ჯონი დეპი
ჯონ კრისტოფერ „ჯონი“ დეპი II (ინგლ. John Christopher "Johnny" Depp II; დ. 9 ივნისი, 1963[1]) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი. ფლობს ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში კინოსერიალით „ჯამპ-სტრიტი 21“. ითამაშა წარმატებულ ფილმებში „მაკრატელისხელება ედვარდი“ (1990), „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (2005), „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ (2010), „რანგო“ (2011), ასევე „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმებში (2003-დღემდე).
ჯონი დეპი | |
---|---|
ჯონი დეპი 2020 წელს | |
დაბადების სახელი | ჯონ კრისტოფერ დეპი II |
დაბადების თარიღი |
9 ივნისი, 1963 ოუენსბორო, კენტუკის შტატი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, სცენარების ავტორი, რეჟისორი, პროდიუსერი, მუსიკოსი |
აქტიური | 1984 – დღემდე |
მეუღლე(ები) | ლორი ენ ელისონი (1983-1985) |
პარტნიორ(ებ)ი |
|
შვილ(ებ)ი |
ლილი-როუზ დეპი ჯონ კრისტოფერ დეპ III |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში |
ჯონი დეპს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ფილმისათვის „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“ (2007) და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003). ჟურნალმა „People“ მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ (2003, 2009).[2] 2012 წელს შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით.[3]
ადრეული წლები
რედაქტირებაჯონ კრისტოფერ დეპი დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს, კენტუკის შტატის ქალაქ ოვენსბოროში .[1] მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი, — ოფიციანტი.[4] ოთხი შვილიდან ჯონი ყველაზე პატარა იყო.[5]
მამის სამსახურის გამო ჯონის ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. საბოლოოდ, როდესაც მომავალი მსახიობი 7 წლის იყო, ოჯახი ფლორიდაში დასახლდა. ვიდრე ჯონ კრისტოფერ დეპი სამსახურს იშოვიდა, დაახლოებით 1 წელიწადი მოტელში ცხოვრობდნენ. ჯონიმ ახალი სახლი შეიძულა და 12 წლის ასაკში მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება და თვითდაზიანება დაიწყო.[5]
1978 წელს ჯონის მშობლები გაიყარნენ. 16 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და მუსიკალურ ჯგუფს „The Kids“ შეუერთდა.[5]
სამსახიობო კარიერა
რედაქტირებატელევიზია
რედაქტირებაჯონი დეპმა მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამპ-სტრიტი 21“, რომლის პრემიერა 1987 წელს შედგა.[6] სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია.[6] მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას.
კინოროლები
რედაქტირებაჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე“ (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა.[6] მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული“ (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში „მაკრატელისხელება ედვარდი“; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.[6]
დეპის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო Walt Disney Pictures-ის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“ (2003),[7] რომელშიც მან კაპიტან ჯეკ ბეღურას როლი ითამაშა. კრიტიკოსებმა მსახიობის თამაში დადებითად შეაფასეს და ოსკარისთვისაც იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში.
2004 წელს დეპი კიდევ ერთხელ წარადგინეს ოსკარზე ფილმისათვის „ჯადოსნური ქვეყანა“. მომდევნო 2005 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, რომელიც ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა, მსახიობი კი ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული.[8]
ჯონი კვლავ დაუბრუნდა კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს „კარიბის ზღვის მეკობრეების“ შემდგომ ფილმებში: „მკვდრის სკივრი“ (2006), „მსოფლიოს დასასრული“ (2007), „უცნაურ ნაპირებზე“ (2011). თითოეული მათგანი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა.[9]
2007 წელს მსახიობმა ითამაშა ტიმ ბარტონის მიუზიკლში „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“; ამ როლისათვის მან ოქროს გლობუსი მოიგო.
