ტიმ ბარტონი
ტიმოთი უილიამ ბარტონი (ინგლ. Timothy William Burton; შემოკლებით ტიმ ბარტონი; დ. 25 აგვისტო, 1958, ბერბანკი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, ანიმატორი და მწერალი-სცენარისტი. თანამედროვე სანახაობითი კინოს ოსტატი, საკუთარ ნაწარმოებებში შავ იუმორსა და მაკაბრულ ელემენტებს იყენებს. მის ფილმებში ხშირად თამაშობს ჯონი დეპი.
ტიმ ბარტონი | |
---|---|
კინორეჟისორი, ანიმატორი, მწერალი-სცენარისტი | |
მშობლიური სახელი | Tim Burton |
დაბადების თარიღი |
25 აგვისტო, 1958 ბერბანკი, კალიფორნია |
საქმიანობა | რეჟისორი |
მეუღლე(ები) | ჰელენა ბონემ კარტერი (2001-2014) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბარტონმა კარიერა დაიწყო, როგორც დისნეის სტუდიის ანიმატორმა. სარეჟისორო დებიუტი შედგა 1985 წელს ფილმით „პი-ვის დიდი თავგადასავალი“, რასაც 1988 წელს მოჰყვა „ბიტლჯუსი“. 1980-იანების ბოლოს გადაიღო ორი ფილმი სუპერგმირ ბეტმენის შესახებ: „ბეტმენი“ (1989) და „ბეტმენი ბრუნდება“ (1992). 1991 წელს გადაიღო „მაკრატელისხელება ედვარდი“, რომელიც წარმოადგენდა გოთიკურ სტილში გადაღებულ სასიყვარულო ისტორიას. იყო პროდიუსერი 1993 წელს გამოსული ფილმისა „კოშმარი შობის წინ“, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. 1994 წელს გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი „ედ ვუდი“. 1996 წელს გადაიღო სამეცნიერო-ფანტასტიკა „მარსი გვიტევს!“, რომელიც საკულტო კლასიკად იქცა. 1999 წელს გადაიღო გოთიკური ჰორორ ფილმი „მთვლემარე სიცარიელე“. 2001 წელს გადაიღო „მაიმუნების პლანეტის“ რიმეიკი. 2003 წელს გადაიღო ფილმი „დიდი თევზი“,. რასაც მოჰყვა „პატარძალი-გვამი“ და „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ 2005 წელს. 2007 წელს გადაიღო მიუზიკლი „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“, 2010 წელს გადაიღო 3D ფილმი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ხოლო 2012 წელს — „ფრანკენუინი“. 2014 წელს გადაიღო ფილმი „დიდი თვალები“. ბარტონის მომავალი ფილმებია „მისს პერეგრინის უცნაური ბავშვების სახლი“ (2016) და „ბიტლჯუს 2“ (2017).
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ფილმი | რეჟისორი | პროდიუსერი | სცენარის ავტორი |
---|---|---|---|---|
1982 | ვინსენტი | |||
1984 | ფრანკენუინი | |||
1985 | პი-ვის დიდი თავგადასავალი | |||
1988 | ბიტლჯუსი | |||
1989 | ბეტმენი | |||
1990 | მაკრატელისხელება ედვარდი | |||
1992 | ბეტმენი ბრუნდება | |||
1993 | კოშმარი შობის წინ | |||
1994 | იუნგა | |||
ედ ვუდი | ||||
1995 | ბეტმენი სამუდამოდ | |||
1996 | ჯეიმზი და გიგანტური ატამი | |||
მარსი გვიტევს! | ||||
1999 | მთვლემარე ხეობა | |||
2001 | მაიმუნების პლანეტა | |||
2003 | დიდი თევზი | |||
2005 | ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | |||
პატარძალი-გვამი | ||||
2007 | სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან | |||
2009 | 9 | |||
2010 | ალისა საოცრებათა ქვეყანაში | |||
2012 | ბნელი ჩრდილები | |||
აბრაჰამ ლინკოლნი: ვამპირებზე მონადირე | ||||
ფრანკენუინი | ||||
2014 | დიდი თვალები | |||
2016 | ალისა საოცრებათა ქვეყანაში: სარკის გავლით | |||
მისს პერეგრინის უცნაური უცნაური ბავშვების სახლი |
ანიმატორი
რედაქტირება- მელა და ძაღლი არ არის მითითებული (1981) - დამატებითი ანიმატორი, პერსონაჟი ’’ვიქსი’’
- ტრონი არ არის მითითებული (1982)
- შავი კარდალა (არ გამოიყენეს მის მიერ შექმნილი ფონები) არ არის მითითებული, (1985)
პროდიუსერი
რედაქტირება- კოშმარი შობის წინ (1993)
- ბეტმენი ბრუნდება (1992)
- იუნგა (1994)
- ბეტმენი სამუდამოდ (1995)
- ჯეიმზი და გიგანტური ატამი (1996)
- პატარძალი-გვამი (2005)
- 9 (2009)
როგორც მიწვეული სტუმარი
რედაქტირება- მარტოსულები (1992)
- ჰოფა (1992)
- კოშმარი შობის წინ (სცენა ამოჭრილია)
ინტერნეტ-ანიმაცია
რედაქტირება- სტენბოის სამყარო (2000)