ართურ კონან დოილი
სერ ართურ იგნატიუს კონან დოილი (ინგლ. Sir Arthur Ignatius Conan Doyle; დ. 22 მაისი, 1859, ედინბურგი ― გ. 7 ივლისი, 1930, კროუბორო) — შოტლანდიელი მწერალი, ცნობილი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟის შემქმნელი. დეტექტიური რომანის ინოვატორი. იგი სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, თეატრისა და პოეზიის ჟანრშიც მუშაობდა.
კონანი თავდაპირველად მისი შუასახელი იყო, თუმცა ბოლო დროს მან იგი საკუთარი გვარის ნაწილი გახადა.
ბიოგრაფია
რედაქტირებაართურ კონან დოილი დაიბადა 1859 წელს, ედინბურგში. მას ცხრა დედმამიშვილი ჰყავდა. მამა ადრევე გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით. დედა კი ირლანდიელი პლანტაგენეტების წარმომადგენელი იყო.
კათოლიკურ სკოლებში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ დოილი აგნოსტიკოსი ხდება. 1875—1881 წლებში მედიცინას სწავლობს ედინბურგის უნივერსიტეტში. მისი ექიმად მუშაობა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდება. პაციენტთა რიცხვი სულ უფრო მცირდება, რაც საშუალებას აძლევს მწერლობას მეტი დრო დაუთმოს. თავის პირველ ნაწერებს 1879 წელს აქვეყნებს, ხოლო 1887 წელს პირველად ჩნდება შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟი Beeton's Christmas Annual-ში გამოქვეყნებულ ნოველაში. დოილი თავს ანებებს მედიცინას და მთელ დროს მწერლობას უძღვნის.
პარალელურად დოილი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევა და წერს პამფლეტებს, მათ შორის: ომი სამხრეთ აფრიკაში: მიზეზები და ორგანიზაცია. 1902 წელს მას კეთილშობილის ტიტულს მიანიჭებენ და ხდება სერ ართურ კონან დოილი.
1918 წელს დოილი სპირიტიზმით დაინტერესდება და იწყებს კონფერენციათა ტურნეს, აქვეყნებს სხვადასხვა სახის ნაშრომებს, მათ შორის: ახალი გამოცხადება (1918), რომელშიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არსებობას და ზეციურ ძალებთან კონტაქტის შესაძლებლობას ამტკიცებს.
მართალია, ართურ კონან დოილი განსაკუთრებით ცნობილია შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟით, მაგრამ მას ასევე ეკუთვნის ისტორიული მოთხრობები (როგორც თეთრი კომპანია), სამეცნიერო ფანტასტიკა (დაკარგული სამყარო) რომანები პარანორმალურ მოვლენებზე. მთლიანობაში მისი შემოქმედება მოიცავს 50-ზე მეტ წიგნსა და მრავალრიცხოვან ნოველას.
სერ ართურ კონანდოილი გარდაიცვალა 1930 წლის 7 ივლისს კარდიალური შეტევით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ართურ კონან დოილი“ ვიკისაწყობში.
- ართურ კონან დოილი საიტზე Curlie
- ართურ კონან დოილი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ართურ კონან დოილი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ართურ კონან დოილი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ართურ კონან დოილი საიტზე Internet Speculative Fiction Database
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911.
- ↑ 2.0 2.1 Дойл, Артур Конан // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 2.
- ↑ 3.0 3.1 Wilson P. K. Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 SNAC — 2010.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 IMSLP — 2006.
- ↑ 9.0 9.1 BD Gest'
- ↑ 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ 12.0 12.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 13.0 13.1 GeneaStar
- ↑ 14.0 14.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 15.0 15.1 Babelio — 2007.
- ↑ 16.0 16.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 17.0 17.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ https://mormonarts.lib.byu.edu/people/arthur-conan-doyle/
- ↑ 19.0 19.1 Наркевич А. Ю. Дойл Артур Конан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1972. — Т. 8 : Дебитор — Евкалипт. — С. 397.
- ↑ 20.0 20.1 20.2 20.3 Lundy D. R. The Peerage
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ 22.00 22.01 22.02 22.03 22.04 22.05 22.06 22.07 22.08 22.09 22.10 22.11 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ 23.0 23.1 Conan Doyle reburial — Cardiff: Reach plc, 1955. — Iss. 26804. — P. 1. — ISSN 0307-5214
- ↑ The Gazette — 1903.
- ↑ The Gazette — 1902.
- ↑ The Surprising Link Between Benedict Cumberbatch and Sir Arthur Conan Doyle | Ancestry Blog - News & Updates