საპროდიუსერო კომპანია
რედაქტირება2004 წელს ჯონი დეპმა დააარსა საპროდიუსერო კომპანია „Infinitum Nihil“, რომელიც მონაწილეობს პროექტებში, სადაც ის მსახიობი და/ან პროდიუსერია. კომპანიის პრეზიდენტი დეპის და, — კრისტი დემბროვსკია.[10] კომპანიის პირველი პროდუქტი იყო 2011 წელს გამოსული „რომის დღიურები“. 2011 წელსვე გამოვიდა მარტინ სკორსეზეს „ჰიუგო“, 2012 წელს კი ტიმ ბარტონის „ბნელი ჩრდილები“.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაჯონი დეპი შეხვდა ვანესა პარადისს 1998 წელს, ფილმ „მეცხრე კარიბჭის“ გადაღების დროს.[11] მათი ურთიერთობა 2012 წლის ივნისამდე გაგრძელდა.[12] დეპსა და პარადისს ჰყავს ორი შვილი, ლილი-როუზი მელოდი დეპი (დ. 1999) და ჯონ კრისტოფერი დეპი III (დ. 2002).[13]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1984 | ფ | საშინელება თელების ქუჩაზე | A Nightmare on Elm Street | გლენ ლენცი |
1985 | ფ | პირადი კურორტი | Private Resort | ჯეკ მარშალი |
1986 | ფ | ნელი წვა | Slow Burn | დონი ფლაშერი |
1986 | ფ | ოცეული | Platoon | ლერნერი |
1987–1990 | ს | ჯამპ-სტრიტი 21 | 21 Jump Street | ოფიცერი ტომას ჰენსონი |
1990 | ფ | მაკრატელისხელება ედვარდი | Edward Scissorhands | მაკრატელისხელება ედვარდი |
1993 | ფ | არიზონას ოცნება | Arizona Dream | აქსელ ბლეკმარი |
1993 | ფ | ბენი და ჟუნი | Benny & Joon | სემი |
1994 | ფ | ედ ვუდი | Ed Wood | ედ ვუდი |
1995 | ფ | დონ ჟუან დემარკო | Don Juan DeMarco | დონ ჟუანი/ჯონ რ. დემარკო |
1998 | ფ | ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში | Fear and Loathing in Las Vegas | რაულ დუკი |
1999 | ფ | მეცხრე კარიბჭე | The Ninth Gate | დინ კორსო |
2000 | ფ | შოკოლადი | Chocolat | როუქსი |
2000 | ფ | სანამ დაღამდება | Before Night Falls | ბონ ბონი |
2003 | ფ | ერთხელ მექსიკაში | Once Upon a Time in Mexico | შელდონ სენდსი |
2003 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა | Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl | ჯეკ ბეღურა |
2004 | ფ | ჯადოსნური ქვეყანა | Finding Neverland | ჯეიმზ მეთიუ ბარი |
2005 | ფ | ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | Charlie and the Chocolate Factory | ვილი ვონკა |
2005 | ფ | პატარძალი-გვამი | Corpse Bride | ვიქტორ ვან დორტი |
2005 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი | Pirates of the Caribbean: Dead Man's Chest | ჯეკ ბეღურა |
2007 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: სამყაროს დასასრულთან | Pirates of the Caribbean: At World's End | ჯეკ ბეღურა |
2007 | ფ | სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან | Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street | სუინი ტოდი/ბენჯამინ ბარკერი |
2009 | ფ | დოქტორ პარნასის წარმოსახვა | The Imaginarium of Doctor Parnassus | ტონის ტრანსფორმაცია |
2009 | ფ | საზოგადოების მტრები | Public Enemies | ჯონ დილინჯერი |
2010 | ფ | ალისა საოცრებათა ქვეყანაში | Alice in Wonderland | შეშლილი მექუდე |
2010 | ფ | ტურისტი | The Tourist | ფრენკ ტუპელო |
2011 | ანფ | რანგო | Rango | რანგო |
2011 | ფ | კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე | Pirates of the Caribbean: On Stranger Tides | ჯეკ ბეღურა |
2011 | ფ | ჯეკი და ჯილი | Jack and Jill | საკუთარი თავი |
2011 | ფ | რომის დღიური | The Rum Diary | პოლ კემპი |
2012 | ფ | ჯამპ-სტრიტი 21 | 21 Jump Street | ოფიცერი ტომას ჰენსონი |
2012 | ფ | ბნელი ჩრდილები | Dark Shadows | ბარნაბას კოლინსი |
2013 | ფ | მარტოხელა რეინჯერი | The Lone Ranger | ტონტო |
2014 | ფ | ტრანსცენდენცია | Transcendence | დოქტორი უილ კასტერი |
2016 | ფ | ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი | Fantastic Beasts and Where to Find Them | გილერტ გრინდელვალდი |
2019 | ფ | ჯადოსნური ცხოველები: გრინდელვანდის დანაშაული | Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald | გელერტ გრინდელვანდი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Celebrity Central: Johnny Depp. People.
- ↑ Johnny Depp at People. People (May 19, 2011).
- ↑ Justin Bieber, Miranda Cosgrove, & Lady Gaga Are Welcomed Into 2012 Guinness World Records. kaneshow.com
- ↑ The Genealogist, "Richard T. Oren Depp ( 1 879- 1 9 1 2); m. Effie America Palmore. 9th gen. Oren Larimore Depp; m. Violet Grinstead. 10th gen. John Christopher Depp; m. Betty Sue Wells. 1 1th gen John Christopher Depp II (Johnny Depp), b. 9 June 1963, Owensboro. See Warder Harrison, "Screen Star, Johnny Depp, Has Many Relatives in Ky.," Kentucky Explorer (Jackson, Ky), July–August 1997, 38–39. 247 Barren Co."
- ↑ 5.0 5.1 5.2 Johnny Depp biography. biography.com.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 განაცხადა „Inside the Actors Studio“-სთან ინტერვიუში, 2002 წელს.
- ↑ Interview: Johnny Depp. MoviesOnline. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-07-05.
- ↑ Charlie and the Chocolate Factory. Hollywood Foreign Press Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-15.
- ↑ ‘Pirates’ plunders record $132M at box office. nbcnews
- ↑ Johnny Depp Infinitum Nihil. Deppimpact.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 5, 2012. ციტირების თარიღი: June 15, 2012.
- ↑ Johnny Depp Not the Marrying Kind. SoFeminine.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-16.
- ↑ Johnny Depp & Vanessa Paradis Officially Split. People (June 19, 2012).
- ↑ „Baby boy for Depp and Paradis“. BBC News. September 18, 2002.