შანელი (ფრანგ. Chanel) — პარიზული მოდის სახლი საფრანგეთში, რომელიც კოკო შანელმა დააარსა.

შანელი
დაფუძნდა 1909
სათავო ოფისი პარიზი, საფრანგეთი
მმართველი
კოკო შანელი
საწარმოო შემოსავალი $ 5.2 მილიარდი (2016)[1]

ისტორია რედაქტირება

 
კოკო შანელი 1912 წელს

ფრანგული კომპანია შანელის (Chanel) ისტორია იწყება მე–XX საუკუნის დასაწყისიდან. (გაბრიელ კოკო შანელის ბიოგრაფია) მისი სახელი დაკავშირებულია რეალური პიროვნების, კომპანიის დამაარსებლის – გაბრიელ ბონხეერ „კოკო“ შანელის სახელთან.

1910 წელს პარიზში კამბონის ქუჩაზე გაიხსნა პატარა ქუდების ატელიე წარწერით „შანელის მოდები“.

ატელიე გახსნა 27 წლის, იმ დროისთვის უცნობმა ახალგაზრდა გოგონამ. ქუდები იყო იმდენად ლამაზი და დახვეწილი, რომ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა და სულ რაღაც 3 წელში 1913 წელს შანელმა მოახერხა მეორე მაღაზიის გახსნა დოვილში. მაგრამ გოგონა ოცნებობდა ტანსაცმლის მოდელების შექმნაზე. იმ დროისთვის საფრანგეთში აკრძალული იყო არაპროფესიონალი მკერავის მიერ შეკერილი კაბების გაყიდვა. კანონი ითვალისწინებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკანონო კონკურენციისთვის. მიუხედავად ამისა კოკომ მოახერხა გამოსავლის მოძებნა და დაიწყო კაბების მოდელების შექმნა ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.

კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაათავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობების მიმართულებას.

1919 წლიდან, კოკოს ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედიის გამო დიზაინერის მოდლებში დაიწყო შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი.

1922 წელს კოკო შანელის და გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5.

1924 წელს შანელის პარტნიორი იყო პიერ ვარტეიმერი (70% იანი წილის მფლობელი კომპანიაში). კოკო შანელი იყო მხოლოდ 10% წილის მფლობელი, ხოლო 20% წილი ეკუთვნოდა მის მეგობარ ქალს ბადერს. ვარტეიმერის შთამომავლები ამჟამადაც არიან კომპანიის მმართველები.

მოგვიანებით, 30–იან წლებში მსოფლიოში ცნობილი კრიზისის გამო ბიზნესის აქტივები დაეცა. ამიტომ 1939 წელს შანელმა დაითხოვა თანამშრომლები და დროებით შეაჩერა კომპანიის საქმიანობა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1954 წელს 70 წელს მიტანებულმა კოკო შანელმა გადაწყვიტა მოდის სამყაროში დაბრუნება და გახსნა ახალი ბუტიკი Rue Cambon, რომლის საშუალებითაც ძალიან მალე მან დაიბრუნა თავისი სახელი. სწორედ შანელის ცნობილი ვარდისფერი კოსტუმი ეცვა ჟაკლინ კენედის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის დღეს.

კომპანიას 2019 წლის 19 თებერვლამდე ხელმძღვანელობდა კარლ ლაგერფელდი, შანელის სტილის ღირსეული გამგრძელებელი. მისი გარდაცვალების შემდეგ ხელმძღვანელობა მისმა თანაშემწემ ვირჯინი ვიარდმა(ინგლისური)ქართ. ითავა. 2021 წელს მთავარ აღმასრულებელ დირექტორად ლინა ნაირი დასახელდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Chanel&oldid=4381579“-დან