სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან (2007 წლის ფილმი)

სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან (ინგლ. Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street)— 2007 წლის საშინელებათა მიუზიკლი, გადაღებული ტიმ ბარტონის მიერ. დაფუძნებულია სტეფან სონდჰაიმისა და ჰიუ ვილერის 1979 წლის ტონის ჯილდოს ლაურეატ მიუზიკლზე „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“. აღწერილია გამოგონილი XIX საუკუნეში მცხოვრები ინგლისელი დალაქისა და სერიული მკვლელის, სუინი ტოდის, ისტორია.

„სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“
რეჟისორი ტიმ ბარტონი
პროდიუსერი რიჩარდ დ. ზანუკი
ჯონ ლოგანი
უოლტერ ფ. პარკსი
ლორი მაკდონალდი
სცენარის ავტორი ჯონ ლოგანი
როლებში ჯონი დეპი
ჰელენა ბონემ კარტერი
ალან რიკმანი
ტიმოთი სპოლი
ჯეინ ვაისნერი
საშა ბარონ კოენი
კომპოზიტორი სტეფან სონდჰაიმი
ოპერატორი დარიუშ ვოლსკი
მხატვარი დანტე ფერეტი
სტუდია Parkes/MacDonald Productions
The Zanuck Company
Neal Street Productions[1]
დისტრიბუტორი DreamWorks Pictures
(აშშ)
Warner Bros. Pictures
(საერთაშორისო)
გამოსვლის თარიღი
  • 3 დეკემბერი, 2007 (2007-12-03) (ნიუ-იორკი)
  • 21 დეკემბერი, 2007 (2007-12-21) (აშშ)
  • 25 იანვარი, 2008 (2008-01-25) (გაერთიანებული სამეფო)
ხანგრძლივობა 116 წთ.
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $50 მილიონი
შემოსავალი $152 523 164[2]

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ახალგაზრდა და ნიჭიერი დალაქი ბენჯამენ ბარკერი ლონდონში ცხოვრობდა მშვენიერ მეუღლე ლუსისთან და ერთადერთ ქალიშვილთან ერთად. ბოროტმა მოსამართლე ტურპინმა ბენჯამინ ბარკერს სამუდამო კატორღა მიუსაჯა, რათა მის ცოლს დაჰპატრონებოდა. 15 წლის შემდეგ ბარკერი კატორღიდან გაიქცა და ლონდონში სუინი ტოდის სახელით დასახლდა. მანსახლში ვერც ცოლი ნახა და ვერც ქალიშვილი. ქვედა სართულის მეზობელმა, მისის ლოვეტმა, რომელიც პატარა საცხობს ფლობდა, მოუყვა მას მომხდარის შესახებ. ტოდმა გადაწყვიტა შური ეძია მოსამართლეზე.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

მისის ლოვეტის როლზე განიხილებოდნენ ანეტ ბენინგი და ტონი კოლეტი, ხოლო სუინი ტოდისაზე კი — რასელ კროუ, ასევე რეჟისორად თავდაპირველად სემ მენდესი მოიაზრებოდა. საბოლოოდ სტუდია „Paramount“-მა გადაღება ტიმ ბარტონს მიანდო, რის გამოც გადადო ფილმ „Ripley’s Believe Or Not“ გადაღება. მსახიობებმა წინასწარი გასაუბრება გაიარეს მიუზიკლის ავტორ სტივენ სონდჰაიმთან. ფილმში კრისტოფერ ლიც მონაწილეობdა, მაგრამ მისი სცენები მოგვიანებით ამოიჭრა. გადაღებები მიმდინარეობდა ინგლისში, სტუდია „Pinewood-ში“ 2007 წლის 5 თებერვლიდან 14 ივნისამდე. ფილმის სარეკლამო ტრეილერებში არ იყო დაკონკრეტებული, რომ ფილმი მუსიკალური იყო. მხოლოდ პრემიერამდე ერთი კვირით ადრე გამოშვებულ ტრეილერში ჩანდა, რომ ჯონი დეპის გმირი მღეროდა.

ჯილდოები რედაქტირება

ოსკარი
  1. საუკეთესო მხატვრული გაფორმება: დანტე ფერეტი

ნომინაცია

  1. საუკეთესო მსახიობი კაცი: ჯონი დეპი
  2. საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: კოლინ ეტვუდი
ოქროს გლობუსი
  1. საუკეთესო მიუზიკლი ან კომედია
  2. საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში: ჯონი დეპი

ნომინაცია

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი მიუზიკლსა ან კომედიაში: ჰელენა ბონემ კარტერი
  2. საუკეთესო რეჟისორი: ტიმ ბარტონი
MTV-ის ჯილდო

საუკეთესო ბოროტმოქმედი: ჯონი დეპი

BAFTA

ნომინაცია

  1. საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: კოლინ ეტვუდი
  2. საუკეთესო გრიმი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Company Information“. nytimes.movies.com.
  2. Box office release data. Box Office Mojo, LLC. (2008-03-20).