მალაქიტი (ფრანგ. malachite < ბერძნ. malachē – ბალბა (სახელი ეწოდა ფოთლის ფერთან მსგავსების გამო) — კარბონატების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა CuCO3·Cu(ОН)2. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. კრისტალები იშვიათია, ჩვეულებრივ გვხვდება ფარულ ან წვრილკრისტალურ რიტმულზოლიანი თირკმლისებრი ნაჟონი აგრეგატები.

მალაქიტი
საერთო
კატეგორიაკარბონატების კლასის მინერალი
ქიმიური ფორმულაCuCO3·Cu(ОН)2
იდენტიფიკაცია
ფერიმწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა
კრისტალის სინგონიამონოკლინური
სიმაგრე მოოსის სკალით3,5-4,0
სიმკვრივე3900-4100 კგ/მ³ კგ/მ³

მწვანე, მოცისფრო, ზოგჯერ მურა ფერისაა. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4,0; სიმკვრივე 3900-4100 კგ/მ³. წარმოიქმნება სპილენძის სულფიდური მადნების დაჟანგვის ზონაში.

მალაქიტის მნიშვნელოვანი საბადოებია რუსეთში, ყაზახეთში, აფრიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩილეში და სხვა.

მალაქიტი ძვირფასი სანახელავო ქვაა; იყენებენ სამკაულად (ძველად — ინტერიერების მოსაპირკეთებლად)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება