ჰენრი V
ჰენრი V ლანკასტერი (ინგლ. Henry V Lancaster) (დ. 16 სექტემბერი, 1387, მონმუთი, უელსი — გ. 31 აგვისტო, 1422, ბუა-დე-ვინსენი) — ინგლისის მეფე 1413-1422 წლებში. ჰენრი მეხუთე, მეორე ლანკასტერი ინგლისის ტახტზე. დაიბადა 1387 წელს. გამეფდა 1413 წელს, მამის, ჰენრი მეოთხის გარდაცვალების შემდეგ. მან განაახლა ასწლიანი ომი 1415 წელს. ამ დროისთვის საფრანგეთში მდებარე ინგლისის მიწებს ემუქრებოდნენ არმანიაკები, მათი მეფის, კარლ მეექვსის წინამძღოლობით. 1410-1411 წლებში არმანიაკებმა ბურგუნდიასაც შეუტიეს. 1415 წელს ჰენრი მეხუთემ კალეში ჯარი გადასხა,ხოლო მოგვიანებით ჰარფლერი დაიპყრო. 25 ოქტომბერს აზენკურთან გამართულ ბრძოლაში მან გაანადგურა არმანიაკთა ძალები. ამის შემდეგ მას გაუადვილდა საფრანგეთის დაპყრობა. ჰენრი მეხუთემ აიღო ქალაქები და დაიპყრო მიწები ლა-მანშიდან მდინარე ლუარამდე, პარიზის ჩათვლით. ალყა შემოარტყა ქალაქ ორლეანს. 1419 წელს ბურგუნდიის ჰერცოგი, ჟანი, თავისი შვილის დავალებით მოკლეს. ამის შემდეგ ბურგუნდია, რომელიც ნეიტრალიტეტს იცავდა, ინგლისის უშუალო მოკავშირე გახდა. 1420 წელს ზავი დადო კარლ მეექვსესთან, რომლის მთავარი პირობა ის იყო რომ საფრანგეთის მეფე გახდებოდა ჰენრი, როგორც კი საფრანგეთის მეფე მოკვდებოდა. მაგრამ 1422 წელს ორივე მათგანი გარდაიცვალა.
ჰენრი V | |
---|---|
![]() | |
ინგლისის მეფე | |
კორონაცია: | 9 აპრილი, 1413 |
მმართ. დასაწყისი: | 21 მარტი, 1413 |
მმართ. დასასრული: | 31 აგვისტო, 1422 |
წინამორბედი: | ჰენრი IV |
მემკვიდრე: | ჰენრი VI |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 სექტემბერი, 1386 |
დაბ. ადგილი: | მონმაუთი, უელსი |
გარდ. თარიღი: | 31 აგვისტო, 1422 (35 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვინსენი, საფრანგეთი |
დაკრძ. ადგილი: |
7 ნოემბერი, 1422 უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი, ინგლისი |
მეუღლე: |
კატრინ დე ვალუა (ქ. 1420) |
შვილები: | ჰენრი VI, ინგლისის მეფე |
დინასტია: | ლანკასტერები |
მამა: | ჰენრი IV, ინგლისის მეფე |
დედა: | მერი დე ბოჰუნი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ნ. გიოშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 624-625.