ჰონგ-კონგი

ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი

ჰონგ-კონგი (ინგლ. Hong Kong; ჩინ.: 香港), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი[13] — ქალაქი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი. მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე და მოქცეულია ჯუძიანის დელტასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის[14]. ჰონგ-კონგი ცნობილია თავისი ვრცელი ჰორიზონტითა და ბუნებრივი ღრმა ნავსადგურით. მისი ტერიტორიის ფართობი 1104 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა 7 მილიონ კაცზე მეტი. ამ მაჩვენებლით ჰონგ-კონგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა[15]. ჰონგ-კონგის მოსახლეობის 93.6% ეთნიკური ჩინელია და მხოლოდ 6.4%-ია სხვა ეროვნების წარმომადგენელი[16]. ჰონგ-კონგის კანტონურად მოლაპარაკე უმრავლესობა მეზობელი კანტონის (ამჟამად გუანდუნი) პროვინციდანაა[17], რომელიც ომსა და ჩინეთის კომუნისტურ რეჟიმს გამოექცა 1930-1960 წლებში[18][19][20][21].

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი
中華人民共和國香港特別行政區
ჰონგ-კონგი
დროშა წითელ ფონზე გამოსახული 5-ფურცლიანი თეთრი ყვავილით ჰონგ-კონგის წითელი წრიული ემბლემა, ცენტრში 5-ფურცლიანი თეთრი ყვავილითა და სიტყვების „Hong Kong“ და „(ჩინური)“ გარემოცვით
დროშა
ჰიმნი: „მოხალისეთა მარში“[1]

ქალაქის ყვავილი
Bauhinia blakeana (洋紫荊)
ჰონგ-კონგის მდებარეობა ჩინეთში
ჰონგ-კონგის მდებარეობა ჩინეთში
ჰონგ-კონგის მდებარეობა
ოფიციალური ენა
აღიარებული რეგიონული ენები კანტონური[3]
ოფიციალური დამწერლობა[4] ტრადიციული ჩინური
თანამედროვე ინგლისური
ეთნიკური ჯგუფები (2021) 91.6% ჩინელი
2.7% ფილიპინელი
1.9% ინდონეზიელი
0.8% თეთრები
0.6% ინდოელი
0.4% ნეპალელი
2% სხვა[5]
ეთნოქორონიმი
მთავრობა სპეციალური
ადმინისტრაციული
რეგიონი
[ა]
 -  ადმინისტრაციის მეთაური ჯონ ლი
 -  ადმინისტრაციის მთავარი მდივანი ერიკ ჩანი
 -  საკანონმდებლო საბჭოს პრეზიდენტი ენდრიუ ლეუნგი
 -  მთავარი მოსამართლე ენდრიუ ჩეუნგი
საკანონმდებლო ორგანო საკანონმდებლო საბჭო
ისტორია
 -  ბრიტანეთის მფლობელობა 26 იანვარი, 1841 
 -  ნანკინის ხელშეკრულება 29 აგვისტო, 1842 
 -  პეკინის კონვენცია 18 ოქტომბერი, 1860 
 -  პეკინის მეორე კონვენცია 1 ივლისი, 1898 
 -  იაპონური ოკუპაცია 25 დეკემბერი, 1941-დან
15 აგვისტო, 1945-მდე
 
 -  გაერთიანებული სამეფოსგან
სუვერენიტეტის გადაცემა

1 ივლისი, 1997 
ფართობი
 -  სულ 2 754,97[6] კმ2 (168-ე)
 -  წყალი (%) 59,70%
(1 644,79 კმ²)[6]
მოსახლეობა
 -  2022 შეფასება 7 333 200[7]
 -  2021 აღწერა 7 413 070[8]
 -  სიმჭიდროვე 6 801[9] კაცი/კმ2 (მე-4)
მშპ (მუპ) 2023 შეფასება
 -  სულ $544,735 მილიარდი[10] (47-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $74 598[10] (მე-12)
მშპ (ნომინალი) 2023 შეფასება
 -  სულ $382,854 მილიარდი[10] (41-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $52 429[10] (მე-19)
ჯინი (2016)negative increase 53.9[11]
მაღალი
აგი (2021) 0.952[12]
ძალიან მაღალი · მე-4
ვალუტა ჰონგ-კონგური დოლარი (HK$) (HKD)
სასაათო სარტყელი (UTC+08:00)
თარიღის ფორმატი დდ-თთ-წწწწ
წწწწ年თთ月დდ日
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +852
ISO 3166 კოდი HK
ინტერნეტ-დომენი .hk/.香港
ა. ^  სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის პოლიტიკური სტრუქტურა არის მრავალპარტიული სისტემა.

