ჩარლი და შოკოლადის ქარხანა (ფილმი)

ტიმ ბარტონის 2005 წლის ფილმი

ჩარლი და შოკოლადის ქარხანა (ინგლ. Charlie and the Chocolate Factory) — 2005 წლის ფენტეზის ჟანრის მუსიკალური ფილმი, რომლის რეჟისორია ტიმ ბარტონი, ხოლო სცენარის ავტორი — ჯონ აუგუსტი. ფილმი დაფუძნებულია როალდ დალის 1964 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. ვილი ვონკას როლს ჯონი დეპი ასრულებს, ხოლო ჩარლი ბაკეტის როლს — ფრედი ჰაიმორი. ფილმში ასევე მონაწილეობენ დევიდ კელი, ჰელენა ბონემ კარტერი, ნოა ტეილორი, მისი პაილი, ჯეიმზ ფოქსი, დიპ როი და კრისტოფერ ლი. სიუჟეტი ჩარლის შესახებაა, რომელიც ოთხ სხვა ბავშვთან ერთად იგებს ოქროს ბილეთს შოკოლადის ქარხნის დასათვალიერებლად.

„ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“

ოფიციალური პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი ჯონ აუგუსტი
რეჟისორი ტიმ ბარტონი
პროდიუსერი
ეფუძნება „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“
როალდ დალი
როლებში
მუსიკა დენი ელფმანი
ოპერატორი ფილიპ რუსლო
მონტაჟი კრის ლებენზონი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 115 წუთი[1]
ქვეყანა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[4]
შემოსავალი 475 მილიონი აშშ დოლარი[5]

„ჩარლი და შოკოლადის ქარხნის“ მეორე ეკრანიზაციის განვითარება (პირველი ფილმი „ვილი ვონკა და შოკოლადის ქარხანა“ 1971 წელს გადაიღეს) დაიწყო 1991 წელს, შედეგად კი Warner Bros.-მა დალს ფილმის წარმოების სრული უფლება მიანიჭა. ბარტონის პროექტში ჩართვამდე, ფილმზე მუშაობდნენ რეჟისორები — გერი როსი, რობ მინკოფი, მარტინ სკორსეზე, ტომ შედიაკი, ხოლო ვონკას როლის შესრულებისთვის განიხილავდნენ არაერთ მსახიობს, რომელთა შორის არიან ბილ მარი, ნიკოლას კეიჯი, ჯიმ კერი, მაიკლ კიტონი, ბრედ პიტი, უილ სმითი, ადამ სენდლერი და სხვები.

ბარტონმა დაიწყო თანამშრომლობა დეპთან და დენი ელფმანთან. „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ ბარტონის მიერ წარმოებული ფილმის „კოშმარი შობის წინ“ (ინგლ. The Nightmare Before Christmas) შემდეგ პირველი პროექტია, რომლის მუსიკაც ელფანმა დაწერილი სიმღერებითა და საკუთარი ხმით შექმნა. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა 2004 წლის ივნისიდან დეკემბრამდე Pinewood Studios-ში, გაერთიანებულ სამეფოში. „ჩარლი და შოკოლადის ქარხანამ“ დადებითი კრიტიკული შეფასებები მიიღო და მიაღწია დიდ ფინანსურ წარმატებებს, მსოფლიოს მასშტაბით მისმა შემოსავალმა 475 მილიონ აშშ დოლარს შეადგინა.[5]

ჩარლი ბაკეტი და მისი ოჯახი ცხოვრობს სიღატაკეში ვონკას ქარხნის მახლობლად. კომპანიის მფლობელს, ვილი ვონკას ქარხანა დიდი ხანია დახურული აქვს მისი მეტოქეების მიერ განხორციელებული სამრეწველო შპიონაჟის გამო; შედეგად, ვონკამ მისი ყველა დაქირავებული მუშა გაათავისუფლა, მათ შორის ჩარლის ბაბუა ჯო. ამასობაში, ჩარლის მამა, მისტერ ბაკეტი კბილის პასტის მწარმოებელი ქარხნიდან გაათავისუფლეს, რადგან მისი ადგილი რობოტმა დაიკავა.

