ავატარი (2009 წლის ფილმი)
„ავატარი“ (ინგლ. Avatar) — 2009 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ეპიკური ფილმი სემ უორთინგტონის, ზოი სალდანას და სიგურნი უივერის მონაწილეობით. ფილმის რეჟისორი, ისევე, როგორც იდეისა და სცენარის ავტორი ჯეიმზ კამერონია. სიუჟეტი ვითარდება 2154 წელს, როდესაც ადამიანები უძვირფასეს მინერალზე, ანობტანიუმზე ნადირობენ ალფა კენტავრის ვარსკვლავური სისტემის დედამიწის მსგავს ბუნებრივ თანამგზავრზე, პანდორაზე. კოლონისტთა ექსპანსია საფრთხეს უქმნის როგორც პანდორას მკვიდრ ნა'ვი-ს ჰუმანოიდთა რასას, ისევე მის მთელ ეკოსისტემას. პანდორას მოსახლეობასთან დასაკავშირებლად ადამიანები გენური ინჟინერიის მეშვეობით შექმნილ სხეულებს იყენებენ.
„ავატარი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
ჟანრი | ფანტასტიკა |
რეჟისორი | ჯეიმზ კამერონი |
პროდიუსერი |
ჯეიმზ კამერონი ჯონ ლანდაუ |
სცენარის ავტორი | ჯეიმზ კამერონი |
როლებში |
სემ უორთინგტონი ზოი სალდანა სტივენ ლენგი მიშელ როდრიგეზი ჯოვანი რიბისი სიგურნი უივერი |
კომპოზიტორი | ჯეიმზ ჰორნერი |
მუსიკა | ჯეიმზ ჰორნერი |
ოპერატორი | მაურო ფიორე |
მონტაჟი |
ჯეიმზ კამერონი ჯონ რეფუა სტივენ რივკინი |
მხატვარი | უეინ ბარლოუ, ჯორდუ შელი, |
სტუდია | |
დისტრიბუტორი | 20th Century Fox |
გამოსვლის თარიღი |
10 დეკემბერი, 2009 (ლონდონური პრემიერა) 17 დეკემბერი, 2009 (ინგლისი) 18 დეკემბერი, 2009 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 161 წთ.[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი |
237 მილიონი აშშ დოლარი[2] 9 მილიონი აშშ დოლარი (ხელახალი გამოცემა)[3] |
შემოსავალი | 2.788 მილიარდი აშშ დოლარი [4][5] |
საიტი | avatarmovie.com |
„ავატარზე“ მუშაობა 1994 წლიდან დაიწყო, როდესაც კამერონმა ფილმის 80 გვერდიანი კინოსცენარი დაწერა. გადაღებები 1997 წლის „ტიტანიკზე“ მუშაობის დასრულების შემდგომ უნდა დაწყებულიყო, ფილმის გამოსვლა კი 1999 წელს იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორის განმარტებით, იმდროინდელი ტექნოლოგიები ფილმის საკუთარი ვერსიის შექმნას ვერ უზრუნველყოფდა. ნა'ვი-ს უცხოპლანეტელთა რასის სასაუბრო ენაზე მუშაობა 2005 წლის ზაფხულში დაიწყო, 2006 წლის დასაწყისიდან კი კამერონი შეუდგა სცენარისა და „ავატარის“ გამოგონილი სამყაროს დახვეწა-განვითარებას.
ფილმის ოფიციალური ბიუჯეტი $237 მილიონს შეადგენს. სხვა წყაროები იტყობინება, რომ „ავატარის“ გადაღება მიახლ. $280–310 მილიონი დაჯდა, პლიუს $150 მილიონი მარკეტინგისთვის. ფილმი გამოვიდა როგორც ტრადიციული ორ-განზომილებიანი, ისევე 3D (სამ-განზომილებიანი) ფორმატით. „ავატარი“ დიდ გარღვევად შეფასდა კინოწარმოების ტექნოლოგიებში. კამერები, რომლებითაც მას იღებდნენ, სპეციალურად ფილმის შესაქმნელად დამზადდა. კრიტიკულ და კომერციულ წარმატებას ადასტურებს მისი გამოსვლის პირველივე დღეს შემოსული 27 მილიონი დოლარი.
„ავატარის“ პრემიერა 2009 წლის 10 დეკემბერს შედგა ლონდონში, მსოფლიო-მასშტაბით კი 16 დეკემბრიდან გავიდა. საოცრად მოკლე დროში „ავატარმა“ წარმოუდგენელი მოგება ნახა და მსოფლიოს ყველა დროის მაღალ-შემოსავლიან ფილმთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა, უკან ჩამოიტოვა რა „ტიტანიკი“, რომელიც 12 წლის მანძილზე ფლობდა ამ საპატიო ტიტულს. კამერონის დაპირებისამებრ, 2020, 2021, 2024 და 2025 წლებში [6] გამოვა „ავატარის“ შემდეგი ნაწილებიც.