ჰონგ-კონგი ბრიტანეთის იმპერიის კოლონია ოპიუმის პირველი ომის (1839-42) შემდეგ გახდა. კუნძული ჰონგ-კონგი გაერთიანებული სამეფოსათვის განუსაზღვრელი ვადით გადაცემული პირველი ტერიტორია იყო, შემდეგ 1860 წელს კოულუნის ნახევარკუნძული გადაეცა, ბოლოს კი 1898 წელს იჯარით ახალი ტერიტორიები მიიღო. წყნაროკეანური ომის დროს (1941-45) ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ, რომლის შემდეგაც ბრიტანეთმა კვლავ დაიბრუნა მასზე კონტროლი 1997 წლამდე, ტერიტორიის ჩინეთისთვის გადაცემის მომენტამდე[22][23]. კოლონიალიზმის პერიოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღევანდელი ჰონგ-კონგის კულტურაზე, რომელსაც ხშირად ახასიათებენ, როგორც „აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრას“ და განათლების სისტემაზე, რომელიც ინგლისის სისტემას მისდევდა 2009 წლის რეფორმების განხორციელებამდე[24].

1997 წლის 1 ივლისს, ჰონგ-კონგი ჩინეთის პირველი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდა, „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპით (აღნიშნული სტატუსი მაკაომ 1999 წლის დეკემბერში მიიღო). მას კონტინენტური ჩინეთისაგან განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს[25]. ჰონგ-კონგის იურიდიული დამოუკიდებლობა ანგლო-ამერიკული სამართლის ჩარჩოებში ფუნქციონირებს[26][27]. ჰონგ-კონგის მთავარი კანონი (მისი საკონსტიტუციო დოკუმენტი) არეგულირებს მის პოლიტიკურ სისტემას და საგარეო ურთიერთობებისა და სამხედრო თავდაცვის გარდა ყველა საკითხში ითვალისწინებს ჰონგ-კონგის ავტონომიურობის მაღალ ხარისხს[28].

ჰონგ-კონგი გლობალური ქალაქია. ის ერთ-ერთი ალფა+ ქალაქია. ჰონგ-კონგი წარმოადგენს მსოფლიოში მესამე წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ. ჰონგ-კონგს აქვს წამყვანი კაპიტალისტური პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა, რომელიც დაბალი გადასახადებითა და თავისუფალი ვაჭრობით ხასიათდება, ხოლო ვალუტა, ჰონგ-კონგური დოლარი მსოფლიოს რვა ყველაზე გამოყენებად ვალუტას შორისაა[29]. ტერიტორიის უკმარისობამ მაღალ შენობებზე მოთხოვნა გაზარდა, რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე ვერტიკალურ ქალაქად აქცია. ჰონგ-კონგს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა[10]. ტერიტორიის სიმცირემ, აგრეთვე ხელი შეუწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაღალგანვითარებული სისტემის შექმნას, რომლითაც მოსახლეობის 90 % სარგებლობს და ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ჰონგ-კონგს სხვადასხვა ასპექტში მრავალი მაღალი საერთაშორისო რეიტინგი გააჩნია, მათ შორისაა მისი თავისუფალი ეკონომიკა, ფინანსური და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა[30], ცხოვრების დონე, კორუფციის აღქმა[31], ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი სადაც უმაღლესი ადგილები უკავია. გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის მონაცემებით, 2012 წელს ჰონგ-კონგში მსოფლიოში სიცოხლის ხანგრძლოვობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თუმცა მიუხედავად ამისა ჰაერის დაბინძურება და სმოგი მაინც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს[32].

სახელწოდება

რედაქტირება

სახელწოდება „ჰონგ-კონგი“ წარმოადგენს კანტონურზე ან ჰაკაზე არსებული სახელის 香港 ფონეტიკურად მიახლოებულ ვარიანტს, რაც თარგმანში „სურნელვან ნავსადგურს“ ნიშნავს[33]. 1842 წლამდე ამ სახელით მოიხსენიებოდა პატარა უბე (ამჟამად აბერდინის ნავსადგური ან 香港仔 ჰოენგ1გონგ2ზაი2 „პატარა ჰონგ-კონგი“) კუნძულ აბერდინსა და კუნძულ ჰონგ-კონგის სამხრეთ ნაწილს შორის, რომელიც ბრიტანელი მეზღვაურებისა და ადგილობრივი მეთევზეების შეხვედრის პირველი შეხების წერტილი იყო[34].

კოლონიამდელი

რედაქტირება

ბრიტანეთის კოლონიალიზმის ეპოქა

რედაქტირება

იაპონიის შეჭრა

რედაქტირება

ცივი ომის პერიოდი

რედაქტირება

დაბრუნება და სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსი

რედაქტირება

სუვერენიტეტის გადაცემა

რედაქტირება

1997 წლის 1 ივლისს ჰონგ-კონგზე სუვერენიტეტის გაერთიანებული სამეფოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე გადაცემა განხორციელდა. რითაც ჰონგ-კონგში ბრიტანეთის კოლონიალური მმართველობის 156-წლიანი პერიოდი დასრულდა. ის იყო გაერთიანებული სამეფოს ბოლო უდიდესი კოლონია, რომლის დაკარგვითაც ფაქტობრივად არსებობა დაასრულა ბრიტანეთის იმპერიამ. ამ გადაცემის შემდეგ ჰონგ-კონგი ჩინეთის პირველი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი გახდა. პრო-პეკინელი ბიზნეს-მაგნატი ტუნგ-ჩი-ჰვა ჰონგ-კონგის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი მეთაური გახდა.

ტუნგ-ჩი-ჰვა: 1997–2003

რედაქტირება

სერ დონალდ ცანგი: 2005–2012

რედაქტირება

ლეუნგ ჩუნ-იინგი: 2012-დან

რედაქტირება

გეოგრაფია და კლიმატი

რედაქტირება
 
ურბანული განაშენიანებისა და მცენარეული საფარის გავრცელების არეალები თანამგზავრულ ფოტოზე.

ჰონგ-კონგი მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე, ჯუძიანის დელტის საპირისპირო მხარეს, მაკაოდან 60 კილომეტრით აღმოსავლეთით. აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემორტყმულია სამხრეთ ჩინეთის ზღვით, ხოლო ჩრდილოეთიდან მდინარე შენჯენით გამოყოფილია გუანდუნის პროვინციის ქალაქ შენჯენისაგან. 1104 კმ² ტერიტორია მოიცავს, კუნძულ ჰონგ-კონგს, კოულუნის ნახევარკუნძულს, ახალ ტერიტორიებსა და 200-ზე მეტ მიმდებარე კუნძულს, რომელთა შორის უდუდესია კუნძული ლანტაუ. ტერიტორიის მთლიანი ფართობიდან 1054 კმ² უკავია ხმელეთს, ხოლო 50 კმ² წყალს. ჰონგ-კონგის ტერიტორიული წყლები 3 საზღვაო მილის (5,6 კმ) მანძილზე ვრცელდება. მსოფლიოში ტერიტორიის ფართობის სიდიდის მიხედვით ჰონგ-კონგი 179-ე ადგილზეა[35][14].

 
ჰონგ-კონგის მაღალ სიმაღლეზე მდებარე ბალახით დაფარული ტერიტორიები: კუნძული ლანტაუ მშრალი სეზონის დროს.

ვინაიდან ჰონგ-კონგის რელიეფის უდიდესი ნაწილი გორაკ-ბორცვიანია და ციცაბოა, ამიტომ ხმელეთის ტერიტორიის მხოლოდ 25 % არის ათვისებული, ხოლო 40 % პარკებსა და ნაკრძალებს უკავიათ[36]. ურბანული განვითარების ძირითადი არეალები მდებარეობს კოულუნის ნახევარკუნძულზე, კუნძულ ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ ნაწილსა და ახალი ტერიტორიების დასახლებებში[37]. ტერიტორიის უმაღლესი მწვერვალია ტაი-მო-შანი, რომელიც ზღვის დონიდან 957 მეტრზე მდებარეობს[38]. ჰონგ-კონგს უსწორმასწორო სანაპირო ზოლის გამო უამრავი უბე, მდინარე და პლაჟი აქვს. 2011 წლის 18 სექტემბერს ჰონგ-კონგის ეროვნული გეოპარკი იუნესკომ თავისი გლობალური გეოპარკების ქსელში შეიტანა. ჰონგ-კონგის გეოპარკი რვა გეო-ზონისაგან შედგება, რომლებიც საი-კუნგის ვულკანური ქანების რეგიონსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ახალი ტერიტორიების დანალექი ქანების რეგიონს მოიცავს[39].

