შერლოკ ჰოლმზი (ფილმი)

შერლოკ ჰოლმზი (ინგლ. Sherlock Holmes) — 2009 წლის სათავგადასავლო ფილმი, რომელიც დაფუძნებულია ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი პერსონაჟზე, დეტექტივ შერლოკ ჰოლმზზე. ფილმის რეჟისორია გაი რიჩი, პროდიუსერები კი ჯოელ სილვერი, ლაიონელ ვაგრამი, სუზან დაუნი და დენ ლინი. მაიკლ რობერტ ჯონსონის, ენტონი პეკჰემისა და საიმონ კინბერგის სცენარს საფუძვლად უდევს ლაიონელ ვიგრამის მიერ შექმნილი ამბავი. რობერტ დაუნი უმცროსი და ჯუდ ლოუ ასრულებენ შესაბამისად შერლოკ ჰოლმზის და დოქტორი უოტსონის როლებს. ფილმის გაგრძელება, „შერლოკ ჰოლმზი: აჩრდილების თამაში“ 2011 წლის 16 დეკემბერს გამოვიდა.

„შერლოკ ჰოლმზი“

ფილმის პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი გაი რიჩი
პროდიუსერი ჯოელ სილვერი
ლაიონელ ვაგრამი
სუზან დაუნი
დენ ლინი
სცენარის ავტორი მაიკლ რობერტ ჯონსონი
ენტონი პეკჰემი
საიმონ კინბერგი
ისტორია ლაიონელ ვიგრამი
ართურ კონან დოილი
როლებში რობერტ დაუნი უმცროსი
ჯუდ ლოუ
რეიჩელ მაკადამსი
მარკ სტრონგი
კომპოზიტორი ჰანს ციმერი
ოპერატორი ფილიპ რუსლო
მონტაჟი ჯეიმზ ჰერბერტი
მხატვარი სარა გრინვუდი, კეტი სპენსერი
სტუდია Silver Pictures
Village Roadshow Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი 25 დეკემბერი, 2009 (2009-12-25)
ხანგრძლივობა 128 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო
დროშა: ავსტრალია ავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 90 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 524.028.679 აშშ დოლარი[2]
შემდეგი შერლოკ ჰოლმზი: ჩრდილების თამაში
(2011)

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ჰოლმზი იძიებს მკვლელობათა სერიას, რომელიც დაკავშირებულია საკულტო რიტუალებთან. მარკ სტრონგი განასახიერებს ლორდ ბლექბუდს, რომელიც სიკვდილით დასჯის შემდეგ როგორღაც ახერხებს დაბრუნებას. ამ მოვლენით მან მოიპოვა ხალხის შიში და მასონების ლოჟის მხარდაჭერა, რის გამოყენებასაც ცდილობს ბრიტანეთის იმპერიის აღსადგენად.

როლებში რედაქტირება

ჯილდოები რედაქტირება

ფილმის ამერიკული პრემიერა გაიმართა 2009 წლის 25 დეკემბერს. ბრიტანეთში კი ის გამოვიდა 26 დეკემბერს. სურათმა დაიმსახურა კრიტიკოსების პოზიტიური შეფასება. შერლოკ ჰოლმზი ნომინირებული იყო ორ ოსკარზე, მათ შორის საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკისა და მხატვრული გაფორმებისთვის, რომელიც დათმო ფილმებთან „მფრინავი სახლი“ და „ავატარი“. რობერტ დაუნი უმცროსმა მიიღო ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Fritz, Ben. (28 December 2009) Holiday box-office take is highest in recent history. Los Angeles Times. Tribune Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-01. ციტატა: „Warner Bros.' new version of the British detective, portrayed by Robert Downey Jr., had a very good start given its $90-million production budget.“ ციტირების თარიღი: 2010-01-31.
  2. Sherlock Holmes (2009). Box Office Mojo. Internet Movie Database. ციტირების თარიღი: 2010-04-29.