მატრიცა (ფრენჩაიზი)

მატრიცა — ფრენჩაიზი, რომლის ავტორები არიან ენდი და ლანა ვაჩოვსკები. პირველი ფილმი, მატრიცა გამოვიდა 1999 წლის მარტში. მისი წარმატების შემდეგ, გადაღებული იქნა ორი გაგრძელება, მატრიცა: გადატვირთვა (2003) და მატრიცა: რევოლუცია (2003). ორივე შეიქმნა ჯერ კიდევ 1999 წელს დაწერილი სცენარის მიხედვით. ფილმების პერსონაჟები და ადგილები უფრო ვრცლად იქნა მიმოხილული ანიმაციურ ფილმებში, კომიქსებში და ვიდეო თამაშებში.

„მატრიცა“
რეჟისორი ვაჩოვსკები
პროდიუსერი ჯოელ სილვერი
სცენარის ავტორი ვაჩოვსკები
როლებში კიანუ რივზი
ლოურენს ფიშბერნი
კერი-ენ მოსი
ჰუგო უივინგი
კომპოზიტორი დონ დეივისი
Juno Reactor
ოპერატორი ბილ პოუპი
მონტაჟი ზექ სტენბერგი
სტუდია Village Roadshow Pictures
Silver Pictures
Fuse Global
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
Roadshow Entertainment (ავსტრალია და ახალი ზელანდია)[1]
გამოსვლის თარიღი 1999 – 2003
ქვეყანა აშშ
ავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 363 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 1,632,989,142 აშშ დოლარი

სერიის სიუჟეტი აგებულია კიბერპანკის ჟანრის ამბავზე, ფილოსოფიური და რელიგიური თემების თანდართვით. ტრილოგიის გავლენად აგრეთვე იქცა მითოლოგია, ანიმე და ჰონგ-კონგის ფილმები, სადაც უხვად არის აღმოსავლური ორთაბრძოლები. მატრიცის სერიის ორი ვიდეო თამაში, შემუშავებული ვაჩოვსკების დახმარებით, ოფიციალურ ქრონოლოგიაში შედის. Enter the Matrix ძირითადად ნიობას და აჩრდილის ირგვლივ ვითარდება. იგი Final Flight of the Osiris-ს უკავშირებს გადატვირთვის მოვლენებს, ხოლო The Matrix Online არის რევოლუციის გაგრძელება.

სერიაში აღწერილია მომავალი დრო, როდესაც დედამიწაზე დომინირებს ხელოვნური ინტელექტი, მანქანები, შექმნილი XXI საუკუნის დასაწყისში და აჯანყებული კაცობრიობის წინააღმდეგ. ადამიანებმა სცადეს მანქანებისთვის ენერგიის წყაროს, მზის ენერგიის შეწყვეტა, დაფარეს რა დედამიწა ბნელი ღრუბლებით. ამ პერიოდში მოხდა დიდი ომი ადამიანებსა და მანქანებს შორის, რომელშიც უკანასკნელებმა გაიმარჯვეს. არ ჰქონდათ რა ენერგიის წყარო, მანქანებმა დაიწყეს ადამიანების ბიოელექტრობისა და თერმული ენერგიის გამოყენება, ადამიანების პარკებში გაზრდით. მათ გონებას აკონტროლებენ კიბერნეტიკული იმპლანტები, რომლებიც ადამიანს აკავშირებენ სიმულირებულ რეალობასთან, მატრიცასთან.

ვირტუალური რეალობის სამყარო, სიმულირებული მატრიცის მიერ, მოქმედებაშია XXI საუკუნის დასაწყისიდან. მატრიცის მოვლენების დიდი ნაწილი უსახელო მეგა ქალაქში მიმდინარეობს. იგი პრაქტიკულად არ გამოირჩევა რეალობისგან (მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მიმდინარე მოვლენები ვიზუალურად მწვანე ტონებით არის გადმოცემული) და მატრიცასთან დაკავშირებული ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, თუ რა ხდება სინამდვილეში. სერიის ძირითადი პერსონაჟების დიდი ნაწილი მატრიცაში სუპერადამიანურ თვისებებს იძენს, მას შემდეგ, რაც მასში არსებულ ფიზიკის კანონებს ეუფლება.

