ჰონგ-კონგის ეკონომიკა

ჰონგ-კონგის ეკონომიკა მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკაა. ხასიათდება დაბალი გადასახადებით, თითქმის უფასო საპორტო ვაჭრობითა და კარგად განვითარებული საერთაშორისო ფინანსური ბაზრით.[1][2] ვალუტა ჰონგ-კონგური დოლარია, რომელსაც ლეგალურად სამი საერთაშორისო კომერციული ბანკი ბეჭდავს[3] და ამერიკულ დოლართანაა მიბმული.[4][5] პროცენტული მაჩვენებლები ჰონგ-კონგის ბანკების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.[6] ოფიციალურად ცენტრალური საბაკო სისტემა არ არის აღიარებული, თუმცა ჰონგ-კონგის მონეტარული სააგენტო ფინანსების რეგულირების სააგენტოს სახით ფუნქციონირებს.[7][8]

ვიქტორიას ნავსადგური ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგის ეკონომიკა პოზიტიური ჩაურევლობის პრინციპით იმართება და დიდადაა დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებზე. სწორედ ამიტომ, ჰონგ-კონგი კომპანიის დასაარსებლად ყველაზე შესაბამის ადგილად მიიჩნევა. კვლევის თანახმად, 2014 წელს ჰონგ-კონგში 998 რეგისტრირებული სტარტაპი იყო, ხოლო 2018 წელს ეს რიცხვი 2 800-მდე გაიზარდა. მათგან 22% ელექტრონული კომერციის, 12% ― ფინანსური ტექნოლოგიების, 12% ― პროგრამული უზრუნველყოფის, 11% ― სარეკლამო მიმართულების იყო.[9] 2019 წლის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჰონგ-კონგი 8.91 ქულით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.[10]

1961 წლიდან 1997 წლამდე ჰონგ-კონგის მთლიანი შიდა პროდუქტი 180-ჯერ გაიზარდა. ასევე, იმავე პერიოდისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 87-ჯერ გაიზარდა.[11] ჰონგ-კონგის ეკონომიკა ოდნავ უფრო დიდია ვიდრე ირლანდიისა და ისრაელის ეკონომიკა.[12][13][14] 2011 წელს ჰონგ-კონგის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით მსოფლიოში მე-6 იყო. 2009 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის გამო ჰონგ-კონგის რეალური ეკონომიკური ზრდა 2.8%-ით შემცირდა.[15]

XX საუკუნის ბოლოს ჰონგ-კონგი მსოფლიოში სიდიდით მე-7 პორტი იყო, ხოლო კონტეინერების ტრანსპორტირებით მხოლოდ როტერდამსა და ნიუ-იორკს ჩამორჩებოდა. ჰონგ-კონგი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრული წევრია.[16] ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა მეექვსეა მსოფლიოში და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3.732 ტრილიონ $-ს უდრის.[17]

ეკონომიკური თავისუფლება

რედაქტირება

2019 წლის The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ჰონგ-კონგი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა სინგაპურის შემდეგ. ინდექსი ბიზნესზე, ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე, ფინანსებზე, საკუთრების უფლებებსა და შრომაზე შეზღუდვებსა და კორუფციას, მთავრობის ზომასა და მონეტარული კონტროლს 183 ქვეყანაში ზომავს. ჰონგ-კონგი ერთადერთი ეკონომიკაა, რომელმაც 100 ქულიანი შკალიდან 90 ქულაზე მეტი მიიღო 2014 და 2018 წლებში.[18] 2021 წელს ფონდმა ჰონგ-კონგი, როგორც ჩინეთისგან დამოუკიდებელი ერთეული, მსოფლიოს ყველაზე თავისუფალი ეკონომიკების სიიდან ამოიღო, ჩინეთის მთავრობის მხრიდან ჰონგ-კონგის სამთავრობო სისტემასა და დემოკრატიულ პროცესებში გაზრდილი ჩარევების გამო. ამის გამო ჰონგ-კონგმა და მაკაომ თავიანთი პოზიციები დაკარგეს.

ეკონომიკური მონაცემები

რედაქტირება
 
ეკონომიკა ღამით კარგად ფუნქციონირებს, ფა-იუენის ქუჩა, ჰონგ-კონგი
 
ჰონგ-კონგის ექსპორტი, 2014

ქვემოთ მოცემულია ჰონგ-კონგის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორები 1980-2020 წლებისთვის. 5%-ზე დაბალი ინფლაცია მწვანედაა ნაჩვენები.[19]

წელი მშპ

(მლრდ აშშ$ მუპ)

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

(აშშ $ მუპ)

მშპ

(მლრდ აშშ$ ნომინალური)

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

(აშშ $ ნომინალური)

მშპ-ის ზრდა

(რეალური)

ინფლაცია

(პროცენტებში)

უმუშევრობა

(პროცენტებში)

მთავრობის ვალი

(მშპ-ის %-ში)

1980 36.08 7130 28.8 5700  7.9%  35.1% 11.5% n/a
1981  43.13  8330  34.1  6000  6.2%  19.7%  10.3% n/a
1982  47.11  8960  25.5  6140  -13.6%  9.9%  19.8% n/a
1983  51.9  9700  20.7  5590  -2.8%  27.3%  21.0% n/a
1984  59.15  10890  20.1  6170  5.9%  19.9%  17.5% n/a
1985  61.46  11170  17.2  6490  2.0%  30.7%  15.0% n/a
1986  69.66  12520  18.5  1,504.4  5.6%  19.5%  12.3% n/a
1987  80.94  14420  21.9  1,743.9  6.6%  19.9%  11.0% n/a
1988  90.93  16030  25.8  2,021.0  7.3%  14.7%  9.9% n/a
1989  96.65  16880  29.7  2,289.4  10.6%  17.0%  8.0% n/a
1990  104.11  18100  33.0  2,503.9  3.7%  26.0%  7.8% n/a
1991  113.77  19560  38.0  2,829.7  7.7%  21.8%  8.2% 37.4%
1992  123.61  21000  46.3  3,368.3  11.1%  15.5%  6.7%  30.7%
1993  134.39  22410  49.5  3,547.0  6.7%  12.7%  6.5%  28.3%
1994  145.54  23780  57.1  4,030.1  5.1%  11.5%  7.8%  22.8%
1995  152.12  24260  73.6  5,117.7  8.8%  8.2%  7.4%  17.4%
1996  161.51  24980  78.0  5,349.6  6.9%  7.4%  6.5%  14.7%
1997  172.67  26500  84.9  5,743.7  7.4%  6.1%  6.1%  12.9%
1998  164.34  24960  81.6  5,446.5  4.4%  5.1%  6.2%  12.2%
1999  170.84  25740  75.1  4,952.9  -0.5%  3.3%  10.0%  13.4%
2000  188.09  28030  77.8  5,071.7  5.3%  3.8%  9.7%  13.2%
2001  193.41  28740  71.0  4,572.9  3.3%  3.6%  9.9%  14.5%
2002  199.68  29690  69.7  4,443.8  3.1%  2.5%  9.8%  15.2%
2003  209.84  31020  75.6  4,770.3  4.1%  2.8%  9.5%  12.7%
2004  234.22  34460  99.2  6,193.1  7.2%  1.1%  10.0%  10.3%
2005  259.41  37940  123.0  7,600.4  5.7%  3.1%  9.3%  7.0%
2006  286.23  41460  154.9  9,473.0  6.3%  3.4%  8.0%  5.0%
2007  312.96  45110  173.6  30490  4.9%  4.4%  7.0%  3.9%
2008  325.75  46780  179.5  31490  3.6%  8.7%  7.8%  4.9%
2009  319.78  45710  172.5  30590  -1.6%  1.5%  11.1%  5.8%
2010  345.53  49000  218.3  32420  5.8%  1.4%  8.3%  8.6%
2011  369.69  52000  252.1  34960  6.1%  3.3%  7.3%  11.1%
2012  373.48  52080  267.0  36620  5.3%  3.0%  6.6%  11.9%
2013  385.45  53450  278.3  38230  4.0%  1.8%  6.1%  12.7%
2014  396.04  54600  260.5  40190  1.8%  4.7%  6.5%  15.0%
2015  411.29  56270  243.9  42330  2.3%  4.3%  6.3%  17.3%
2016  419.81  56910  250.3  43490  1.7%  3.8%  6.7%  21.0%
2017  442.39  59680  276.9  46030  1.2%  2.2%  7.0%  23.6%
2018  465.85  62230  297.5  48310  3.7%  2.3%  7.4%  25.6%
2019  466.22  61990  279.3  48270  1.0%  2.3%  7.2%  28.2%
2020  443.14  59660  252.8  46600  -5.8%  3.0%  10.8%  32.5%
2021  488.65  65400  331.3  49490  11.0%  4.2%  9.1%  34.4%
2022  519.77  69170  352.7  51900  2.5%  4.4%  7.4%  37.3%
2023  548.81  72610  374.2  54240  1.9%  3.1%  6.8%  39.7%
2024  577.41  75950  394.7  56620  2.0%  3.0%  6.7%  40.9%
2025  606.35  79300  415.9  59130  2.3%  3.0%  6.9%  40.8%
2026  636.49  82760  438.1  61800  2.5%  3.0%  7.0%  40.5%

2021 წლისთვის ჰონგ-კონგის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2 869 682 მლნ ჰონგ-კონგური დოლარია. მშპ-ის რეალური ზრდა +6.3%-ია. 2021 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 387 110 ჰონგ-კონგურ დოლარს შეადგენს. 2020 წლისთვის მშპ-ის 23.4% საფინანსო მომსახურებაზე მოდის, 19.8% ― ვაჭრობასა და ლოჯისტიკაზე, 11.5% ― პროფესიულ და სხვა სახის სერვისებზე, 0.4% ― ტურიზმზე, 44.9% ― სხვა სფეროებზე.

შრომის ბაზარი[20]

რედაქტირება

2021 წლისთვის სამუშაო ძალა 3.87 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამავე წლის დეკემბრის მონაცემებით, 537 322 ადამიანი სოციალურ და პერსონალურ სამსახურებშია დასაქმებულია, 439 500 ადამიანი ― იმპორტ/ექსპორტის ვაჭრობასა და საბითუმო ვაჭრობაში, 387 702 ადამიანი ― პროფესიულ და ბიზნეს სამსახურებში, 253 527 ადამიანი ― სასურსათო და განთავსების სამსახურებში, 251 421 ადამიანი ― საცალო ვაჭრობაში, 240 274 ადამიანი ― ფინანსებისა და სადაზღვევო სფეროში. 2021 წლისთვის უმუშევრობის დონე 5.2%-ია (200 300 ადამიანი).

სტატისტიკა

რედაქტირება
 
ჰონგ-კონგისა და მაკაოს მდებარეობა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰონგ-კონგს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის მე-7 ადგილი ეკავა. 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-3 ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 48 517.4 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.36%-ია. უმუშევრობის დონე 2.9%-ია, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 0.9%-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით ჰონგ-კონგი მე-5 ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას მე-9 უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 52-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― მე-8, საჯარო სექტორის საქმიანობით ― მე-3, გამჭვირვალობით ― მე-14, საკუთრების უფლებებით ― მე-4, კორპორატიული მმართველობით ― მე-3, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― მე-12.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით ჰონგ-კონგს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-3 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-3, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― მე-6. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ჰონგ-კონგი მე-3 ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად ყველაზე სტაბილურია მთელს მსოფლიოში. ამ მაჩვენებლით იგი პირველ ადგილზეა. ვალების დინამიკის ინდექსი 100-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვითაც ჰონგ-კონგი პირველ ადგილზეა: შიდა კონკურენციით პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის მე-2 (ამ მხრივ მხოლოდ სინგაპურს ჩამორჩება); შრომის ბაზრის მიხედვით ― მე-7 ადგილზეა: მოქნილობის ინდექსით მე-19 ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― მე-2-ს (მხოლოდ დანიას ჩამორჩება).

