ლილი-როუზ დეპი
ლილი-როუზ მელოდი დეპი (ინგლ. Lily-Rose Melody Depp; დ. 27 მაისი, 1999[1], ო-დე-სენა, საფრანგეთი) — ფრანგი-ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი[2]. ცნობილი გახდა 2016 წლის ფილმში „მოცეკვავე“ შესრულებული აისედორა დანკანი და 2019 წლის ფილმში „მეფე“ შესრულებული დედოფალ კატრინ დე ვალუას როლებით.
ლილი-როუზ დეპი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 მაისი, 1999 ო-დე-სენა, საფრანგეთი |
მოქალაქეობა | საფრანგეთი, აშშ |
პროფესია | მსახიობი, მოდელი |
აქტიური | 2014-დღემდე |
მშობლები |
მამა: ჯონი დეპი დედა: ვანესა პარადი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებალილი-როუზ მელოდი დეპი დაიბადა 1999 წლის 27 მაისს ო-დე-სენას რეგიონში, საფრანგეთში, პარიზთან ახლოს[1]. იგი არის ამერიკელი მსახიობის, პროდიუსერისა და მუსიკოსის, ჯონი დეპისა და ფრანგი მსახიობის, მოდელისა და მომღერლის, ვანესა პარადის უფროსი ქალიშვილი[1]. მას ჰყავს ერთი უმცროსი ღვიძლი ძმა, ჯონ „ჯეკ“ კრისტოფერ დეპ III[3]. აღსანიშნავია, რომ ლილი-როუზს ცნობილი ფრანგი მსახიობი ალისონ პარადი დეიდად ერგება[4]. იგი ასევე არის კოლონიების თავისუფლებისათვის მებრძოლ ელიზაბეთ კი გრინსტედის (1630-1665) შთამომავალი[5].
2012 წელს, 14-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ლილი-როუზის მშობლები დაშორდნენ, რის შემდეგაც იგი მამასთან დარჩა, რომელთან ერთადაც იგი ხან ლოს-ანჯელესში, ხანაც პარიზში ცხოვრობდა[6].
კარიერა
რედაქტირებალილი-როუზ დეპის სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში „ეშვი“ შესრულებული კოლინ კოლეტის როლით, რომლის პრემიერაც 2014 წელს შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე[7]. 2015 წელს იგი გადაიღეს კლიპში სიმღერისთვის „მთელი მსოფლიოს გარშემო“, რეჯი სნოუს შესრულებით. ამავე წელს იგი გახდა Chanel-ის ბრენდის სახე[8].
უკვე 2016 წელს დეპს ფილმში „მოცეკვავე“ ამტკიცებენ მთავარ, აისედორა დანკანის როლზე, რომლის პრემიერაც იმავე წლის მაისში შედგა კანის კინოფესტივალზე[9]. ამ როლისათვის იგი ნომინირებული იყო ცეზარის 42-ე და ლუმიერის 22-ე დაჯილდოებაზე.
2016 წელსვე იგი დაამტკიცეს კეიტ ბარლოუს როლზე ფილმში „პლანეტარიუმი“. 2018 წელს კი ფილმში „ერთგული კაცი“ შეასრულა ევას მთავარი როლი. მისი პრემიერა იმავე წლის 9 სექტემბერს შედგა ნიუ-იორკის კინოფესტივალზე.
2019 წელს იგი ფილმში „მეფე“ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი, ფრანგი პრინცესისა და ინგლისის დედოფალ კატრინ დე ვალუას როლი[10]. ფილმში მასთან ერთად მონაწილეობდა მსახიობი ტიმოთი შალამე, რომელიც მისი ქმრის, მეფე ჰენრი V-ის როლშია. ფილმის პრემიერა 2019 წლის სექტემბერში შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებადეპი მერილინ მენსონის ნათლულია[11]. მშობლების პოპულარობის გამო იგი დაბადებიდანვე ტაბლოიდებისა და მედიის რეპორტაჟების ყურადღების ცენტრშია. იგი ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს[12], ისევე, როგორც საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობას[13]. ლილი-როუზმა 2016 წელს მიატოვა სკოლა, რათა სამსახიობო კარიერაზე მოეხდინა კონცენტრირება[14]. წარსულში იგი ასევე ებრძოდა ანორექსიას, თუმცა გამოჯანმრთელება მოახერხა[15][16].
მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო ხმის მიცემის უფლება არ ჰქონია, 2016 წლის არჩევნებისას იგი დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ბერნი სანდერსს უჭერდა მხარს[17].
2018 წელს ფილმის „მეფე“ გადაღებისას მან ურთიერთობა დაიწყო ამავე ფილმის თანავარსკვლავ ტიმოთი შალამესთან[18]. ბრიტანული Vogue-ს ცნობებზე დაყრდნობით, წყვილი ერთმანეთს 2020 წლის დასაწყისში დაშორდა[19].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Blitz, Michael (2008). Johnny Depp: A Biography. Greenwood Publishing Group. p. 71.
- ↑ Vogue Australia, Vogue (February 4, 2019). "Lily-Rose Depp Interview". Vogue Australia Youtube.
- ↑ "Baby boy for Depp and Paradis". BBC. April 18, 2002. Retrieved June 9, 2015.
- ↑ "Vanessa Paradis brings sister as date to movie premiere". Page Six. January 24, 2012. Retrieved June 9, 2015.
- ↑ "'Lone Ranger' stars have roots in historic figures". USA TODAY. Retrieved July 29, 2018.
- ↑ Peters, Sam (May 24, 2014). "Johnny Depp and me: Vanessa Paradis on acting, gigging and life after a break up". Independent. Retrieved June 10, 2015.
- ↑ Stedman, Alex (January 24, 2016). "Watch: First Clip of Kevin Smith's Yoga Hosers Introduces the Colleens". Variety. Penske Media Corporation. Retrieved January 19, 2017.
- ↑ Navarro, Andrea; Wu, Sarah (May 23, 2016). "Lily-Rose Depp Is Officially the Face of Chanel's Newest Fragrance". Teen Vogue. Condé Nast. Retrieved December 6, 2016.
- ↑ Weissberg, Jay (May 13, 2016). "Cannes Film Review: The Dancer". Variety. Penske Media Corporation. Retrieved December 13, 2016.
- ↑ Wiseman, Andreas (May 31, 2018). "Robert Pattinson, Lily-Rose Depp, Among Cast Joining Timothée Chalamet In Netflix Pic The King, Cameras Roll This Week". Deadline Hollywood. Retrieved May 31, 2018.
- ↑ Cooper, Leonie (September 22, 2017). "Marilyn Manson: The most famous Satanist in the world talks politics, family and collecting human skeletons". NME. Retrieved December 29, 2018.
- ↑ "Lily-Rose Depp: 'I never thought about getting into acting' " დაარქივებული 2016-10-09 საიტზე Wayback Machine. . Buro 24/7. NewsLifeMedia. Retrieved October 6, 2016.
- ↑ Trapenard, Augustin (November 6, 2019). "Who is the gorgeous Lily-Rose Depp really?". L'Officiel UK. Retrieved December 11, 2020.
- ↑ "Lily-Rose Depp: 'I never thought about getting into acting' " დაარქივებული 2016-10-09 საიტზე Wayback Machine. . Buro 24/7. NewsLifeMedia. Retrieved October 6, 2016.
- ↑ "Lily-Rose Depp : 'J'ai été anorexique plus jeune et ça a été dur d'en sortir.' ". Elle France (in French). October 27, 2016. Retrieved December 3, 2016.
- ↑ "Lily-Rose Depp admitted she suffered from anorexia" დაარქივებული 2019-05-17 საიტზე Wayback Machine. . Frivolette. 2016. Retrieved May 17, 2019.
- ↑ Manning, Emily (August 13, 2015). "lily-rose depp gets behind bernie sanders" დაარქივებული 2016-12-21 საიტზე Wayback Machine. . i-D. Vice Media. Retrieved December 6, 2016.
- ↑ Greenberg, Isabel (October 23, 2018). "Timothée Chalamet and Lily Rose Depp Basically Confirmed Their Relationship with One Big Kiss". Harper's Bazaar. Hearst.
- ↑ Brunker, Alicia (April 26, 2020). "Lily-Rose Depp and Timothée Chalamet Have Reportedly Split". InStyle. Meredith Beauty Group.