სიუჟეტი
რედაქტირება2154 წელი. ჯეიკ სალი ყოფილი სამხედროა, რომელიც საზღვაო ძალებში მსახურობდა. ის დაჭრეს ვენესუელაში, რის გამოც ინვალიდის ეტლზე სამუდამოდ მიჯაჭვული დარჩა. მისი ტყუპისცალი ძმა, რომელიც მეცნიერია, აპირებს 4.3 სინათლის წელიწადის მანძილზე არსებულ პლანეტა პანდორაზე, სადაც კორპორაციები მოიპოვებენ მინერალ ანობტანიუმს, რომელიც დედამიწაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს.
ავატარები წარმოადგენენ გენური ინჟინერიის დახმარებით შექმნილ ჰიბრიდებს, რომლებიც შედგენილები არიან ადამიანის და პლანეტა პანდორას ძირძველი მოსახლეების, ნა'ვის დნმ-ის კომბინირებით. შესაძლოა ავატარის დისტანციურად მართვა - ოღონდ მხოლოდ ისეთი ოპერატორის მიერ, რომლისთვისაც ის იქნა შექმნილი (ან მისი გენეტეკური ტყუპისცალის მიერ).
ჯეიკის ძმა უცნაურ ვითარებაში იღუპება პანდორაზე გაფრენის წინ. ვინაიდან ახალი ავატარის შექმნა ძვირი ჯდება, ჯეიკს (რომელიც ძმის ტყუპისცალია) შესთავაზებენ პლანეტაზე ავატარის მართვას, მიუხედავად იმისა, რომ მას მეცნიერული გამოცდილება არ გააჩნია. თავდაპირველად ის თანხმდება ამაზე, ვინაიდან იმედი აქვს, რომ შესძლებს ოპერაციისათვის ფულის დაგროვებას და კვლავ სიარულს (ჯეიკი ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული).
პანდორაზე ჯეიკის ავატარის ამოცანას წარმოადგენს ნა'ვის ტომის მხრიდან სიმპატიებისა და ნდობის გამოწვევა, სინამდვილეში კი მან უნდა დაარწმუნოს აბორიგენები, გადასახლდნენ სხვაგან, ვინაიდან ადამიანების ამოცანებში შედის მათი მთავარი საცხოვრებლის, გიგანტური ხის ქვეშ მდებარე ანობტანიუმის დიდი მარაგის დედამიწაზე გადაზიდვა. ამასთან ერთად, ჯეიკს ავალებენ სხვა სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებასაც, იმ შემთხვევისათვის, თუკი აბორიგენები გაჯიუტდებიან და საჭირო გახდება მათ მიმართ ძალის გამოყენება. ნეიტირი, ულამაზესი აბორიგენი ქალი, ერთ-ერთი ტომის წინამძღოლის შვილი, გადაარჩენს ჯეიკს და სწორედ აქედან მოყოლებული ის შედის ტომთან კონტაქტში. ჯეიკი სწავლობს მათთან ცხოვრებას, მათ ადათ-წესებს და ბრძოლას.
რაც უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს ჯეიკი და ნეიტირი, მით უფრო პატივს სცემს ის ნა'ვის ჰარმონიულ სამყაროს. მალე კოლონიის მმართველობა გადაწყვიტავს, გააგდოს აბორიგენები. ამავე დროს ჯეიკი ყველაზე მეტად დაახლოებულია ნეიტირისთან. მან იცის, რომ ადამიანების შემოტევა კატასტროფის ტოლფასია. მისი თხოვნა ძალისმიერი საშუალებებით პლანეტის აღებაზე შედეგს არ გამოიღებს. მაშინ ჯეიკი აჯანყებას იწყებს.
თანამოაზრეებთან ერთად იგი იპარავს ავატარების მართვის მოწყობილობებს და გადადის ნა'ვის მხარეს. ის აერთიანებს ნა'ვის ყველა ტომს და ადამიანების წინააღმდეგ აჯანყებს. მწარე ბრძოლის დროს განადგურებულია ჯარების დიდი რაოდენობა და მოკლულია მთავარი მოწინააღმდეგე - პოლკოვნიკი კუორიჩი, რომელიც ნა'ვის განადგურებას აპირებდა. ცოცხლად დარჩენილები გაგდებულები არიან პლანეტიდან დანაგვიანებულ და ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩენილ დედამიწაზე - იმ პირობით, რომ ანობტანიუმის მოპოვება შეწყდება.
ჯეიკი რჩება აბორიგენებს შორის და საბოლოოდ წყვეტს კავშირს ადამიანურ სხეულთან, გადასახლდება რა ავატარში სიცოცხლის ხის ეივას ბიოლოგიური ენერგიის დახმარებით.
