ტაილანდის ყურე

(გადამისამართდა გვერდიდან სიამის ყურე)

ტაილანდის, იგივე სიამის ყურე (ტაილ. อ่าวไทย) - სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკმაოდ თავთხელი ყურე. შემოსაზღვრულია კამბოჯის, ტაილანდისა და ვიეტნამის სანაპიროებით. ფართობი შეადგენს 320,000 კმ²-ს.

ტაილანდის ყურის მდებარეობა
ტაილანდის ყურე

ყურე საკმაოდ წყალმარჩხია, მისი საშუალო სიღრმე 45 მეტრია, მაქსიმალური კი მხოლოდ 85 მ. წყლის ასეთი ნაკლებობა განაპირობებს ყურის წყლების მსოფლიო ოკეანის წყალთან ნაკლებ შერევას. მძლავრი მდინარეების ჩამონადენი და ყოველივე ეს კი განაპირობებს ძალიან დაბალ მარილიანობას (3.05-3.25%)

ყურის ჩრდილოეთ ნაწილი, მდინარე ჩაო-პრაიას შესართავი ბანგკოკის ყურის სახელითაა ცნობილი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება