დავიდ დი დონატელო
იტალიის კინოაკადემიიის (L'accademia del Cinema Italiano)[1] მიერ 1955 წელს დაარსებული კინოპრიზი - „დონატელოს დავითი“ (David di Donatello Award),[2] 2006 წლიდან გადაიცემა 24 კატეგორიაში, გავლენით და პოპულარობით უტოლდება ვენეციის კინოს და სან-რემოს იტალიური სიმღერის ფესტივალს.
ისტორია
რედაქტირება„დონატელოს დავითით“ დაჯილდოების ცერემონია პირველად ჩატარდა რომში 1955 წლის გაზაფხულზე. ინიციატივა ეკუთვნოდა ე.წ. კულტურულ კლუბს („Open Gate“), რომლის მიზანი იყო ყოველწლიურად პატივი მიეგოთ საუკეთესო იტალიური და უცხოური ფილმებისთვის. 1946 წლიდან მსგავსი ავტორიტერული პრიზი უკვე არსებობდა იტალიაში ე.წ. Nastro d'argento („ვერცხლისფერი ლენტები“), სადაც ხმის მიცემა მხოლოდ კინოკრიტიკოსებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ. „დავითის“ შემთხვევაში წლის საუკეთესო ფილმებს და კინომუშაკებს ასახელებენ კინო-ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალები: სცენარისტები, მსახიობები, ტექნიკოსები, რეჟისორები, პროდიუსერები და ა.შ.
ცერემონიას ოფიციალურ პატრონაჟს უწევს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი.
პრიზი
რედაქტირებაეს არის ადრინდელი აღორძინების ხანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, იტალიელი მოქანდაკის დონატელოს მიერ 1430-40 წლებში შექმნილი „დავითის“ ქანდაკების მოოქროვილი ასლი. ქანდაკება დგას მალაქიტის კვადრატის ფორმის სადგამზე, სადაც მიმაგრებულია მოოქროვილი ფირფიტა, პრიზის კატეგორიის, წლის და გამარჯვებულის სახელებით.
კატეგორიები
რედაქტირება- საუკეთესო ფილმი (Miglior film)
- საუკეთესო რეჟისორი (Migliore regista)
- საუკეთესო მსახიობი ქალი (Migliore attrrice protagonista)
- საუკეთესო მსახიობი კაცი (Migliore attore protagonista)
- საუკეთესო ევროპული ფილმი (Miglior Film dell'Unione Europea)
- საუკეთესო უცხოური ფილმი (Miglior film straniero)
ქართული, ქართველი რეჟისორების ფილმები
რედაქტირება- 1979 წელი; ნომინაცია - საუკეთესო უცხოური ფილმი;[3] ნატვრის ხე (L'Albero Dei Desideri) რეჟ: თენგიზ აბულაძე; გამარჯვებული[4]