ინდოჩინეთის ნახევარკუნძული ან უბრალოდ ინდოჩინეთი — რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს ინდოეთის აღმოსავლეთით და ჩინეთის სამხრეთით. ტერმინი პირველად იხმარა დანიური წარმოშობის ფრანგმა გეოგრაფმა მალთე კონრად ბრუუნმა 1810 წელს პარიზში გამოქვეყნებული წიგნში „Précis de la Géographie Universelle“.

ინდოჩინეთის ნახევარკუნძული
ქვეყანა ლაოსის დროშა ლაოსი, ვიეტნამის დროშა ვიეტნამი, კამბოჯის დროშა კამბოჯა, ტაილანდის დროშა ტაილანდი, მიანმარი
ფართობი 2 მლნ კმ²
აკვატორია სამხრეთ ჩინეთის ზღვა, სიამის ყურე, ბენგალის ყურე

ინდოჩინეთის სახელით მოიხსენიებენ შემდგომ ქვეყნებს: ტაილანდი, ლაოსი, ვიეტნამი, კამბოჯა და მიანმარი (იგ. ბირმა).

ისტორიულად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ყოველთვის განიცდიდნენ ინდოეთისა და ჩინეთის გავლენას. მაგალითად, კამბოჯა, ლაოსი, მიანმარი და ტაილანდი ინდური კულტურის გავლენის სფეროა და მცირე ზომით ჩინური. რაც შეეხება ვიეტნამს, აქ ჩინური კულტურის გავლენა იგრძნობა და ინდურის ნაკლებად.

რეგიონის ქვეყნებს, კოლონიალური წარსულიდან გამომდინარე, ასევე ყოფენ დასავლური კულტურის გავლენის სფეროებად, მაგალითად, ფრანგულ ინდოჩინეთად მოიხსენიებენ: კამბოჯას, ლაოსსა და ვიეტნამს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება