Village Roadshow Pictures — ავსტრალიური კომპანია, ერთ-ერთი ლიდერი კინოფილმების პროდიუსირების დარგში.

1997 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს Warner Bros. Entertainment, Inc-თან. მონაწილეობს ფილმების თანადაფინასებასა და პროდიუსინგში. კომპანიის სპეციალიზაციის მთავარი მიმართულებებია სამეცნიერო ფანტასტიკა, მძაფრსიუჟეტიანი და საშინელებათა ჟანრის ფილმები, თუმცა კომპანია მუშაობს სხვა ჟანრებშიც, კერძოდ ანიმაციაში, კომედიიის და დრამის მიმართულებითაც.

მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი მაღალბიუჯეტიანი და წარმატებული ფრენჩაიზების შექმნაში როგორებიცაა: მატრიცა, ფილმთა ციკლი ოუშენზე და მის მეგობრებზე და გაი რიჩის შერლოკ ჰოლმზი.

მიღებული აქვს მონაწილეობა 70-ზე მეტი ჰოლივუდური ფილმის შექმნაში, რომელთაგანაც 8 დაჯილდოვდა ოსკარით (17 ნომინაცია) და 4 ოქროს გლობუსით.

კომპანია თამანშრომლობდა ისეთ რეჟისორებთან როგორებიც არიან ვაჩოვსკები, გაი რიჩი, ჯორჯ მილერი, რენი ჰარლინი, კლინტ ისტვუდი, ბენ სტილერი, ანტუან ფუკუა, სტივენ სოდერბერგი, ფრენკ დარაბონტი, დიჯეი კარუზო, ფრენსის ლოურენსი, ტიმ ბერტონი, სპაიკ ჯოუნზი, მაიკლ პატრიკ კინგი, ბეზ ლურმენი, აკივა გოლდსმენი, ზაკ სნაიდერი და სხვები.

კომპანიის ოფისი მდებარეობს მელბურნში, ავსტრალია.

ფილმოგრაფია რედაქტირება

Village Roadshow Pictures-ის მონაწილეობით შექმნილი ცნობილი ფილმები:

  • გააანალიზე ეს / Analyze This (1999)
  • მატრიცა / The Matrix (1999)
  • კოსმოსური კოვბოები / Space Cowboys (2000)
  • წითელი პლანეტა / Red Planet (2000)
  • მის კონგენიალობა / Miss Congeniality (2000)
  • წმ. ვალენტინის დღე / Valentine (2001)
  • ხმალთევზა / Swordfish (2001)
  • კატები ძაღლების წინააღმდეგ / Cats & Dogs (2001)
  • გულები ატლანტიდაში / Hearts in Atlantis (2001)
  • საწვრთნელი დღე / Training Day (2001)
  • ოუშენის 11 მეგობარი / Ocean’s Eleven (2001)
  • მაჯესტიკი / The Majestic (2001)
  • პლუტო ნეშის თავგადასავალი / The Adventures of Pluto Nash (2002)
  • გემი-მოჩვენება / Ghost Ship (2002)
  • გააანალიზე ის / Analyze That (2002)
  • სიზმრების დამჭერი / Dreamcatcher (2003)
  • მატრიცა: გადატვირთვა / The Matrix Reloaded (2003)
  • მატრიცა: რევოლუცია / The Matrix Revolutions (2003)
  • იდუმალი მდინარე / Mystic River (2003)
  • ქალი-კატა / Catwoman (2004)
  • ოუშენის 12 მეგობარი / Ocean’s Twelve (2004)
  • კონსტანტინე / Constantine (2005)
  • მის კონგენიალობა 2 / Miss Congeniality 2: Armed and Fabulous (2005)
  • ცვილის ფიგურების სახლი / House of Wax (2005)
  • ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა / Charlie and the Chocolate Factory (2005)
  • ოუშენის 13 მეგობარი / Ocean’s Thirteen (2007)
  • მკა / The Reaping (2007)
  • შემოჭრა/ The Invasion (2007)
  • მე - ლეგენდა/ I Am Legend (2007)
  • სპიდი-მრბოლელი / Speed Racer (2008)
  • დაძაბე გონება / Get Smart (2008)
  • გრან ტორინო / Gran Torino (2008)
  • ყოველთვის თქვი „დიახ“ (ინგლ. Yes Man)
  • სადაც ცხოვრობენ ურჩხულები / Where the Wild Things Are (2009)
  • შერლოკ ჰოლმზი / Sherlock Holmes (2009)
  • სექსი დიდ ქალაქში 2 / Sex and the City 2 (2010)
  • კატები ძაღლების წინააღმდეგ: კიტი გალორის შურისძიება / Cat & Dogs: The Revenge of Kitty Galore (2010)
  • ლეგენდები ღამის დარაჯებზე / Legends of the Guardians: The Owls of Ga’Hoole (2010)
  • შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში / Sherlock Holmes: A Game of Shadows (2011)
  • შავბნელი ჩრდილები / Dark Shadows (2012)
  • დიდი გეტსბი / The Great Gatsby (2013)
  • ლეგო 3D / The Lego Movie (2014)
  • მომავლის ზღვარი / Edge of Tomorrow (2014)
  • დიდი გამათანაბრებელი / The Equalizer (2014)
  • მოსამართლე / The Judge (2014)
  • იუპიტერის აღზევება / Jupiter Ascending (2015)
  • შეშლილი მაქსი: სიბრაზის გზა / Mad Max: Fury Road (2015)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება