ბუნებრივი თანამგზავრი
ციური სხეულები, რომლებიც გარს უვლიან ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტას ან უფრო პატარა სხეულ
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
თანამგზავრები — მცირე ზომის ასტრონომიული სხეულები, რომლებიც პლანეტებს ახლავენ და მათ ირგვლივ ბრუნავენ.
კოსმოსიდან დედამიწაც, მის მიერ არეკლილი მზის სხივების წყალობით, მთვარესავით ბადროიან მნათობად მოჩანს, ოღონდ იგი მთვარეზე ოთხჯერ დიდი და თითქმის ასჯერ კაშკაშაა (იგულისხმება, რომ დამკვირვებელი ერთნაირ მანძილზეა დედამიწასთან და მთვარესთან). და მაინც მას, ჩვენს დიდებულ დედამიწას, ყველაზე ახლო პლანეტიდანაც კი ისეთი პატარა მბრწყინავი წერტილის სახით დაინახავ, როგორც ჩვენ ვხედავთ ვენერას, ანუ ცისკრის ვარსკვლავს. აქედან ცხადია, რომ გაცილებით უფრო მკრთალ მთვარეს „უცხოპლანეტელები“ მკრთალ ვარსკვლავად აღიქვამენ და იგი ღამის მნათობად სრულიად არ გამოადგებათ.