ღამე (1961 წლის ფილმი)
„ღამე“ (იტალ. La Notte) — რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიონის 1961 წლის ფილმი. ეს რეჟისორის ეგზისტენციალური ტრილოგიის მეორე ფილმია, მას წინ უძღოდა „თავგადასავალი“ (L’Avventura) და მოჰყვა „დაბნელება“ (L’Eclisse).
„ღამე“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | მიქელანჯელო ანტონიონი |
პროდიუსერი | ემანუელე კასუტო |
სცენარის ავტორი | მიქელანჯელო ანტონიონი, ენიო ფლაიანო, ტონინო გუერა |
ტექსტს კითხულობს | ჯონათან ჰაიდი |
როლებში | მარჩელო მასტროიანი, ჟანა მორო, მონიკა ვიტი |
მუსიკა | ჯორჯო გასლინი |
ოპერატორი | ჯანი ვენანცო |
მონტაჟი | ერალდო და რომა |
დისტრიბუტორი | United Artists, Lopert Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 122 წთ. |
ქვეყანა | იტალია |
ენა | იტალიური |
შემოსავალი | 470 მილიონი იტალიური ლირა[1] |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი ცოლ-ქმრის სიყვარულის დასასრულის ამბავს გადმოსცემს. მოქმედება 60-იანი წლების დასაწყისში მილანში ვითარდება. ჯოვანი და ლიდია უკვე დიდი ხნის ცოლ-ქმარია. ჯოვანი წარმატებული მწერალია, მაგრამ ნელ-ნელა შთაგონებას კარგავს და მხოლოდ მოგონებები ასაზრდოებს, რაც ახალი ნაწარმოების შესაქმნელად საკმარისი არ არის. ის ლიდიას მიმართ ვნებასაც კარგავს. ცოლ-ქმარი ერთად დადის მეგობრებთან სანახავად, პრეზენტაციებზე, ბარებში, წვეულებებზე, მიუხედავად ამისა, ჯოვანი სხვა ქალებთან ფლირტის გაბმას ცდილობს. ლიდიაც ცდილობს დროის თავისუფლად გატარებას: ტაქსით ქალაქიდან გადის და მიყრუებულ უბნებში სხვადასხვა სანახაობებს, მამაკაცთა ჩხუბს და სათამაშო რაკეტების გაშვებას აკვირდება.
ერთ-ერთ წვეულებაზე ჯოვანი მთელ საღამოს ახალგაზრდა ვალენტინასთან ატარებს. ლიდია თავის მხრივ უცნობ მამაკაც რობერტოს დაუახლოვდება, მასთან ცეკვავს და ქალაქში მასთან ერთად სეირნობს, მაგრამ ბოლო მომენტში რობერტოს კოცნაზე მაინც უარს ამბობს.
ჯილდოები
რედაქტირებაფილმი ბერლინის კინოფესტივალის ოქროს დათვის მფლობელი გახდა. ამავე წელს მიქელანჯელო ანტონიონის გადაეცა დავიდ დი დონატელოს სახელობის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკოლი, მარინა (2016). The Rise and Fall of the Italian Film Industry. გაერთიანებული სამეფო: Taylor & Francis. ISBN 1317654374.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ნიკოლი 2016, p. 198.