ერთ დღეს ვონკა განცხადებას აკეთებს შეჯიბრების შესახებ, რომლის მიხედვითაც ოქროს ბილეთები ხუთ შემთხვევით შერჩეულ ვონკას შოკოლადის შეფუთვაში მოათავსეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ტოკიოში (იაპონია), მარაქეშში (მოროკო) და ნიუ-იორკში. გამარჯვებულები დაათვალიერებენ ქარხანას და საჩუქრად მიიღებენ მთელი ცხოვრების სამყოფელ შოკოლადის მარაგს, ხოლო ბოლოს ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს. ვონკას გაყიდვები შედეგად მატულობს და პირველი ოთხი ბილეთი საკმაოდ სწრაფად არის ნაპოვნი. ბილეთის მფლობელები არიან ავგუსტუს გლუპი, გაუმაძღარი გერმანელი ბიჭი ქალაქ დიუსელდორფიდან (გერმანია); ვერუკა სოლტი, განებივრებული მდიდარი ინგლისელი გოგონა ბაკინგემშირიდან (ინგლისი); ვიოლეტ ბორეჟარი, ამპარტავანი საღეჭი რეზინების ღეჭვის ჩემპიონი ატლანტადან (ჯორჯია) და მაიკ ტივი, ჭირვეული ვიდეო თამაშებზე დამოკიდებული ბიჭი დენვერიდან (კოლორადო). ჩარლი ბილეთის პოვნას ორჯერ შეეცდება, თუმცა შოკოლადის ორივე ფილა ცარიელი აღმოჩნდება. როცა გაიგონებს, რომ ბოლო ბილეთი რუსეთში აღმოაჩინეს, ჩარლი ათ-დოლარიან კუპიურას იპოვის, რითაც მაღაზიაში ვონკას შოკოლადს იყიდის. სწორედ ამ მომენტში ირკვევა, რომ რუსული ბილეთი ყალბი იყო და ჩარლი ნამდვილ ბილეთს თავისი შოკოლადის შეკვრაში იპოვის. მას მაშინვე შესთავაზებენ ბილეთის გაცვლას, თუმცა გამყიდველი აფრთხილებს, რომ ის არაფრის ფასად არ დათმოს, რის შემდეგაც ჩარლი სახლში გაიქცევა. ჩარლი თავისი ოჯახის წევრებს უებნება, რომ ბილეთის ფულში გადაცვლა უნდა, რათა მათ ფინანსურად დაეხმაროს, თუმცა ბაბუა ჯორჯი მას აზრს შეაცვლევინებს და ეუბნება „მხოლოდ სულელი“ დათმობს ასეთ იშვიათ ოქროს ბილეთს „ისეთი უბრალო რამისთვის, როგორიც ფულია“. ჩარლი გადაწყვეტს, რომ ქარხნის დასათვალიერებლად ბაბუა ჯოსთან ერთად წავიდეს. ჩარლის და ბილეთის მფლობელ სხვა ბავშვებს ქარხნის გარეთ ვონკა ეგებება, შემდეგ კი მათ შიგნით შეიყვანს. ინდივიდუალური შინაგანი სისუსტეები ოთხ ბავშვს ცდუნებაში აგდებს და შედეგად დამთვალიერებელ გუნდს ეთიშებიან; რის პროცესშიც უმპა-ლუმპები (ლუმპალენდის მკვიდრნი) ყოველი მათგანის შესახებ მღერიან. ქარხნის დათვალიერების დროს მოგონებები ერთგვარ შთაბეჭდილებას გვიქმნის ვონკას პრობლემურ წარსულზე; მამამისი, გამოჩენილი დანტისტი სახელად უილბური ვონკას მკაცრად უკრძალავდა ტკბილეულობის მიღებას, რათა შეენარჩუნებინა კბილის სიჯანსაღე და აიძულებდა ძალიან არაკომფორტული ბრეკეტების ტარებას. კამფეტის მოპარვის შემდეგ, ვონკა მაშინვე ხდება ტკბილეულობაზე დამოკიდებული და ოცნებების ასასრულებლად სახლიდან გაიქცევა. გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდება და აღმოაჩენს, რომ მამასისი და მისი სახლი გაქრა. დათვალიერების დასრულების შემდეგ, ოთხი გავარდნილი ბავშვი ქარხნიდან ისეთ მდგომარეობაში მყოფნი მიდიან, რაც მათი გათიშვის მიზეზს ასახავს; ჩარლი იგებს, რომ ვონკა პენსიაში გასვლამდე ქარხნის ჩასაბარებლად ღირსეულ მემკვიდრეს ეძებს. ვინაიდან ჩარლი ხუთი ბავშვიდან „ყველაზე ნაკლებად საძაგელია“, ვონკა მას ქარხანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ გადმოსვლას სთავაზობს იმ პირობით, რომ ოჯახი უკან უნდა მოიტოვოს. ჩარლი უარს ამბობს, რადგან ოჯახი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ბებია ჯორჯინა ამბობს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.

ჩარლი და მისი ოჯახი რაღაც დროით ადრინდელ ცხოვრებას უბრუნდებიან, თუმცა ვონკა სასოწარკვეთაშია და შოკოლადს ძველებურად ვეღარ ამზადებს, შედეგად კი გაყიდვები იკლებს და კომპანია საფრთხეშია. ის რჩევისთვის ჩარლის მიმართავს, რომელიც მის გაუცხოებულ მამასთან შეხვედრას ურჩევს; ვონკა საბოლოოდ ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახი, ხოლო მამამისი საკუთარ შვილს ისეთს ღებულობს, როგორიცაა. ამის შემდეგ, ვონკა ჩარლის ქარხანას აძლევს და მის ოჯახთან ერთად ქარხანაში ცხოვრობს.

მსახიობები

რედაქტირება

პრიკველი

რედაქტირება

2021 წლის იანვარში განაცხადეს, რომ ფილმის გაგრძელება, სახელწოდებით „ვონკა“, შემუშავების პროცესშია, ხოლო მისი გამოსვლა 2023 წლის 17 მარტს იგეგმება.[7] აღსანიშნავია, რომ მთავარ როლს დეპი არ შეასრულებს და მის ნაცვლად განიხილებიან მსახიობები: ტომ ჰოლანდი, ტიმოთი შალამე, ბენ უიშოუ, ასა ბატერფილდი, დევ პატელი და თავად ფრედი ჰაიმორი, რომელმაც ორიგინალ ფილმში ჩარლი ბაკეტის როლი შეასრულა.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ (PG). ფილმების კლასიფიკაციის ბრიტანული საბჭო (23 ივნისი, 2005). ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2015.[მკვდარი ბმული]
  2. ლუმიერი : ფილმი: ჩარლი და შოკოლადის ქარხანა.
  3. ჩარლი და შოკოლადის ქარხანა (2005) | ბრიტანეთის კინოინსტიტუტი
  4. კრის ნაშავატი (July 8, 2005). „გარეკანის სტატია: სიმართლე „ჩარლის“ შესახებ“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 21, 2009. ციტირების თარიღი: June 11, 2009.
  5. 5.0 5.1 ჩარლი და შოკოლადის ქარხანა (2005). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2011.
  6. ფაქტები ჯულია ვინტერის შესახებ, დაბადების დღე და ასაკი | ცოცხალი თუ მკვდარი ინგლისური. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2020
  7. ვონკა: Warner Bros. „ჩარლი და შოკოლადის ქარხნის“ პრიკველის გამოსვლის თარიღს ასახელებს en (19 January 2021). ციტირების თარიღი: 28 January 2021
  8. ვილი ვონკას როლი „ჩარლი და შოკოლადის ქარხნის“ პრიკველში en (20 January 2021). ციტირების თარიღი: 28 January 2021