მიუხედავად იმისა, რომ ის კირჩხიბის ტროპიკის სამხრეთით მდებარეობს, ჰონგ-კონგში ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია (კიოპენი Cwa). ზაფხული ცხელი და ნოტიოა, იშვიათი თავსხმა წვიმებით, ჭექა-ქუხილითა და სამხრეთ-დასავლეთიდან შემომავალი თბილი ჰაერით. ტაიფუნები ყველაზე ხშირად ზაფხულობითაა. ხშირად ისინი დატბორვასა და მეწყერს იწვევენ. ზამთარი რბილია და ის ჩვეულებრივ მზიანი ამინდებით იწყება, ხოლო თებერვლისკენ ღრუბლიანობით იცვლება. შემთხვევით ცივ ფრონტს ჩრდილოეთიდან ძლიერი ცივი ქარი მოაქვს. ყველაზე ზომიერი სეზონებია გაზაფხული, რომელიც ცვალებადობით ხასიათდება და შემოდგომა რომელიც ჩვეულებრივ მშრალი და მზიანია[40]. თოვლი ძალიან იშვიათია და ჩვეულებრივ მაღალმთიან ნაწილებში მოდის. ჰონგ-კონგში მზის საშუალო წლიური ნათება 1948 საათია[41], ამასთანავე ჰონგ-კონგის ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ტემპერატურებია +36.3 °C (8 აგვისტო 2015) და 0.0 °C (18 იანვარი 1893) შესაბამისად[42][43]. ჰონგ-კონგის მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი ტემპერატურა +37.9 °C-ია (ჰეპი-ველი, 8 აგვისტო 2015), ხოლო რეკორდულად დაბალი კი −6.0 °C (მწვერვალი ტაი-მო-შანი, 24 იანვარი 2016).

მმართველობა

რედაქტირება

სამართლებრივი სისტემა და სასამართლო

რედაქტირება

საგარეო ურთიერთობები

რედაქტირება

ადამიანის უფლებები

რედაქტირება

სამხედრო საქმე

რედაქტირება

ადმინისტრაციული რაიონები

რედაქტირება

ჰონგ-კონგი სამი გეოგრაფიული რეგიონისაგან შედგება, რომელიც ბრიტანეთის კოლონიალური მთავრობის ისტორიულ ექსპანსიას ემთხვევა: კუნძული ჰონგ-კონგი, კოულუნი (1860) და ახალი ტერიტორიები და მიმდებარე კუნძულები (1898). პირველი დაარსებული ქალაქი იყო ვიქტორია, კუნძულ ჰონგ-კონგზე. მისი ტერიტორია ემთხვევა დღევანდელ ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებს (რუკაზე №15).

1999 წელს საქალაქო და რაიონული საბჭოების დეცენტრალიზების გაუქმების შემდეგ, ჰონგ-კონგი უნიტარული ტერიტორია გახდა, რომელიც 18 რაიონად იყოფა. თითოეულ რაიონს წარმოადგენს რაიონული საბჭო, რომელიც მთავრობას სთავაზობს ისეთ ადგილობრივ პროგრამებს, როგორიცაა საზოგადოებრივი პროგრამები, კულტურული აქტივობები და გარემოსდაცვითი პოლიტიკა[44]. რაიონულ საბჭოში სულ 541 ადგილია, 412 მათგანი პირდაპირი კენჭისყრის გზით აირჩევა, ხოლო 27 სასოფლო კომიტეტების თავმჯდომარეებისგან კომპლექტდება (მიწათმფლობელების ოჯახები ახალ ტერიტორიებზე 1898 წლამდე); დარჩენილ ადგილებზე წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მიერ ინიშნება[44]. შინაგან საქმეთა დეპარტამენტი რაიონული ოფისების საშუალებით ახორციელებს სამთავრობო პოლიტიკისა და გეგმების საზოგადოებისათვის მიწოდებას[45].

