ტაიფუნი (ჩინ. – 颱風; ფინინი – táifēng; ინგლ. – Typhoon) — წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში (ა. გ. 170°-მდე) ეკვატორის ჩრდილოეთით წარმოქმნილი ტროპიკული ციკლონის ადგილობრივი სახელწოდება.

ტაიფუნების მარშრუტის გავრცელების სქემა

ტაიფუნი გადაადგილდება დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით 10-20 კმ/სთ სიჩქარით და აღწევს ინდოჩინეთის, ჩინეთისა და კორეის ნაპირებს, შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისაკენ ან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 30-50 კმ/სთ (ზოგჯერ 100 კმ/სთ) სიჩქარით და აღწევს იაპონიას, ზოგჯერ კურილის კუნძულებს და კამჩატკასაც.

წლის განმავლობაში იცის 30-მდე ტაიფუნი, უმრავლესობა ივლისიდან ოქტომბრამდე. ტაიფუნს თან სდევს ზღვის ძლიერი ღელვა და რამდენიმე ასეული მმ ატმოსფერული ნალექი.

იაპონიისთვის განსაკუთრებულად დამანგრეველი აღმოჩნდა 1991 წლის სეზონი, სადაც ტაიფუნის წნევამ 870-878 მბარ-ს მიაღწია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 643.
  • Риль Г., Тропическая метеорология, пер. с англ., М., 1963;
  • Мамедов Э. С., Павлов Н. И., Тайфуны, Л., 1974.