილმი ფოტოგადიდება კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა.
კინორეჟისორი ყურადღებას ყოველთვის ადამიანებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე ამახვილებდა. მისი მუზა მსახიობი მონიკა ვიტი იყო. ამ უკანასკნელს რამდენიმე მთავარი როლი აქვს შესრულებული ანტონიონის ფილმებში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1955 — დაქალები / Le amiche
- 1957 — ყვირილი / Il grido
- 1960 — თავგადასავალი / L’avventura
- 1961 — ღამე / La notte
- 1962 — დაბნელება / L’eclisse
- 1964 — წითელი უდაბნო / Il deserto rosso
- 1966 — ფოტოგადიდება / Blowup
- 1970 — ზაბრისკი პოინტი / Zabriskie Point
- 1975 — პროფესია: რეპორტიორი / Professione: reporter
- 1980 — ობერვალდის საიდუმლო / Il mistero di Oberwald
- 1982 — ქალის იდენტიფიკაცია / Identificazione di una donna
- 1995 — ღრუბლებს მიღმა (ვიმ ვენდერსთან ერთად) / Par Dela Les Nuages
- 2004 — ეროსი (ეპიზოდი «საგნების საშიში კავშირი») / Eros (Il filo pericoloso delle cose)