ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (ინგლ. One flew over the cuckoo's nest) — რეჟისორ მილოშ ფორმანის მხატვრული ფილმი დრამის ჟანრში, კენ კიზის რომანის – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანიზაცია.

„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“
ჟანრი დრამატული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი მილოშ ფორმანი
პროდიუსერი სოლ ზაეცი, მაიკლ დაგლასი
სცენარის ავტორი ლორენს ჰაუენი, ბო გოლდმანი
ნაწარმოები ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
კენ კიზი
ისტორია დევიდ ფრენზონი
როლებში ჯეკ ნიკოლსონი
ლუიზ ფლეჩერი
ოპერატორი ჰესკელ ვექსლერი
მონტაჟი რიჩარდ ქრიუ, შელდონ კანი
დისტრიბუტორი United Artists
გამოსვლის თარიღი 9 ნოემბერი 1975
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 3 მლნ აშშ დოლარი
შემოსავალი 108 მლნ აშშ დოლარი

ფილმის პრემიერა შედგა 1975 წლის 19 ნოემბერს, ჩიკაგოს კინოფესტივალზე. კინემატოგრაფიის ისტორიაში სურათი გახდა მეორე, რომელმაც ოსკარი ხუთ ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში მიიღო. ეს მიღწევა აქამდე მხოლოდ „ეს ერთხელ, ღამით მოხდა-ს“ (1934) ეკუთვნოდა. იგივე წარმატება ფილმმა გაიმეორა „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზეც – კინოს ისტორიაში პირველად.

ფილმი, რომელშიც ფსიქიატრიული კლინიკის კედლებში მომხდარ დრამაზეა მოთხრობილი, თითქმის მთლიანად გადაიღეს შტატ ორეგონის შესაბამისი პროფილის საავადმყოფოში.

მაყურებელმა ფილმი თბილად მიიღო – მხოლოდ აშშ-ში შემოსავალმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს რეჟისურასა და მსახიობების თამაშს და ფილმი 1970-იანი წლების ამერიკული კინემატოგრაფის „ახალი ტალღის“ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიარეს.

ფილმში მოქმედება 1963 წელს ვითარდება. დამნაშავე რენდალ პატრიკ მაკმიორფი (ჯეკ ნიკოლსონი) ექსპერტიზისთვის ციხიდან ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაჰყავთ.

განყოფილებაში მოხვედრისას, მაკმიორფის ხვდება მკაცრი დღის წესრიგი, რომელიც უფროსმა მედდამ – მილდრედ რეტჩედმა (ლუიზა ფლეტჩერი) დააწესა, რაც ჯგუფური თერაპიის დროს პაციენტთა პირად ცხოვრებაში ჩარევასთან ერთად მაკმიორფის პროტესტს იწვევს. მას არ ესმის, თუ რატომ ითმენენ, თუნდაც არც თუ ისე ჯანმრთელი ადამიანები პერსონალის მხრიდან ამგვარ მოპყრობას. იგი პერსონალთან ურჩობს, მისი ორგანიზებით განყოფილებაში ყალიბდება აზარტული თამაშების კუთხე; იგი აწყობს ხმისმიცემას, რათა შეიცვალოს დღის წესრიგი და პაციენტებმა ბეისბოლის მსოფლიოს სერიის ტელევიზორით ყურება მოახერხონ. წარუმატებელი ხმისმიცემის შემდეგ იგი ახლოვდება ქრონიკულად დაავადებულ პაციენტთან – მაღალ და ძლიერ ამერიკელ ინდიელთან, რომელსაც „ბელადს“ ეძახიან და რომელსაც ყველა ყრუ-მუნჯად მიიჩნევს. მაკმიორფი აგრეთვე აწყობს საავადმყოფოდან გაქცევას და პაციენტებთან ერთად სათევზაოდ მიდის.

კონსილიუმის დროს ექიმები ფიქრობენ, რომ მაკმიორფი სიმულანტია და ციხეში უნდა დაბრუნდეს. თუმცა, მედდა რეტჩედის აზრით, იგი განყოფილებაში უნდა დარჩეს. მაკმიორფი, რომელიც საავადმყოფოში იძულების წესითაა მოთავსებული, მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ პაციენტების უმრავლესობა საავადმყოფოში საკუთარი ნებითაა და შესაბამისად, მედდის წესებზე მისი განხორციელებული შეტევები უაზროა. ესმის რა, რომ შეიძლება საავადმყოფოში ხანგრძლივი ვადით დატოვონ, მაკმიორფი იღებს გადაწყვეტილებას, გაიქცეს.


  • ჯეკ ნიკოლსონი — რენდელ მაკმერფი
  • ლუიზ ფლეჩერი — მედდა რეთჩიდი
  • უილიამ რედფილდი — დეილ ჰარდინგი
  • უილ სამფსონი — ბრომდენი
  • ბრედ დიურიფი — ბილი ბიბიტი
  • სიდნი ლასიკი — ჩარლი ჩესვიკი
  • დენი დევიტო — მარტინი

ფილმის გადაღება

რედაქტირება

სანამ რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანებზე მოხვდებოდა, ის თეატრის სცენაზე დაიდგა. ბროდვეის სცენაზე, მაკმერფის კირკ დაგლასი ასრულებდა. მანვე იყიდა კენ კიზისგან ფილმის გადაღების უფლება 20 ათას დოლარად. კერკმა ფილმის გადაღების უფლება თავის შვილს მაიკლ დაგლასს გადასცა. კირკი ფიქრობდა, რომ მაიკლი ამ ფილმში მაკმერფის როლს მამას მისცემდა, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ მამამისი ამ როლისთვის ზედმეტად ხანშიშესული იყო. ამ მიზეზით მამა-შვილი დიდი ხნის მანძილზე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.

თავად კენ კიზი, რომანის ავტორი, ამბობდა, რომ მას ფილმი არასდროს უნახავს.[1] როგორც ჩანს, რეჟისორმა მას სერიოზულად დასწყვიტა გული. ის აპროტესტებდა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.

ჯილდოები

რედაქტირება

ოსკარის ისტორიაში ეს იყო მეორე ფილმი, რომელმაც აკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო. ფილმი ასევე ოქროს გლობუსის ექვსი ნომინაციიდან ექვსივეს მფლობელი გახდა. მაკ მერფის როლს ფილმში ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო ჯეკ ნიკოლსონის უმაღლესი კლასის თამაში. „როდესაც 133 წუთის მანძილზე მაკმერფის უყურებ ხვდები, რომ შენ მეგობარი დაკარგე, თუმცა ამავე დროს გიხარია, რომ მას რეალურად არც იცნობდი“.

ოსკარი

ოქროს გლობუსი

BAFTA

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Paul R. Betz, Mark Christopher Carnes, {{{სათაური}}} = American National Biography / Mark Christopher Carnes, Oxford University Press, 2005, ISBN 0195222024.