ვიეტნამი
ვიეტნამი (ვიეტ. Việt Nam), ოფიციალურად ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა (ვიეტ. Cộng hòa Xã hội chủ nghĩa Việt Nam) — ქვეყანა ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა Cộng hòa Xã hội Chủ nghĩa Việt Nam ვიეტნამი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Độc lập – Tự do – Hạnh phúc | ||||||
ჰიმნი: Tiến Quân Ca |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ჰანოი 21°02′ ჩ. გ. 105°51′ ა. გ. / 21.033° ჩ. გ. 105.850° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ხოშიმინი | |||||
ოფიციალური ენა | ვიეტნამური | |||||
მთავრობა | სოციალისტური რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტის მ/შ | ვო თჰი ან სუანი | ||||
- | პრ.-მინისტრი | ფამ მინ ჩინი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 331 690 კმ2 (65-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.3 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2009 შეფასებით | 94,569,072 (მე-14) | ||||
- | 1999 აღწერა | 76 323 173 | ||||
- | სიმჭიდროვე | 276 კაცი/კმ2 (46-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2006 შეფასებით | |||||
- | სულ | $262.5 მილიარდი (36-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $3100 (123-ე) | ||||
აგი (2007) | 0.733 (საშუალო) (105-ე) | |||||
ვალუტა | დონგი (VND ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+07:00 | |||||
ქვეყნის კოდი | VNM | |||||
Internet TLD | .vn | |||||
სატელეფონო კოდი | 84 |
სახელწოდება
რედაქტირება- ოფიციალური: ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა.
- ეროვნული: Viet Nam, Cong Hoa Xa Hoi Chu Nghia Viet Nam.
- ეტიმოლოგია: სიტყვა „ვიეტ“ არის ჩინური იეროგლიფის ვიეტნამური წარმოთქმა, რომლის მნიშვნელობა არის „შორს“, „გადალახვა“, „გავლა“. ის მიანიშნებს ჩინეთისგან შორს მდებარე ქვეყანას. მეორე სიტყვა „ნამ“ სამხრეთს ნიშნავს.
ისტორია
რედაქტირება1858-1884 წლებში ფრანგული კოლონიალური სამფლობელოს ნაწილი იყო ინდოჩინეთში. 1945 წელს ვიეტნამიდან გაყვანილ იქნა იაპონიის საოკუპაციო შენაერთები. 1946-დან 1954 წლამდე წარმოებდა ომი დამოუკიდებლობისათვის საფრანგეთის წინააღმდეგ. ჟენევის კონვენციის შესაბამისად ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო მე-17 პარალელით. ამის შემდეგ დაიწყო ომი ჩრდილოეთ ვიეტნამსა და სამხრეთ ვიეტნამს შორის (რომელსაც აქტიურად ეხმარებოდა აშშ). იგი 1976 წელს დასრულდა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის შექმნით. 1978-79 წლებში ვიეტნამს ჰქონდა ომი კამბოჯასთან და სასაზღვრო კონფლიქტი ჩინეთთან. 90-იან წლებში ეს პრობლემები მოწესრიგდა.
გეოგრაფია
რედაქტირებაქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ლაოსი, კამბოჯა, ჩინეთი. ფართობი: 331 688 კვ. კმ.
სახელმწიფო
რედაქტირება- სახელმწიფო სისტემა: კომუნისტური რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ნგიენ მინ ჩიეტი(Nguyễn Minh Triết, 2006).
- საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (498 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: 58 ოლქი (tinh) და 3 მუნიციპალიტეტი (thu do).
დემოგრაფია
რედაქტირებაეკონომიკა
რედაქტირება- რესურსები: ფოსფატები, ქვანახშირი, მანგანუმი, ბოქსიტები, ქრომატი, ნავთობის და ბუნებრივი აირის მარაგები, ტყეები, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი: ქვანახშირი, ბრინჯი, კაუჩუკი.
- ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 430 $.
- ვალუტა: დონგი (VND).
მემკვიდრეობა
რედაქტირებაჰუეს მონუმენტური კომპლექსი, ძველი ქალაქი ჰოი ანი, ჰა ლონგის ყურე, ფონგ-ნაკე-ბანგის ეროვნული პარკი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Portal of the Government of Vietnam დაარქივებული 20 May 2020 საიტზე Wayback Machine.
- Communist Party of Vietnam – official website (in Vietnamese)
- National Assembly დაარქივებული 2015-12-08 საიტზე Wayback Machine. – the Vietnamese legislative body
- General Statistics Office
- Ministry of Foreign Affairs
- Chief of State and Cabinet Members