გვარი
გვარი — მემკვიდრეობითი საგვარეულო სახელი, რომელიც ძირითადად მამიდან შვილზე გადადის. ზოგ სახელმწიფოებში გვარი დედიდან გადადის.
ისტორია
რედაქტირებაგვარების ისტორია შუა საუკუნეების იტალიიდან მოდის. სავარაუდოდ X—XI საუკუნეებში იტალიის განვითარებულ, სავაჭრო ოლქებში პირველი გვარები წარმოიშვა[1]. შემდეგ სამხრეთ საფრანგეთში. ინგლისში სავარაუდოდ 1066 წელს, ნორმანებთან ომის შემდეგ გაჩნდა
ქართველთა გვარები
რედაქტირებაქართველების გვარი ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონებითაა დაყოფილი. ისინი სახელებისაგან, მეტსახელებისაგან ან წარმომავლობისაგან წარმოიშვნენ. მაგალითად დავითაშვილი: დავითი → დავითის შვილი → დავითშვილი, გიორგაძე: გიორგი → გიორგის ძე → გიორგაძე ან ცხვადიანი: ცხვედი → ცხვედიანი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ადამიანის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით.ადამიანს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. ადამიანს გააჩნია სახელისა და გვარის შეცვლის უფლება.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Dauzat A. Les noms de famille de France. 1949. P. 40.
- ↑ საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ დაარქივებული 2020-11-01 საიტზე Wayback Machine. 15/07/2020-ის მდგომარეობით; საქართველოს საკანონმდებლო მაცნე