ვირტუალური სამყარო პირველად წარდგენილი იქნა ფილმში მატრიცა. ანიმატრიცაში შემავალ მოკლემეტრაჟიან „The Second Renaissance“-ში და კომიქსში „Bits and Pieces of Information“ აღწერილია, თუ როგორ დაიწყო ადამიანებისა და მანქანების დაპირისპირება და რატომ მოხდა მატრიცის შემუშავება. ეს ისტორია და მატრიცის დანიშნულება ვრცლად არის აღწერილი ფილმში მატრიცა: გადატვირთვა.

მატრიცის სერია მოიცავს სრულმეტრაჟიანი ფილმების ტრილოგიას. სამივეს რეჟისორები და სცენარისტები არიან ლანა და ენდი ვაჩოვსკები, ხოლო პროდიუსერია ჯოელ სილვერი. მთავარ როლებს ასრულებენ კიანუ რივზი, ლოურენს ფიშბერნი, კერი-ენ მოსი და ჰუგო უივინგი. ფილმები გადაღებული იქნა ავსტრალიაში და დაიწყო 1999 წლის მატრიცით, რომელშიც აღწერილია თუ როგორ მოხვდა ჰაკერი ნეო მათ შორის, ვინც აჯანყდა მანქანების წინააღმდეგ. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად. მსოფლიო მასშტაბით მან 460 მილიონი დოლარი შეაგროვა. აშშ-ში ეს იყო პირველი DVD გამოცემა, რომელიც 3 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.[2]

ფილმის მეინსტრიმული წარმატების შემდეგ გამოვიდა ორი გაგრძელება - მატრიცა: გადატვირთვა და მატრიცა: რევოლუცია. ისინი გადაღებული იქნა ერთდროულად (კოდური სახელწოდებით ზორბა კაცი[3]). ორივე გამოვიდა 2003 წელს. მათში აღწერილია მანქანების დიდი არმიის იერიში ზიონზე. ნეო ამ ფილმებში უფრო ვრცლად შეიტყობს მატრიცის ისტორიის და თავის, როგორც რჩეულის როლის შესახებ. გაგრძელებები აგრეთვე გამოირჩევა უფრო ამბიციური მოქმედებებიანი სცენებით და ვიზუალური ეფექტებით.

კინოთეატრები

რედაქტირება
ფილმი გამოსვლის თარიღი შემოსავალი რეიტინგი ბიუჯეტი წყარო
ჩრდილოეთი ამერიკა ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ მსოფლიო ჩრდილოეთი ამერიკა (ყველა დროის) მსოფლიო (ყველა დროის)
მატრიცა მარტი 31, 1999 $171,479,930 $292,037,453 $463,517,383 #199 #139 $63 მილიონი [4]
მატრიცა: გადატვირთვა მაისი 15, 2003 $281,576,461 $460,552,000 $742,128,461 #60
#107 (A)
#55 $150 მილიონი [5]
მატრიცა: რევოლუცია ნოემბერი 5, 2003 $139,313,948 $288,029,350 $427,343,298 #297 #162 $150 მილიონი [6]
სულ $592,370,339 $1,040,618,803 $1,632,989,142 $363 მილიონი [7]
სიის სიმბოლოები
  • (A) აღნიშნავს შეცვლილ რეიტინგს, გამომდინარე ბილეთების მიმდინარე ფასებიდან (Box Office Mojo-ს მიერ).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Film Distribution - Village Roadshow Limited. Village Roadshow Pictures (2014-02-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-25. ციტირების თარიღი: 2014-02-11.
  2. Press release – August 1, 2000 – The Matrix DVD: The first to sell 3 million. Whatisthematrix.warnerbros.com. Warner Bros., Inc. (August 1, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 5, 2008. ციტირების თარიღი: April 10, 2012.
  3. Steve Silberman. (May 2003) Matrix2. Wired. Wired Digital/Condé Nast Publications. ციტირების თარიღი: 2010-01-16.
  4. The Matrix (1999). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2012-07-07.
  5. The Matrix Reloaded (2003). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2012-07-07.
  6. The Matrix Revolutions (2003). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2012-07-07.
  7. The Matrix Moviesat the Box Office. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: July 15, 2014.