ჰონგ-კონგში საუკეთესოდაა განვითარებული საფინანსო სისტემა (1-ელი ადგილი): სიღრმით მე-3, ხოლო სტაბილურობით მე2 ადგილზეა (ფინეთის შემდეგ). ბაზრის ზომით ქვეყანა 28-ე ადგილს იკავებს. ჰონგ-კონგში კარგადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (მე-15 ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 33-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― მე-6-ს.[21]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Mizuoka, Fujio (2018). Contrived Laissez-Faireism: The Politico-Economic Structure of British Colonialism in Hong Kong. Springer Publishing, გვ. 26. ISBN 978-3319697932. 
  2. The Profitability of the Banking Sector in Hong Kong. ციტირების თარიღი: 27 July 2018
  3. Legal Tender Notes Issue Ordinance დაარქივებული 3 May 2015 საიტზე Wayback Machine. . Legislation.gov.hk (30 June 1997)
  4. Monetary Stability. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 27 July 2018
  5. „Triennial Central Bank Survey of Foreign Exchange and Derivatives Market Activity in April 2007“ (PDF). Triennial Central Bank Survey 2007. Bank for International Settlements: 7. September 2007. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 6 December 2017. ციტირების თარიღი: 5 September 2010.
  6. Gough, Neil; Sang-Hun, Choe (19 July 2012). „Asian Financial Regulators Examine Local Lending Rates“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 September 2017. ციტირების თარიღი: 5 March 2017.
  7. The Hong Kong Association of Banks. ციტირების თარიღი: 5 November 2012
  8. Chiu, Peter (2003). „Hong Kong's Banking Industry Facing Keen Competition“. China Perspectives. 2003 (2). doi:10.4000/chinaperspectives.260. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 May 2013. ციტირების თარიღი: 16 November 2012.
  9. WHub. (2018) Hong Kong Start Up Ecosystem Whitepaper.
  10. Economic Freedom (22 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2022. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი 2022.
  11. Rikkie Yeung (2008). Moving Millions: The Commercial Success and Political Controversies of Hong Kong's Railways. Hong Kong University Press. ISBN 978-962-209-963-0. 
  12. Nominal GDP list of countries. Data for the year 2010. World Economic Outlook Database, September 2011. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 22 December 2011
  13. Gross domestic product (2009). The World Bank: World Development Indicators database. World Bank (27 September 2010). ციტირების თარიღი: 5 October 2010
  14. Field listing – GDP (official exchange rate) დაარქივებული 4 October 2008 საიტზე Wayback Machine. , The World Factbook
  15. GDP growth (annual %). ციტირების თარიღი: 11 June 2019
  16. Hong Kong, China – Member information დაარქივებული 21 September 2012 საიტზე Wayback Machine. . WTO. Retrieved 1 November 2012.
  17. World's Largest Stock Exchanges December 2017.. ციტირების თარიღი: 20 April 2020
  18. 2014 Index of Economic Freedom – Hong Kong. The Heritage Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 იანვარი 2021. ციტირების თარიღი: 16 September 2018
  19. Report for Selected Countries and Subjects en. ციტირების თარიღი: 2022-02-20
  20. 20.0 20.1 List of All Statistical Products. Census and Statistics Department.
  21. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved August 1, 2022. pp. 266-269.