როლები და პერსონაჟები
რედაქტირებაადამიანები
რედაქტირება- სემ უორთინგტონი — ჯეიკ სალი, საზღვაო ჯარების ყოფილი სამხედრო, რომელიც ავატარის პროგრამაში მონაწილეობს მას შემდეგ, რაც მისი ტყუპი ძმა მოკლული იქნა.
- სტივენ ლენგი — პოლკოვნიკი მაილ ქუორიჩი, სამხედრო სამსახურის ერთგული, ფილმის მთავარი უარყოფითი გმირი.
- სიგურნი უივერი — გრეის ოგასტინი, ასტრობიოლოგი, სალის ზედამხედველი და ნა'ვისთან მოლაპარაკებების მონაწილე. მისი ინიციატივით დაარსებული იქნა სკოლა, რომელშიც ნა'ვის ხალხს ინგლისურ ენას ასწავლიდნენ.[7]
- მიშელ როდრიგეზი — ტრუდი ჩეკონი — ავატარის პროგრამის მონაწილე პილოტი.[8]
- ჯოვანი რიბისი — პარკერ სელფრიჯი[9]
- ჯოელ დევიდ მური — ნორმ სპელმენი — ქსენოანტროპოლოგი[10][11]
- დილიპ რაო — მაქს პეიტელი — ავატარის პროგრამის მონაწილე მეცნიერი.[12]
- ნა'ვი
- ზოი სალდანა — ნეიტირი, ომატიკაიას (ნა'ვის კლანის) ბელადის ასული[13][14][15]
- კ.კ.ჰ. პაუნდერი — მო'ატი, ომატიკაიას სულიერი ბელადი, ნეიტირის დედა.[16]
- ვეს სტუდი — ეიტუკანი, ომატიკაიას ბელადი
- ლაზ ალონსო — ტსუ'ტეი, ომატიკაიას მებრძოლი.
ჯილდოები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ AVATAR [3D (12A)]. British Board of Film Classification (December 8, 2009). ციტირების თარიღი: August 19, 2014.
- ↑ Patten, D. (დეკემბერი 3, 2009). „'Avatar's' True Cost – and Consequences“. The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 16, 2009. ციტირების თარიღი: December 12, 2009.
- ↑ James Wigney. (August 15, 2010) Avatar director slams bandwagon jumpers. Herald Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 15, 2011. ციტირების თარიღი: August 16, 2010.
- ↑
Box Office Mojo
- სულ: Avatar (2009). ციტატა: „$2,787,965,087“ ციტირების თარიღი: January 10, 2012.
- 2013 წლისთვის: Avatar (2009). Box Office Mojo. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 23, 2013. ციტატა: „$2,782,275,172“
- სპეციალური გამოცემა: Avatar (Special Edition). ციტატა: „North America:$10,741,486; Overseas: $22,469,358“ ციტირების თარიღი: January 10, 2012.
- ↑ Avatar. The-Numbers. Nash Information Services. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 31, 2012. ციტირების თარიღი: March 27, 2011.
- ↑ McNary, Dave (2017-04-22). „‘Avatar’ Sequel Release Dates Set, Starting in December, 2020“. Variety (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-04-22.
- ↑ Clint Morris (August 2, 2007). „Sigouney Weaver talks Avatar“. Moviehole.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 29, 2007. ციტირების თარიღი: August 2, 2007.
- ↑ Anne Thompson (August 2, 2007). „Lang, Rodriguez armed for 'Avatar'“. Variety. ციტირების თარიღი: August 3, 2007.
- ↑ Leslie Simmons (September 21, 2007). „'Avatar' has new player with Ribisi“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 3, 2007. ციტირების თარიღი: September 21, 2007.
- ↑ Cameron, James. (2007)Avatar. Avatar Screenings. Fox and its Related Entities. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2010. ციტირების თარიღი: May 6, 2010. Archived version May 6, 2010 დაარქივებული 2012-05-05 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Lux, Rachel. (December 14, 2009) Close-Up: Joel David Moore. altpress.com. Alternative Press Magazine, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2010. ციტირების თარიღი: May 6, 2010. Archived version May 6, 2010 დაარქივებული 2012-05-05 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Lewis Bazley (May 25, 2009). „Drag Me to Hell Review“. inthenews.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 11, 2009. ციტირების თარიღი: June 2, 2009.
- ↑ Brennan, David. (February 11, 2007) Avatar Scriptment: Summary, Review, and Analysis. James Cameron's Movies & Creations. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2010. ციტირების თარიღი: April 29, 2010.
- ↑ Thompson, Anne (January 9, 2007). „"Titanic" director sets sci-fi epic for '09“. Reuters. ციტირების თარიღი: December 26, 2009.
- ↑ 20th Century Fox (January 9, 2007). „Cameron's Avatar Starts Filming in April“. ComingSoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 22, 2008. ციტირების თარიღი: October 10, 2009.
- ↑ IGN Staff (April 30, 2007). „Pounder Talks Avatar“. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 30, 2008. ციტირების თარიღი: December 25, 2009.