დემოგრაფია

რედაქტირება

ეკონომიკა

რედაქტირება

ინფრასტრუქტურა

რედაქტირება

ჰონგ-კონგს კარგად განვითარებული სატრანსპორტო სისტემა აქვს. დღიური გადაადგილების 90 % (11 მილიონი) საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხორციელდება[46] და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა[47]. ანგარიშსწორება Octopus card-ის საშუალებით ხდება, რომელიც MTR-მა დანერგა და დღეისათვის უნივერსალური გადახდის სისტემაა რკინიგზაზე, ავტობუსებში, ბორანსა და სხვა ადგილებში[48][49].

სოციალური სფერო

რედაქტირება

განათლება

რედაქტირება

ჯანდაცვა

რედაქტირება

არქიტექტურა

რედაქტირება
  1. მთავარი კანონიჰიმნი
  2. „Should there be any discrepancy between the English and Chinese versions of this notice, the ENGLISH VERSION SHALL PREVAIL“. The Legislative Council Commission. 12 December 2015. შენიშვნა: კანტონური არის გამოყენებადი ჩინურის „დე ფაქტო“ სტანდარტი
  3. Section 3(1) of the Official Languages Ordinance (Cap 5) provides that the "English and Chinese languages are declared to be the official languages of Hong Kong." The Ordinance does not explicitly specify the standard for "Chinese". While Mandarin and Simplified Chinese characters are used as the spoken and written standards in mainland China, Cantonese and Traditional Chinese characters are the long-established de facto standards in Hong Kong.
  4. „Disclaimer and Copyright Notice“. The Legislative Council Commission. 12 December 2015.
  5. Population By-Census 2021, p. 46.
  6. 6.0 6.1 Survey and Mapping Office – Circulars and Publications. Survey and Mapping Office. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2020
  7. „Mid-year population for 2022“ (პრეს-რელიზი). Census and Statistics Department. 11 August 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2023.
  8. Key statistics of the 2021 and 2011 Population Census. census2021.gov.hk. ციტირების თარიღი: 15 მარტი 2022
  9. Main Tables – 2021 Population Census. census2021.gov.hk. ციტირების თარიღი: 15 მარტი 2022
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Hong Kong. საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ციტირების თარიღი: 27 October 2013.
  11. Household Income Distribution 2016, p. 7
  12. Human Development Report 2021/2022 en. United Nations Development Programme (8 September 2022). ციტირების თარიღი: 8 September 2022
  13. GovHK: Residents, ჰონგ-კონგის მთავრობა.
  14. 14.0 14.1 www.censtatd.gov.hk. ციტირების თარიღი: 2018-10-16
  15. Ash, Russell (2006). The Top 10 of Everything 2007. Hamlyn, გვ. 78. ISBN 0-600-61532-4. 
  16. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის census1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  17. Fan Shuh Ching (1974). „ჰონგ-კონგის მოსახლეობა“ (PDF). World Population Year. Committee for International Coordination of National Research in Demography: 18–20. ციტირების თარიღი: 25 August 2010.
  18. Second paragraph reads, "The first wave of refugees came to Hong Kong in the 1930s to escape from the Chinese Civil War and the Sino-Japanese War, but it wasn't until 1949, during the Chinese exodus, when an estimated one million-plus mainland Chinese started coming into the city via the northern borders. Many people, mostly anti-communist Kuomintang officials and capitalists, rushed to Hong Kong in search of refuge." A history of refugees in Hong Kong. Time Out Hong Kong – Know your City (18 June 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 აგვისტო 2013. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
  19. Page 16, "The turmoil on the mainland, leading to the defeat of the Nationalists and takeover by the Communists in 1949, unleashed a torrent of refugees – both rich and poor -into Hong Kong." (2002) Hong Kong: Facts about Hong Kong -History, 10th, Hong Kong: Lonely Planet, გვ. 16. ISBN 1864502304. 
  20. „Veterans who fled mainland for Hong Kong in 1970s tell their stories“. South China Morning Post. Hong Kong. ციტირების თარიღი: 9 September 2013.
  21. Carroll, John (2007). A Concise History of Hong Kong. Rowman & Littlefield, გვ. 127. ISBN 978-0742534223. 
  22. Joint Declaration of the Government of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland and the Government of the People's Republic of China on the Question of Hong Kong. Constitutional and Mainland Affairs Bureau, Hong Kong Government (19 December 1984). ციტატა: „The Government of the People's Republic of China declares that to recover the Hong Kong area (including Hong Kong Island, Kowloon and the New Territories, hereinafter referred to as Hong Kong) is the common aspiration of the entire Chinese people, and that it has decided to resume the exercise of sovereignty over Hong Kong with effect from 1 July 1997.“ ციტირების თარიღი: 4 October 2010.
  23. „On This Day: 1997: Hong Kong handed over to Chinese control“. BBC News. 1 July 1997. ციტირების თარიღი: 9 September 2008.
  24. Programme Highlights. Hong Kong Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 20 October 2010.
  25. So, Dudley L.; Lin, Nan; Poston (2001). The Chinese Triangle of Mainland China, Taiwan and Hong Kong. Greenwood Publishing, გვ. 13–29. ISBN 0-313-30869-1. 
  26. Basic Law, Chapter IV, Section 4. Basic Law Promotion Steering Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 10 November 2009.
  27. Russell, Peter H.; O'Brien, David M. (2001). Judicial Independence in the Age of Democracy: Critical Perspectives from around the World. University of Virginia Press, გვ. 306. ISBN 978-0-8139-2016-0. 
  28. Ghai, Yash P. (2000). Autonomy and Ethnicity: Negotiating Competing Claims in Multi-ethnic States. კებბრიჯის უნივერსიტეტის პრესა, გვ. 92–97. ISBN 978-0-521-78642-3. 
  29. „Triennial Central Bank Survey: Report on global foreign exchange market activity in 2010“ (PDF). Monetary and Economic Department. Bank for International Settlements: 12. December 2010. ციტირების თარიღი: 15 October 2011.
  30. Global Competitiveness Index 2012–2013 (2012). ციტირების თარიღი: 8 June 2013.
  31. Corruption Perceptions Index 2012. საერთაშორისო გამჭვირვალობა (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2013. ციტირების თარიღი: 8 June 2013.
  32. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-30. ციტირების თარიღი: 2014-07-06.
  33. Room, Adrian (2005). Placenames of the World. McFarland & Company, გვ. 168. ISBN 0-7864-2248-3. ციტირების თარიღი: 1 September 2011. 
  34. Bishop, Kevin; Roberts, Annabel (1997). China's Imperial Way. China Books and Periodicals, გვ. 218. ISBN 962-217-511-2. ციტირების თარიღი: 1 September 2011. 
  35. Hong Kong. The World Factbook. CIA (23 August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 17 September 2010.
  36. Morton, Brian; Harper, Elizabeth (1995). An Introduction to the Cape d'Aguilar Marine Reserve, Hong Kong. Hong Kong University Press, გვ. 9. ISBN 9789622093881. 
  37. 2006 Population By-census. Census and Statistics Department, Hong Kong Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2009. ციტირების თარიღი: 13 November 2009.
  38. Tai Mo Shan Country Park. Agriculture, Fisheries and Conservation Department, Hong Kong Government (17 March 2006). ციტირების თარიღი: 8 November 2009.
  39. Geopark leaflet (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 26 October 2013.
  40. Climate of Hong Kong. Hong Kong Observatory (4 May 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 2 August 2007.
  41. Hong Kong in Figures 2008 Edition. Census and Statistics Department, Hong Kong Government (27 February 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მარტი 2008. ციტირების თარიღი: 7 May 2008.
  42. Hong Kong Observatory (1884-1939 და 1947-2015 წლების მონაცემები)
  43. Record-breaking high temperature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-07-17.
  44. 44.0 44.1 Hong Kong– The Facts: District Administration. Hong Kong Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 31 August 2008.
  45. Mission. Home Affairs Department, Hong Kong Government (30 June 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 10 November 2009.
  46. Public Transport Introduction. Transport Department, Hong Kong Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 July 2008. ციტირების თარიღი: 13 July 2008.
  47. Lam, William H. K.; Bell, Michael G. H. (2003). Advanced Modeling for Transit Operations and Service Planning. Emerald Group Publishing, გვ. 231. ISBN 978-0-08-044206-8. 
  48. Octopus Card Information. Octopus Cards Limited. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2007. ციტირების თარიღი: 10 December 2008.
  49. Poon, Simpson; Chau, Patrick (February 2001). „Octopus: The Growing E-payment System in Hong Kong“. Electronic Markets. Informa. 11 (2): 97–106. doi:10.1080/101967801300197016. ISSN 1019-6781.