ჯეკ ბეღურა (ინგლ. Jack Sparrow) — უოლტ დისნეის „კარიბის ზღვის მეკობრეების“ პერსონაჟი. ცნობილი გახდა ფილმების სერიით, რომელშიც მისი როლი ჯონი დეპმა განასახიერა.

კაპიტანი ჯეკ ბეღურა

ჯონი დეპი კაპიტან ჯეკ ბეღურას როლში ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული“
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
დაბ. თარიღი 28 თებერვალი
საქმიანობა მეკობრეების კაპიტანი
კარიბის ზღვის მეკობრეთა ყოფილი მეთაური

ფილმებში ჯეკ ბეღურა არის ქარიზმატული ავანტიურისტი მეკობრე, რომელიც არ არის ადვილად დასაჭერი. იგი იყო მეკობრეების გემის, „შავი მარგალიტის“ მკვიდრი, თუმცა იგი დატოვეს კუნძულზე. შემდეგ იგი ხელში ჩაუვარდება ინგლისელებს. მას გააპარებს უილიამ ტერნერი (ორლანდო ბლუმი), იმ პირობით,რომ დაიხსნიან ელიზაბეთ სუონს, რომელიც „შავი მარგალიტის“ მეკობრეებმა გაიტაცეს. ამასთან, ჯეკი ცდილობს, დაიბრუნოს „შავი მარგალიტი“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება